ქვიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ლგბტ თემები}}
'''ქვიარი''' (''კუირი''; {{lang-en|queer}} — უცნაური) — კრებითი ტერმინი [[სექსუალური უმცირესობები|სექსუალური]] და გენდერული უმცირესობებისათვის, რომლებიც არ არიან [[ჰეტეროსექსუალობა|ჰეტეროსექსუალურები]]. წარსულში იგი [[ჰომოსექსუალობა|ჰომოსექსუალობისთვის]] შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებოდა, თუმცა [[1980]]-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით, რომელთა მიზანიც [[სექსუალობა|სექსუალობისა]] და გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ ნორმებთან შეწინააღმდეგება იყო, ტერმინმა პოზიტიური და კონფრონტაციული მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინი „ქვიარი“ გამოიყენება ზოგადად [[ლგბტ სლენგი|ლგბტ]] თემის აღსანიშნად და ასევე ასოცირებულია კრიტიკული თეორიის კონკრეტულ მიმართულებასთან (ქვიარ-თეორია), რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იდენტობის კატეგორიების, მაგალითად „[[ლესბოსელი]]ს“ ან „[[გეი]]ს“ მართებულობას.
== ეტიმოლოგია ==
ქვიარი ინგლისურ ენაში მე-16 საუკუნეში ჩნდება, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო უცნაური, ექსცენტრიული, თავისებური. მისი გამოყენება შესაძლებელია რაიმე საეჭვოს, არასწორის ან იმ ადამიანის მიმართ, ვისი ქცევაც სოციალურად მიუღებელია. ჩრდილო ინგლისური გამოთქმა: "There's not so queer as folk", რომელიც ნიშნავს „არაფერია იმაზე უცნაური, ვიდრე ადამიანები“ სწორედ ამ მნიშვნელობას იყენებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვიარი“-დან