ლილიბეუმის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
[[პანორმა]]ში ჩავიდა რომაული ფლოტი<ref>ოროზიუსის თანახმად 200 გემი, დიოდორეს თანახმად 240 დიდი და 60 მსუბუქი გემი.</ref> აქედან კონსულები [[გაიუს ატილიუს რეგულუსი]] და [[ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი]] დასავლეთისკენ წავიდნენ და ლილიბეუმს ალყა შემოარტყეს<ref>ოროზიუსის თანახმად რომაული არმია 4 ლეგიონისგან შედგებოდა, დიოდორე კი 110 000 ადამიანე საუბრობს, თუმცა აქედან უმეტესი წილი მენიჩბეები იქნებოდნენ, ჯარისკაცი კი არა უმეტეს 30 -40 ათასისა.</ref>. ქალაქს მაგარი გალავანი ჰქონდა და გარშემო თხრილით იყო დაცული. ქალაქთან რომაელები ორი მხრიდან დაბანაკდნენ. ბანაკებს შორის კი თხრილი და კედელი ააგეს. პორტი კი 15 მსუბუქი გემით დაბლოკეს. შემდეგ ზღვისპირა კოშკს მიუდგეს ალყის ხელსაწყოები. [[ტარანი|ტარანების]], [[კატაპულტა|კატაპულტების]] და სხვა იარაღების მეშვეობით, მათ დაანგრიეს 6 კოშკი.
 
ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა 10 000 დაქირავებული ჯარისკაცი იყო, რომლებსაც [[გიმილკონიჰიმილკონი]] მეთაურობდა<ref>დიოდორეს თანახმად 7 000 ქვეითი და 700 მხედარი.</ref>. ეს უკანასკნელი მტკიცედ იდგა თავის პოზიციებზე, იგი ან ახალ კედლებს აგებდა, ან თხრილებს აკეთებდა რომაელთა ნაგებობების ქვეშ. მისი რაზმები ხშირად დადიოდნენ დასაზვერათ, თუ რისი დაწვა შეეძლოთ რომაელებთან. ამ რაზმებს ხშირად მოსდიოდათ საკმაოდ სისხლისმღვრელი შეტაკებები რომაელებთან.
 
ამასობაში, დაქირავებულთა რამდენიმე მეთაურმა გადაწყვიტა ღალაი და ქალაქის რომაელთათვის გადაცემა. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ჯარისკაცები მათ მიემხრობიან და ღამე რომაელთა ბანაკში გადავიდნენ, სადაც კონსულებთან მოლაპარაკება დაიწყეს. მაგრამ ეს შეთანხმება ჩაიშალა, რადგან ერთერთმა დაქირავებულმა ამბავი ჰამილკონს მიუტანა. ამ უკანასკნელმა კი შეკრიბა ქალაქში დარჩენილი მეთაურები და ერთნულებისთვის დიდძალ საჩუქრებს დაპირდა. ამრიგად, ქალაქი არ იყო ჩაბარებული.
 
{{რომის ისტორია}}