გრიგოლ II (ლორთქიფანიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|გრიგოლ II}}
{{მმ*|გრიგოლ ლორთქიფანიძე (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''გრიგოლ II''' (ერისკაცობაში — გრიგოლ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე) — [[აფხაზეთის საკათალიკოსო|აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო)]] [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1696]]-[[1742]] წლებში. გრიგოლმა აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]], [[გურიის სამთავრო|გურიის სამთავროებსა]] და [[რაჭის საერისთავო]]ში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საკათოლიკოსო მამული; საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. მონაწილეობდა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოს]] პოლიტიკურ ცხოვრებაში, , ეკავა ლეგიტიმისტური პოზიცია. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ თავს არ დაზოგავდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებლად; გრიგოლი იბრძოდა ტყვის სყიდვისა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ, დადიანს მღვდელმსახურების შეწყვეტით დაემუქრა, თუ იგი თავის სამფლობელოში ტყვის სყიდვას არ აკრძალავდა; ცდილობდა აღედგინა, ქრისტიანობა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში.