კაუჩუკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
 
==ნატურალური კაუჩუკი==
ნატურალური კაუჩუკი მცენარეული წარმოშობის პოლიმერია, რომლის [[ვულკანიზაცია|ვულკანიზაციით]] მიიღება რეზინი. მიეკუთვნება ელასტომერების ჯგუფს. ნატურალური კაუჩუკი არის კაუჩუკისშემცველი მცენარეების რძისებრ წვენში (ლატექსში). მას უმთავრესად ღებულობენ ბრაზილიური ჰევეის ლატექსისაგან.
 
ტერმინი „კაუჩუკი“ წარმოდგება სახელწოდებისაგან „კაუჩუ“, რომლითაც ბრაზილიის ინდიელები აღნიშნავდნენ ჰევეასაგან („კაუ“ — ხე, „უჩუ“ — დენა, ტირილი) მიღებულ პროდუქტს. ნატურალური კაუჩუკის სამრეწველო გამოყენება შესაძლებელი გახდა ვულკანიზაციის პროცესის აღმოჩენის შემდეგ (ჩ. გუდირი — აშშ, 1839; ტ. ჰენკოვი — ინგლისი, 1843).
 
საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ნატურალური კაუჩუკი იყოფა 8 საერტაშორისო ტიპად. ნატურალური კაუჩუკის ტიპს განსაზღვრავენ საწყისი ნედლეულითა და მიღების მეთოდებით, გარეგანი შემოწმებითა და ეტალონურ ნიმუშთან შედარებით.
ხაზი 14:
 
 
 
ნატურალური კაუჩუკს შეიცავს ზოგიერთი ტროპიკული მცენარე, უმთავრესად [[ბრაზილიური ჰევეა]]ს რძისებრი სითხე — [[ლატექსი]]. ლატექსი კოლოიდური ხსნარია, რომლის კოაგულაციით მიიღება ბუნებრივი კაუჩუკი. კაუჩუკი ნიშნავს „ხის ცრემლებს“. ნატურალური კაუჩუკის სამშობლოა [[ბრაზილია]].
 
კაუჩუკის უმნიშვნელოვანესი თვისებაა ელასტიურობა. მას ახასიათებს დრეკადი დეფორმაცია, აგრეთვე წყლისა და აირების შეუღწევადობა. ნატურალური კაუჩუკის მედეგობა ტემპერატურის მიმართ დაბალია - სიცხეში იგი წებვადია, სიცივეში კი — მყიფე. ევროპაში კაუჩუკის ნაწარმი (კალოშები, წყალგაუმტარი ტანსაცმელი) გავრცელდა XIX საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ეს ნაწარმი დამზადდა ნატურალური კაუჩუკისგან. იგი იყო მოუხერხებელი ზემოთ აღნიშნული თვისებების გამო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაუჩუკი“-დან