ნეონაციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 188:
====რასობრივი პაგანიზმი====
 
[[ქრისტიანობა]] თანამედროვე ნაციონალ-სოციალისტების მიერუმრავლესობა [[ქრისტიანობა]]ს თეთრი არიული რასობრივი იდენტობის მნიშნელოვან კომპონენტად განიხილებაგანიხილავს, მაგრამ ამერიკელი ულტრამემარჯვენეების რამდენიმე ახალი რასობრივი რელიგია სრულიად უარყოფს დასავლეთის ქრისტიანულ მემკვიდრეობას. ქრისტიანობას ისინი თვლიან ებრაულ კულტურულ პროდუქტად, რომელიც ახლო აღმოსავლური წარმოშობისაა. [[ოდინიზმი|ოდინისტური]] მოძრაობა იზიარებს რასობრივ [[წარმართობა|პაგანიზმს]], [[ნორდული რასა|ნორდული]] და [[ტევტონები|ტევტონური]] პანთეონებიდან ღმერთების მოხმობით. ძველი ინდო-ევროპელი ხალხების ფესტივალების, რიტუალების და ჩვეულებების აღორძნებით, მათ სურთ გაარღვიონ 2 ათასი წლის შემდეგ უცხოტომელის მიერ თავსმოხვეული ქრისტიანობის ბატონობა. არიელ წინაპართა ღმერთების ხელმეორე სულიერი აღმოჩენა მიმართულია თეთრ რასებში წმინდა მსოფლმხედველობის დანერგვაზე, რომელიც მხარს უჭერს მათ ტომობრივ გრძნობებს და კაცობრიობის პარტიკულარისტულ ხედვას.
 
ოდინიზმი ძირითადად გავრცელებულია აშშ-ში, თუმცა არსებობენ ასოცირებული ფილიალები და განყოფილებები ევროპაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში. მოძრაობის რამდენიმე მაგალითია: [[:en:Wyatt Kaldenberg|უიატ კალდენბერგი]] და მისი „პაგანური აღორძინების ქსელი“, რომელიც ხაზს უსვამს [[ოდინი]]ს მეომრულ ასპექტს და ძალადობის კულტს ქადაგებს, ჯოსტ ტარნერი და [[:en:National Socialist Kindred|ნაციონალ-სოციალისტური კინდრედი]], რომლის არიული მისტიციზმი მედიაციით და იოგით განადიდებს ოდინს როგორც მისტერიების მასტერს, [[დეივიდ ლეინი|დეივიდ]] და კატია ლეინების, ასევე რონ მაკვანის [[ვოტანსფოლკი]]ს მოძრაობა, რომელიც წარმოადგენს სრულმასშტაბიან ვოტანისტურ კულტს საფრთხეში მყოფი [[არიული რასა|არიული რასის]] მილენიარული გადარჩენის მიზნით.
 
ოდინიზმი როგორც პრე-ქრისტიანული [[ტევტონები|ტევტონური]] რწმენის თვითცნობიერი რეკონსტრუქცია მეცხრამეტე საუკუნის გერმანიაში იღებს სათავეს. მზარდი ნაციონალიზმის ფონზე, [[:en:Völkisch movement|ფოლკიშური]] მწერლები სპეკულირებდნენ გერმანელების სულიერ რესურსებზე რომაელ დამპყრობლებთან ბრძოლაში და ქრისიანობის ურჩად მიღებაზე [[კარლოს დიდი]]ს დროს. მის ფართოდ გავრცელებულ ნოველაში, „[[:en:Ein Kampf um Rom|ბრძოლა რომისთვის]]“, ისტორიკოსი [[:en:Felix Dahn|ფელიქს დანი]] აქებდა და ეტრფოდა [[ძველი გერმანელები|ძველ გერმენელებს]] მათი ჰეროიზმის, მამაცობის და დაუმორჩილებლობის გამო, ქრისტიანულ სიმდაბლესთან, სინანულთან და ცოდვილობასთან კონტრასტში. 1880-იანი წლებიდან გერმანიკული ღმერთები [[ოდინი]], [[დონარი]] და [[თორი]] ხშირად აისახებოდნენ გ.ე. დოეპლერის და ფ.ვ. ჰაინის ლითოგრაფიულ ხელოვნებაში. 1893 წელს ვენეციელმა ფოლკლოსირტმა [[:en:Guido von List|გუიდო ფონ ლისტმა]] დაიწყო წერა ვოტანისტ სამღვდელოებაზე და სცადა აღედგინა მისი ძველი რელიგია ნორდული [[საგა|საგებიდან]], სპეციალური ხაზგასმით ოდინზე (ვოტანზე) და რუნულ სიბრძნეზე. ლისტის ადრეული მცდელობები აეღორძინებინა ვოტანიზმი მისი წიგნებით და „[[:en:Armanen-Orden|მაღალი არმანისტური ორდერითორდენით]]“ 1912 წელს გაიმეორა საიდუმლო ნაციონალისტურმა ჯგუფმა, „[[en:Germanenorden|გერმანენორდენმა]]“, რომელიც ატარებდა კვაზი-მასონურ რიტუალებს ძველი [[გერმანიკული მითოლოგია|გერმანიკული მითოლოგიის]] ფიგურების საფუძველზე.
 
1911 წელს [[:de:Otto Sigfrid Reuter|ოტო სიგფრიდ როიტერმა]] დაარსა „[[:de:Deutscher Orden (1911)|გერმანული ორდენი]]“ და „გერმანული რელიგიური საზოგადოება“ როგორც ჯგუფები, რომლებიც ერთგულნი იყვნენ ეროვნულ იდენტობასთან უფრო ახლოს მდგომი ღმერთების. ისინი 1924 წელს „იუგენბორნთან“, „[[:en:German Youth Movement|გერმანული ახალგაზრდული მოძრაობის]]“ ლიგასთან გაერიანდნენ რათა დაეარსებინათ „ნორდუნგენი“, რომელიც გახდა მთავარი ნეო-გერმანიკული რელიგიური წრე [[ვაიმარის რესპუბლიკა|ვაიმერის რესპუბლიკაში]]. ოტგერ გრეფმა, ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა, შემდეგნაირად ახსნა ძველი გერმანიკული მითოლოგიის როლი ამ ახალ რელიგიაში: „[[თორი (მითოლოგია)|დონარი]] და [[ბალდრი]], ლოჰი და [[en:Freyr|ფრეი]] მხოლოდ სახელებია, რომლებითაც ტევტონი ასახავდა ღვთიურ მისტერიას, რომელსაც თავის თავში გრძნობდა“. ძველი ღმერთები იყვნენ არა ანტიკვარული კონსტრუქტები, არამედ [[არქეტიპი|არქეტიპები]], რომლებიც ხელმისაწვდომი იქნებოდნენ თანამედროვე გერმანელებისთვის თუ ისინი თავიანთი სულიერი იდენტობის რეალიზებას მოახდენდნენ. „ნორდუნგენის“ პირველი გამოცემა აცხადებდა: „ბალდერ-სიგფრიდი ჩვენ შორის საუკეთესოებში კვლავ ცოცხლობს, მისი არსი, რომელიც გასხივოსნებულ თავისუფლებაში მდგომარეობს, კვლავ ცოცხალია ყველა ჩვენ მისწრაფებასა და ამბიციაში, და ვინ აურყოფს რომ ვოტანი, მუდმივი მოხეტიალე და გამოცდილების [[ფაუსტი|ფაუსტიანელი]] მაძიებელი, კვლავ ცოცხალია, როგორც თავის დროზე [[ნორდიული რასა|ნორდ ადამიანში]]?“
 
1920-იან წლებში ფოლკიშური და ახალგაზრდული მოძრაობის ჯგუფები მისდევდნენ ნეოპაგანურ კულტს, ატარებდნენ ნაბუნიობის ფესტივალებს და ღვთისმოსავად იხმობდნენ გერმანიკულ ღმერთებს როგორც არექტიპებს და ბუნების ძალებს. ახალი „გერმანული რწმენა“ (deutschgläubige) ცდილობდა გერმანიკული რელიგია განესაზღვრა როგორც შინაგანი სულიერება, რომელიც მემკვიდრეობით მიიღება რასობრივი წინაპრებისგან. ის ხშირად ახდენდა გერმანული სულიერების სინთეზს ნორდულ საგებსა და ისლანდიურ ედებთან, გერმანული მისტიციზმის ტრადიციასა და [[იმანუელ კანტი|კანტის]], [[ფრიდრი ვილჰელმ იოზეფ შელინგი|შელინგის]] და [[იოჰან გოტლიბ ფიხტე|ფიხტეს]] [[გერმანული იდეალიზმი|იდეალისტურ ფილოსოფიასთან]].
 
თავის ცნობილ ესეში ნეოგერმანიკულ სულიერებაზე, [[კარლ გუსტავ იუნგი|კარლ გუსტავ იუნგმა]] დაახასიათა გერმანული სულიერების ეს სულსწრაფი ძიება როგორც „ვოტანის“, როგორც „ცოცხალი და ამოუხსნელი ტომობრივი ღმერთის“ არქეტიპის ამოფრქვევა გერმანელებს შორის [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ.
 
იუნგმა დაიწყო არქეტიპებსა და კოლექტიურ არაცნობიერზე თავისი თეორიის შემუშავება პირველი მსოფლიო ომის დროს. გვიანდელ ნაშრომებში, იგი არქეტიპებს ახასიათებდა მეცნიერული ტერმინებით როგორც „პრიმორდიალურ სახეებს“, „ინსტიქტურ ტრენდებს“, „არქაულ გადმონაშთებს“, რომლებიც ამოიზრდება კაცობრიობის კოლექტიური არაცნოებიერიდან და მის ფილოქენეტიკურ ევოლუციაშია ჩაბეჭდილი. თუმცა თავდაპირველად იგი არქეტიპებს უფრო რელიგიური ენით აღწერდა როგორც „მმართველ ძალებს, ღმერთებს“. ნაციონალ-სოციალიზმის აღმავლობის და [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერისადმი]] გერმანელი ხალხის მასობრივი ენთუზიაზმის ფონზე, იუნგმა დაწერა ესე „ვოტანი“, სადაც იგი ამბობდა, რომ გერმანელები კვლავ შეპყრობილნი იყვნენ გერმანიკული ღმერთის არქეტიპით. იგი ამის საფუძველებს ხედავდა [[ფრიდრიხ ნიცშე]]ს, [[ალფრედ შულერი]]ს და [[ლუდვიგ კლაგესი]]ს დიონისურ, ირაციონალისტურ ფილოსოფიებში და სტეფან გეორგის პოეზიაში. „[[en:Wandervogel|ვანდერფოგელის]]“ ახალგაზრდული მოძრაობის, ფოლკიშური ნაციონალიზმის და ქრისტიანობის „გერმანიზაციის“ სხვა მცდელობების პარალელურად მცირდებოდა ჯვრის ტალისმანური ძალა და ბრუნდებოდა „[[en:Furor Teutonicus|furor teutonicus]]“, აქამდე დომინანტი არქეტიპი.
ხაზი 218:
მისი „რეტრაიბალიზაციის“ პროგრამა ითვალისწინებდა ძალაუფლების დეცენტრალიზაციას მცირე, ლოკალურ თვითმმართველ ერთეულებში, რომლებიც დასახლებულნი იქნებოდნენ თავისუფალი არიელი ინდივიდებით. იგი წერდა: „ადამიანი სოციალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია თვითრეალიზაცია მხოლოდ რასობრივი და ეთნიკური თანამოძმეების საზოგადოებაში“.
 
