ალექსანდრე ლომთათიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
1919 წელს, საყოველთაო კენჭისყრის საფუძველზე, ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები და [[1919]] წლის [[12 მარტი|12 მარტს]] გაიხსნა მისი პირველი კრება. საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს [[კარლო ჩხეიძე]], ხოლო ალექსანდრე ლომთათიძე – საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროს ამხანაგად (მოადგილედ). კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნისას თავმჯდომარეობდა კრების სხდომებს. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა და [[1921]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]] მიიღო ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვოდა ალექსანდრე ლომთათიძესაც.
 
[[საბჭოთა რუსეთირსფსრ|საბჭოთა რუსეთთან]] ომის დროს, 1921 წლის 24-25 თებერვლის ღამეს, როდესაც თბილისის დატოვება გადაწყდა, ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა: „მთავრობაც რომ წავიდეს და თქვენც რომ მას თან გაყვეთ, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი". მართლაც, ალექსანდრე ლომთათიძე არ წავიდა ემიგრაციაში, იგი სამშობლოში დარჩა და შეეწირა XX საუკუნის 20-იანი წლების კომუნისტურ რეპრესიებს. დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს, [[ნაძალადევი]]ს კლუბში [[სტალინი]]ს საპასუხო სიტყვის გამო. მოათავსეს [[მეტეხის ციხე]]ში. 1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს [[სუზდალი]]ს პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში, სოფელ ლაპაშინოში. შემდეგ გადასახლებული იყო ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მძიმე ავადმყოფობის გამო მისცეს საშუალება ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად. [[1924]] წელს საქართველოში მომხდარი [[აგვისტოს აჯანყება|აჯანყების]] გამო კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ტაშკენტის ციხეში, სადაც გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე.
 
[[1925]] წელს [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[პარიზი|პარიზში]], გამომავალ ჟურნალში „ბრძოლა“ (#19) გამოქვეყნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის – [[რაჟდენ არსენიძე|რაჟდენ არსენიძის]] წერილი „ალექსანდრე ლომთათიძე“, რომელშიც იგი აღნიშნავდა: