ძველი თბილისის რაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
რაიონი მოიცავს [[მტკვარი|მტკვრის]] ორივე სანაპიროს და ძირითადად წარმოადგენს XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით, რომელთაგან რამდენიმე ნაგებობა V საუკუნით თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო. ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით.
 
==საზღვრები==
=== საზღვარი ისანი-სამგორის რაიონთან ===
საზღვრის საწყისია “არსენალსა” და “ელია”-ს დასახლებას შორის არსებული ხევის რკინიგზის ხაზთან გადაკვეთის წერტილი, საიდანაც საზღვარი რკინიგზის ხაზს მთლიანად ტოვებს რა ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიის ფარგლებში, მიჰყვება მას თელავის ქუჩის გადაკვეთამდე და შემდეგ მიჰყვება თელავის ქუჩის ღერძს ქეთევან წამებულის (შაუმიანის ქ.) გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ და გასდევს ქეთევან წამებულის გამზირის ღერძს 300 არაგველის აღმართის დასაწყისამდე, სადაც უხვევს მარცხნივ და [[300 არაგველი]]ს ობელისკის მიმართულებით წარმოსახვითი სწორით მიემართება მდინარე მტკვარის ღერძამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე მტკვრის ღერძს პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე, უხვევს და მარჯვნივ იტოვებს რესტორან კრწანისს ავტოსადგომით და უერთდება გორგასლის ქუჩის ღერძს; აქედან საზღვარი მიუყვება გორგასლის ქუჩის ღერძს ბევრეთის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, უხვევს მარჯვნივ ბევრეთის ქუჩაზე და გასდევს მას ბევრეთის ქუჩის ბოლო წერტილამდე, შემდეგ საზღვარი აუვლის კარიერს ჩრდილოეთის მხრიდან, მიუყვება თაბორის ქედის სამხრეთით მდებარე ხევის კალაპოტს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე<ref> “თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის” ქვეშ ტექსტში ყველგან იგულისხმება ადმინისტრაციული საზღვარი რომელიც მოქმედებდა 2007 წლამდე </ref>;
===საზღვარი დიდგორის რაიონთან ===
მიუყვება “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს’ [[კოჯორი|კოჯრის]] გზატკეცილამდე, გასდევს კოჯრის გზატკეცილის ღერძულა ხაზს [[ოქროყანა|ოქროყანის]] განაშენიანების ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრამდე, შემოუვლის ოქროყანის დასახლებას [[მთაწმინდის პარკი]]ს საკადასტრო ერთეულის საზღვრის გადაკვეთამდე, მიუყვება მთაწმინდის პარკის საკადასტრო ერთეულის საზღვარს 850,0მ. ნიშნულის იზოჰიფსის გადაკვეთამდე და მიჰყვება აღნიშნულ ჰორიზონტალს “თბილისის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრამდე”, შემდეგ მიყვება მას ჩრდილო-დასავლეთით 1,0 კმ. მანძილზე;
=== საზღვარი ვაკე-საბურთალოს რაიონთან ===
უხვევს ჩრდილოეთით ვარაზისხევის გადაკვეთამდე, მიჰყვება [[ვარაზისხევი|ვარაზისხევს]] კეკელიძის ქუჩამდე, შემდეგ კეკელიძის ქუჩის ღერძის გაყოლებით ეშვება და უერთდება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს. აქედან საზღვარი მიუყვება ი. ჭავჭავაძის ქუჩის ღერძს, მოიცავს ი. ჭავჭავაძის გამზირის ##5,3,1 - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის, ჰერა-სამეანო გინეკოლოგიური კლინიკის (ყოფილი მე-4 მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- პოლიკლინიკის შენობა) და ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკვეთების საზღვარს, უერთდება ვარაზისხევის ქუჩის ღერძს, მიუყვება მას და ეშვება გმირთა მოედანზე. აქედან თამარ მეფის (ჩელუსკინელების ქ.) გამზირის ღერძით, მოიცავს რა თამარ მეფის სახ. ხიდს მთლიანად, უერთდება მდინარე მტკვრის ღერძს;
=== საზღვარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონთან ===
მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ღერძის გასწვრივ საზღვარი აღმა (ჩრდილო- დასავლეთით) მიჰყვება მტკვრის კალაპოტის ღერძს, მოიცავს [[მუშტაიდის ბაღი|მუშტაიდის (ორჯონიკიძის) სახ. პარკის]] ტერიტორიას და დიდუბის (მაიაკოვსკის) ქუჩის ღერძის გაყოლებით ჰკვეთს გ. ცაბაძის (ტელმანის) ქუჩის ღერძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება გ. ცაბაძის ქუჩის ღერძს მ. წინამძღვრიშვილის (კლარა ცეტკინას) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება წინამძღვრიშვილის ქუჩის ღერძს თამარ მეფის გამზირის ღერძის გადაკვეთამდე, მიუყვება თამარ მეფის გამზირის ღერძს ვაგზლის მოედნამდე, შემოუვლის მოედანს სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან გ. დოლიძის (გოგოლის) ქუჩის ღერძის გაყოლებით კ. ფოცხვერაშვილის ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე. შემდეგ საზღვარი გრძელდება ფიროსმანის ქუჩის ღერძის გაყოლებით გ. ჩიტაიას (საბჭოს) ქუჩის ღერძის გადაკვეთამდე, ჰკვეთს მალაკნების მოედანს და გ. ჩიტაიას ქუჩის ღერძის გაყოლებით უხვევს ჩრდილოეთისაკენ რკინიგზის გზახიდამდე, გასდევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით რკინიგზის ხაზს, ისე რომ რკინიგზის ხაზი მთლიანად ყვება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საზღვრებში და უერთდება “არსენალსა” და “ელია”-ს დასახლებას შორის არსებული ხევისა და რკინიგზის ხაზის გადაკვეთის წერტილში მდებარე საზღვრის საწყისს.
 
{{ისტორია}}