ამავდროულად, [[:en:Stephen McNallen|სტივ მკნალენმა]] ტეხასში დაიწყო ალტერნატიული ასატრუს მოძრაობა, რომელიც უფრო მიმართული იყო რიტუალების და ნორდული მაგიის პრაქტიკაზე. ხშირად ამ ორგანიზაციების წევრები ერთდროულად ორივე ჯგუფის წევრები იყვნენ, თუმცა მათ შორის პოლიტიკური განხეთქილება უფრო თვალსაჩინო გახდა, როდესაც მაკნალენმა მოითხოვა „ასატრუს თავისუფალი ასამბლეის“ ყველა წევრისგან, რომელიც ნაციონალ-სოციალისტურ უნიფორმებს და სიმბოლოებს ატარედა, შეეწყვიტა ეს. პოლიტიკურმა კონფლიქტმა საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიყვანა დაღმასვლამდე 1987 წელს. მის ბაზაზე დაარსდა ორი მემკვიდრე ორგანიზაცია: მიკი მურაის „ასატრუს ალიანსი“ და ედრედ თორსონის „თორის ბეჭედი“. მურაი ამერიკის ნაცისტური პარტიის წევრი იყო წარსულში. ერთი რასობრივად ორიენტირებული იყო, მეორესთვის მულტირასობრიობა არ იყო პრობლემა.
 
„ასატრუს თავისუფალი ასოციაციის“ [[არიანიზმი|არიანისტი]] წევრები, სიგი ჰუბარდი, ტომ პაგეტი, ვიატ კალდენბერგი და სხვები მონაწილეობდნენ „ოდინისტური თანამეგობრობის“ დიდი ლოს ანჯელესის ზონის განყოფილების დაარსებაში. პაგეტმა მოიწვია [[:en:Tom Metzger|ტომ მეტცგერი]], რომელიც ამ დროს ხელმძღვანელობდა „თეთრი ამერიკელების პოლიტიკურ ასოციაციას“, რათა სიტყვა წარმოეთქვა განყოფილების შეკრებაზე, რის შემდეგაც იგი ოდინისტური შეხვედრების ხშირი მონაწილე იყო. ამის მიუხედავად, ელსე კრისტენსენი თვლიდა, რომ მეტცგერი ზედმეტად რადიკალური იყო, ხოლო არიზონას კინდერდის წევრებს სურდათ, რომ თენამეგობრობა თეთრკანიანთა ინტერესების დაცვაზე ყოფილიყო მიმართული, თუმცა არ ყოფილიყო მტრულად განწყობილი ფერადი რასებისა და ებრაელებისადმი. თუმცა რასიალისტებს ნაკლებად საეჭვო მოკავშირეები სურდათ: რედბერდმა დაარსა რასიალისტური „თორის ჩაქუჩის კინდერდი“, ელტონ ჰალმა, რომელიც გამოეყნო არიზონას კინდერდს, დაარსა „ჯომსვიკინგის კინდრედი“, ტომ პაგეტი და [[:en:Wyatt Kaldenberg|ვიატ კალდენბეტგი]] შეუერთდნენ მეტცგერის ახლადჩამოყალიბებულ „[[ენ:en::White Aryan Resistance|თეთრ არიულ წინააღმდეგობას]]“. ვიატი, რომელიც მეტცეგერის პერიოდიკალის, WAR-ის რედაქტორი იყო, თავის სტატიებში ოდინიზმს ქადაგებდა. კალდენბერგის წარმართული მსოფლმხედველობა ისტორიას და პოლიტიკას უყურებს როგორც კოსმიურ ბრძოლას ღვთიურ არიულ და დემონურ, არაბუნებრივ იუდო-ქრისტიანულ ძალებს შორის. არიული რასა იდენტიფიცირებულია დედამიწასთან, სიცოცხლელსა და ბუნებასთან, ხოლო „ტალახის რასები“ სიკვდილთან, ზამთრის დეკადანსთან და მატლებთან, რომელბიც სხვისი სიცოცხლით საზრდოობენ.
 
კალდენბერგმა დაიწყო გაზეთ „პაგანური აღორძინების“ გამოცემა 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელიც ტაბლიოდად გადააკეთა 1998 წელს. პერიოდიკალი მთავარ მიზნად ასახელებდა ასატრუს რელიგიის გავრცელებას, რომელიც აღმერთებს ნორდული პანთეონის ღმერთებს, ოდინს, თორს და [[ფრიგი|ფრიგას]]. იგი ასევე შეიცავს გერმანიკული, ზოროასტრული და ვედური პაგანური რელიგიების მეცნიერულ შედარებას და აშშ-ს სამხრეთში მზარდი ლათინოსი მოსახლეობის ეკონომიკურ ანალიზს. იგიანალიზ, ასევე შეიცავს [[:en:White power music|თეთრი ძალის]], [[ინდუსტრიული მეტალი|ინდუსტრიული]] და [[მეტალი]]ს მუსიკის მიმოხილვას.
 
