კერამიკული პანო: განსხვავება გადახედვებს შორის

უძრავი ძეგლი საქართველოში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კერამიკული პანო''' - მდებარეობს ქ. ქუთაისში. პანო ფა...
(განსხვავება არ არის)

08:31, 26 ივნისი 2021-ის ვერსია

კერამიკული პანო - მდებარეობს ქ. ქუთაისში. პანო ფალიაშვილის ქუჩის №15–ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ფასადს მოიცავს. კედლის კერამიკული პანო თარიღდება 1985 წლით და მისი ავტორი მხატვარი ბერნანდ (ფრანც) ნებიერიძეა. პანოს განფენილობა 127 კვ. მეტრია. კერამიკულ პანოს ეწოდება "კოლხეთი", რადგან მასზე გამოსახულია კოლხეთის მეფე აიეტი. მეფის თავზე მზის მარადიულობის აღსანიშნავად ასომთავრული "დონი" არის გამოსახული. მეფე კი ოქროს საწმისით ამოტვიფრულია გაფოთლილი მუხის ფონზე. ავტორს კედელზე შექმნილი აქვს ბევრი საინტერესო და ისტორიული ფიგურა, რომელებსაც დიდი აზრობრივი დატვირთვა აქვთ. მან ერთმანეთს დაუპირისპირა: კეთილი და ბოროტი, ახალი და ძველი. კერამიკულ პანოს დიდ ხიბლს სძენს გასული საუკუნის ბოლო პერიოდის ქუთაისის მოქალაქეების პორტრეტები. ანტიკური ხანის ფიგურები და თანამედროვე მოქალაქეები საინტერესო მხატვრულ სურათს ქმნის.

რესურსები ინტერნეტში