კაუჩუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ნატურალური კაუჩუკი იყოფა 8 საერტაშორისო ტიპად. ნატურალური კაუჩუკის ტიპს განსაზღვრავენ საწყისი ნედლეულითა და მიღების მეთოდებით, გარეგანი შემოწმებითა და ეტალონურ ნიმუშთან შედარებით.
 
ნატურალური კაუჩუკის ძირითადი შემადგენელი ნაწილია — კაუჩუკის ნახშირწყალბადი (91-96%), რომელიც განიხილება როგორც [[პოლიიზოპრენი]] <chem>(C5H8)n</chem>. ნატურალური კაუჩუკი აგრეთვე შეიცავს 2,2-3,8% ცილებსა და ამინმჟავებს, 1,5-4% აცეტონში ხსნად ნივთიერებებს (ე. წ. აცეტონის ექსტრაქტი — ოლეინის, სტერინის, ლინოლის მჟავები, [[კაროტინი]] და სხვები), ცვალებადი ვალენტობის ლითონთა ([[სპილენძი]], [[მანგანუმი]], [[რკინა]]) ნაერთებს, სილას და ზოგიერთ სხვა მინარევს.
 
ნატურალური კაუჩუკი სტერეორეგულარული პოლიმერია. მისი მოლეკულები შეიცავს იზოპრენის რგოლებს (98-99%), რომლებიც 1,4 ცის მდგომარეობაში არიან შეერთებულნი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაუჩუკი“-დან