კალდენბერგის სტატიები და გამოქვეყნებული წერილები ხშირად ებრაელების და ფერადკანიანების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტების გამართლებას შეიცავდა. იგი აკრიტიკებდა ქრისტიანობას, როგორც უცხო ებრაულ პროდუქტს, რომელმაც დაასუსტა წარმართი არიელი ხალხი მათი ღმერთების და ქალღმერთების სასიცოცხლო ძალებთან გაუცხოების გზით. ქრისტიანობას იგი „თვითსიძულვილის თეოლოგიას“ უწოდებდა, რადგან იგი უნივერსალურ ძმობას ქადაგებს. იგი ებრაელებს ადანაშაულებს ქრისტიანობისთვის, რომელმაც 300 მილიონი ევროპელი წარმართი მოკლა 2 ათასი წლის განმავლობაში. იგი წერს „[[ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი|აუშვიცი]] და [[დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი|დახაუ]] რელიგიური ტაძრები უნდა იყოს რადგან იქ ბოროტება მოკვდა“. მისი იდეალური საზოგადოება სტრუქტურირებულია ანტიკური ვიკინგური მერიტორიკატიის საფუძველზე, სადაც მმართველი კასტას შეადგენენ იარლები, ან მებრძოლები. საშუალო კლასი არიან კარლები, ანუ მუშები, მათ დაბლა კი თრალები, კრიმინალი მონების კასტა. ძალაუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს არისტოკრატი მებრძოლთა ელიტის ხელში. მხოლოდ მას შეუძლია მისი აზრით მასები „საკუთარი თავის ტირანიისგან გაათავისუფლოს“, რომელიც ყოველთვის იმას შეჰყურებს, ვინ მოახდენს მის ექსპლუატაციას, ცხვარია, რომელიც დაიბადა როგორც მონა. იგი ასევე აკრიტიკებს „ქრისტიანულ იდენტობას“, ენერგიის გადატანაზე არიული აღორძინებიდან ცრუ ებრაულ კულტზე.
ხაზი 228:
ჯოსტ ტარნერმა დააფუძნა ნაციონალ სოციალისტური კინდრედი 1980-იან წლებში ფოლკიშური „უკან მიწისაკენ“ ტიპის ოდინისტურ კომუნაში სახელწოდებით „ფოლკსბერგი“ ჩრდილოეთ კაროლინის მთებში. ჯოსტი თავის სწავლებებში არიულ-ვედურ ფასეულობებს, ნორდულ მითოლოგიას და ინდუისტურ ტანტრიზმს აერთიანებს არიელი ადამიანების სულიერი ევოლუციისთვის მათი რასობრივი არქეტიპის მიხედვით. ვიეტნამის ომში მსახურის შემდეგ, „ყვავილის ძალის“ ერაში, მან დაიწყო ოკულტიზმის და აღმოსავლური რელიგიების შესწავლა. ის გადააწყდა პარამახანსა იოგანანდას „იოგის ავტობიოგრაფიას“, ინდოელის, რომელიც იუნდუისტურ მისიას ხელმძღვანელობდა აშშ-ში 1920-იან წლებში. ჯოსტი ვარჯიშობდა კრია იოგას იოგანანდას „თვითრეალიზაციის თანამეგობრობაში“ და ორი წელი აშრამში ჩრდილოეთ კალიფორნიაში. 1970-იანი წლების შუაში ის დაინტერესდა ნორდული პაგანიზმით და ოკულტური ნაციონალ-სოციალიზმით და ჩართული იყო ასატრუს თავისუფალ საზოგადოებაში, შემდეგ კი სტივენ მკნალენის დეიდაშვილთან დაქორწინდა.
 
