გიორგი გეხტმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 4:
 
== ბიოგრაფია ==
გიორგი გეხტმანი დაიბადა ქუთაისში. მამამისი, ნიკოლოზ გეხტმანი, იყო იურისტი, წარმოშობით გერმანელი; დედა — მანანა ჯორჯაძე, პოეტ [[ბარბარე ჯორჯაძე|ბარბარე ჯორჯაძის]] ქალიშვილი, საზოგადო მოღვაწე. [[1895]] წელს გიორგი გეხტმანმა დაამთავრა [[ხარკოვის უნივერსიტეტი]]. იყო თბილისის სკოლების კლასგარეშე განათლების საზოგადოების საპატიო წევრი ([[1910]]). ჟურნალ „ნაკადულისა“ და [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ერთ-ერთი დამაარსებელი. თბილისის პირველი I კომერციული სასწავლებლის დირექტორი ([[1906]]–[[1919]]). [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ლექტორი ([[1921]] წლიდან) და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე ([[1923]]–[[1956]]). გეხტმანის მოღვაწეობა მჭიდროდაა დაკავშირებული [[საქართველო]]ში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებასთან. 1923–1930 წლებში იყო [[საჯაროსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა|საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის]] დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში შეიქმნა ბიბლიოთეკის ფონდების ორგანიზაციის სტრუქტურა და მიღებულ იქნა ფონდების ფორმატულ-ინვენტარული განლაგება ენების მიხედვით. მან ბიბლიოთეკაში მოიყვანა თავისი სტუდენტები, რომლებიც შემდგომში ცნობილ ბიბლიოთეკათმცოდნები და ბიბლიოგრაფები გახდნენ, მათ შორის იყვნენ: [[ნიკო ლორთქიფანიძე]], [[ნიკოლოზ აკერმანი]], [[დიმიტრო მარკევიჩი]]. მისი უშაუალო ხელმძღვანელობით ბიბლიოთეკა დაკომპლექტდა საუკეთესო სპეციალისტებით, რომელთა შორის იყვნენ: [[ვიქტორ ბროსე]], [[მერი მელაძე]], [[შალვა გოზალაშვილი]], [[ივანე ციციშვილი]]. მისი მეცადინეობით ბიბლიოთეკას გადაეცა სათავადაზნაურო ბანკის შენობა (დღეს I კორპუსი). იყო მოწინააღმდეგე ბიბლიოთეკის გახსნისა 1921 წლის 25 თებერვალს, შეეკამათა განათლების სახალხო კომისარს, რის გამოც გაათავისუფლეს. ითვლება ერთ-ერთ ლეგენდარულ დირექტორად. 1923-1956 წლებში იყო [[საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი]]ს ეკონომიკის კათედრის გამგე. საქართველოს ეკონომიკური დარაიონების ბადის ერთ-ერთი ავტორი. 1925 წელს გამოიცა მისი ნაშრომი „მსოფლიო ეკონომიური გეოგრაფია“, რომელიც იყო [[ქართული ენა|ქართულ ენაზე]] არსებული პირველი წიგნი [[ეკონომიკური გეოგრაფია|ეკონომიკურ გეოგრაფიაში]]. 1925 წელს აგრეთვე გამოიცა ნაშრომი „საქართველოს ეკონომიური გეოგრაფია“, რომელიც წარმოადგენს [[საქართველო]]ს სრული ეკონომიურ-გეოგრაფიული შესწავლის პირველ ცდას. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==