ავარიის ყოისუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
No edit summary
 
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''ავარიის ყოისუ''' ({{lang-ru|Аварское Койсу}}) — მდინარე [[რუსეთი|რუსეთში]]. მიედინება [[დაღესტანი|დაღესტნის]] ტერიტორიაზე, [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონზე]]. მდინარე [[სულაკი]]ს მარჯვენა მდგენელი. ზემო დინებაში ეწოდება ჯურმუთი. სათავე აქვს [[აღმოსავლეთი კავკასიონი|აღმოსავლეთ კავკასიონზე]], მთა გუთნის დასავლეთ კალთაზე. მიედინება უმეტესად ჩრდილო-აღმოსავლური მიმართულებით, [[ბოღოზის ქედი|ბოღოზისა]] და [[ნუკატლის ქედი|ნუკატლის ქედებს]] შორის. გზა და გზაგზადაგზა ქმნის ვიწრო [[ხეობა|ხეობებს]], ზოგან [[კანიონი|კანიონებს]]. სიგრძე 178 კმ, აუზის ფართობი 7660 კმ². საერთო ვარდნა უდრის 2440 მ-ს. ავარიის ყოისუს აუზის საერთო გამყინვარების ფართობია 6,8 კმ². შერეული საზრდოობის მდინარეა. უერთდება მდინარე [[ანდის ყოისუ]]ს, რის შემდეგ წარმოიქმნება მდინარე [[სულაკი]].
 
[[მდინარის აუზი]]ს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი შემოზღუდულია [[ბოღოზის ქედი]]თ, სამხრეთ-დასავლეთით საკუთრივ [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|მთავარი წყალგამყოფი ქედით]], სამხრეთით ამოწეულია დიულთიდაღის მასივი. წყალმოვარდნები იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირეა [[ზამთარი|ზამთარში]]. წყალდიდობა დამახასიათებელია [[მაისი|მაის]]-[[აგვისტო]]ს ჩათვლით. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 95,0 მ³/წმ, მაქსიმალური — 1350 მ³/წმ. მდინარეს მოაქვს დიდი რაოდენობით ნაყარი მასალა. [[ხე-ტყის დაცურება]]. იყენებენ სარწყავად. მთავარი შენაკადია [[ყარაყოისუ]], რომელზედაც აგებულია ორი ჰესი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავარიის_ყოისუ“-დან