ჯოსტი სიმპათიას გამოთქვამდა [[ჰიპები]]ს იდეის მამართ სისტემიდან გამოსვლასა და მის განადგურებაზე არმონაწილეობით. ჯოსტმა და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს ურბანული საზოგადეობისგან განშორება და [[:en:Communalism|კომუნალისტურ]] მოძრაობას შეურთდნენ. იგი მხარს უჭერდა ახალ [[:en:Back-to-the-land movement|„უკან მიწისგენ“ მოძრაობას]], რომელიც ამჯერად ნამდვილი იდეალიზმით და ჯანსაღი სულიერი ფილოსოფიით იქნებოდა შთაგონებული, და არა თეთრი საშუალო კლასის მატერიალიზმის წნეხით დაძრული, როგორც თავიდან იყო, რის შედეგადაც აშენდებოდა არიული ფოლკიშური საზოგადოება. თეთრკანიან ახალგაზრდობას, მისი აზრით, ქალაქებში არც თუ ისე დიდი მომავალი ჰქონდა. [[სკინჰედი|სკინჰედების მოძრაობას]] იგი არათეთრკანიანთა მიგრაციაზე, სოციალური კეთილდღეობის სისტემის ჩავარდნასა და ქალაქებში თეთრებისთვის ცხოვრების გაუსაძლისობაზე რეაქციად მიიჩნევდა, თუმცა ეს ენერგია არიული თემის მშენებლობაზე უნდა მიმართულიყო დაუსახლებელ მთებში. ფოსკსბერგმა, რომელიც ოდინისტურ პრინციპებზეა მოწყობილი, ეკონომიკურ თვითკმარობას მიაღწია მეცხოველებით, მიწათმოქმედებითა და ხელოსნობით, მცირე „ვოტანის სკოლით“ თემის ბავშვებისთვის. ჯოსტის აზრები ასახავდა ელსე კრისტენსენის იდეას არქეტიპების გამოღვიძებაზე და მოიცავდა ასევე [[ნიუ ეიჯი|ნიუ ეიჯ]] იდეებს, რომლებიც აღებულია იოგადან და ინდუიზმიდან, თვითგანვითარებაზე მზარდი ხაზგასმით. მისი აზრით, სწორედ თემი იძლეოდა ხიდს უფრო განვითარებულ არიულ კაცობრიობასთან, და სწორედ ამ [[უბერმენში|უბერმენშებს]] უნდა მიეყვანათ მსოფლიო ისევ ჰარმონიასთან ბუნებასთან ოქროს ხანაში, რომელსაც ჭვრეტდა ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერს ის ინდუისტი ეზოთერული ნაციონალ-სოციალისტის, [[სავიტრი დევი]]ს წიგნ „განათება და მზის“ გავლენით ნახევრად-ღვთიურ რელიგიურ ლიდერად მიიჩნევდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ხალხის სასიკეთოდ და მისი ყველა ქმედება ხალხისადმი სიყვარულის დემონსტრაცია იყო, ხოლო მისი მარცხი ისევ გამოუღვიძებელი არიელების სიხარბის და მატერიალიმიზმის შედეგი გახლდათ, თუმცა ნეგატიური ძალების ამ გამარჯვებამ და ჰიტლერის თვითშეწირვამ უნდა გამოაღვიძოს არიელები თავიანთ ბედზე. არიული სულიერი თვითგანვითარების მისი სისტემა ეფუძნებოდა იოგანანდას ტანტრულ ინდუიზმს, ნორდულ მითოლოგიას და სავიტრი დევისა და ჩილელი ნაციონალ-სოციალისტის, ეზოთერული ჰიტლერისტის, [[მიგელ სერანო]]ს იუნდუისტურ-ნორდულ იდეებს. მისი აზრით, კრიას გზა ფორსირებული ევოლუციისკენ სიმბოლიზებული იყო ოდინიზმში ვოტანის, თორის, იგდარსილის ალეგორიებით.
 
დეივიდ ლეინმა, ამერიკელმა ნაციონალ-სოციალისტმა და [[თეთრი ნაციონალიზმი|თეთრმა ნაციონალისტმა]] 1995 წელს თავის ცოლთან, კატია ლეინთან და მეგობარ რონ მაკვანთან ერთად დააფუძნა ვოტანსფოლკი, რასობრივი ოდინისტური ჯგუფი აშშ-ში. ლეინმა ასევე დააფუძნა „14 სიტყვის პრესა“ და იყო რევოლუციური თეთრი ნაციონალისტური ორგანიზაციის, „ბურდერ შვაიგენის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გაასამართლეს ებრაელი რადიოწამყვანის, ალან ბერგის მკვლელოვისთვის და 190 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ლეინის 14 სიტყვიანი სლოგანი გახდა მანტრა თეთრი იდენტობის ჯგუფებისთვის - „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის არსებობა და მომავალი თეთრი ბავშვებისთვის“. „ბრუდერ შვაიგენის“, რომელიც 1983-1984 წლებში მოქმედებდა და ისახავდა მიზნად თეთრი რევოლუციის მოწყობას [[სიონისტური საოკუპაციო მთავრობა|სიონისტური საოკუპაციო მთავრობის]] წინააღმდეგ, ცნობადობამ და უზარმაზარმა განაჩენმა მის რევოლუციურ ნაშრომებთან ერთად ციხეში იგი აქცია „ყველაზე ცნობილ თეთრ პოლიტიკურ პატიმარად მსოფლიოში“. ლეინის 14 სიტყვიანი სლოგანი ვოტანსფოლკის ყველა ლიტერატურაში მეორდება და ჟურნალებითა და მუსიკით ეს კრედო მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაკკვანმა, რომელიც შეუერთდა წყვილს 14 სიტყვის პრესაში, 1994 წელს, დიდი გავლენა იქონია ვოტანსფოლკის რელიგიური ფილოსოფიის განვითარებაზე.
ხაზი 253:
ვოტანსფოლკი თავის მისიას ხედავს რიჩარდ ვაგნერის, ფრიდრიხ ნიცშეს, გუიდო ფონ ლისტის და კარლ გუსტავ იუნგის ადრეული ძალისხმევის გაგრძელებაში, რათა აღადგინონ არიელები მათი მძლავი კოლექტიური არაცნობიერით. მაკვანი ციტირებს ლანც ფონ ლიბენფელსის მტკიცებას, რომ ტამპლიერი რაინდები იყვნენ არიული სიბრძნის მცველი შეიარაღებული გვარდია ეკლესიის მიერ მათ ჩახშობამდე მე-12 საუკუნეში. მე-19 საუკუნეში ბევრი ფოლკიშური ჯფუდი შეიქმნა „ანტიკური ტევტონური, გნოსტიკური სიბრძნის და რიტუალური პრაქტიკის გასაძლერებლად“. ტევტონური მითოლოგიის აღორძინება დაჩქარდა ვაგნერის ინსპირაციული მუსიკით და ნიცშეს ჰეროიკული ფილოსოფიით, რაც ახალ შუქზე წარმოაჩენს „დიდხანს რეპრესირებულ არიულ ცნობიერებას“. მაკვანი აღწერს, თუ როგორც აღმოჩინეს გუიდო ფონ ლისტმა და იორგ ლანც ფონ ლიბენფელსმა ვოტანიზმი და არიოსოფია, მათ მაგალითს მიჰყვნენ კარლ მარია ვილინგური, რუდოლფ ფონ სებოტენდორფი, თეოდორ ფრიტში და დიტერიხ ეკარტი, რომელმაც ახალი არიული თვითშეცნობა წამოიწყო გერმანელებში ნაციონალ-სოციალიზმის მოლოდინში.<ref name=":1">Goodrick-Clarke, Nicholas ''Black Sun: Aryan Cults, Esoteric Nazism, and The Politics of Identity'' New York: 2002--N.Y. University Press, See Chapter 9 for a discussion of ''Nordic Racial Paganism''</ref>
 
====ქრისტიანული იდენტობა====
====ეზოთერული ჰიტლერიზმი====
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეონაციზმი“-დან