რუსეთის რევოლუცია (1905): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
1 თებერვალს იმპერატორი შეხვედა მუშათა მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელს და განუცხადა მათ, რომ პატიობს დანაშაულს. მისი ბრძანებით შეიქმნა შილდოვსკის კომისია, რომელსაც უნდა განეხილა მუშათა საჩივრები. 19 და 26 თებერვალს მუშები მონაწილეობდნენ ამ კომისიის წევრთა არჩევნებში. ეს იყო პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელიც რუსეთში გაიმართა. თებერვლის ბოლოს რუსეთში, კიევში, დაბრუნდა [[ლევ ტროცკი]]. თებერვლის ბოლოს მასობრივი გამოსვლები დაიწყო [[ორიოლი]]სა და [[ჩერნიგოვი]]ს პროვინციებში. დაპატიმრებულ იქნა [[მენშევიკები]]ს ცენტრალური კომიტეტის სრული შემადგენლობა.
 
გამოსვლების17 შედეგადოქტომბერს მიიღესგამოქვეყნდა [[ოქტომბრის მანიფესტი]], რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ მიიღო პირადი თავისუფლება, სიტყვის, აზრის, დემონსტრაციებისა და კავშირების შექმნის თავისუფლება. ჩამოყალიბდა პარლამენტი, რომელიც შედგებოდა სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმისაგან. გრაფ ვიტეს თავმჯდომარეობით შეიქმნა მინისტრთა საბჭო. შინაგან სამქეთა მინისტრად დანიშნულ იქნა ძველი რეჟიმის მხარდამჭერი დურნოვო. ოქტომბერსა და ნოემბერში [[ცენზურა|ცენზურის]] გარეშე გამოდიოდა წიგნები, გაზეთები და ჟურნალები, ეწყობოდა პოლიტიკური კრებები.
 
რევოლუცია განსაკუთრებით ძლიერი იყო ბალტიისპირეთში, სამხრეთ რუსეთში, კავკასიასა და ციმბირში. ამ კერებში რევოლუცია ჩახშობილ იქნა 1905 წლის დეკემბერსა და 1906 წლის იანვარში. 1906 წლის 20 თებერვალს განახლებულ იქნა სახელმწიფო საბჭო. საბჭოს მოწვევის წინ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა გორემკინი, შნაგან საქმეთა მინისტრად კი [[პეტრე სტოლიპინი]]. სათათბირო დათხოვნილ იქნა 1906 წლის 9 ივლისს. ის დაითხოვა სტოლიინმა, რომელიც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ იქნა დანიშნული გორემკინის მაგიერ. 1907 წლის 20 თებერვალს დაინიშნა ახალი სათათბიროს არჩევნები. პირველი დათხოვნილი სათათბიროს წევრებმა გამოქვეყნეს [[ვიბორგის მოწოდება]]. ისინი მოუწოდებდნენ გლეხებს, რომ არ გადაეხადათ გადასახადები და ჯარისკაცებს, რომ არ წასულიყვნენ ჯარში, სანამ სათათბირო არ შეიკრიბებოდა, მაგრამ ვიბორგის მოწოდება ჩავარდა. პირველ და მეორე სათათბიროებში უმრავლესობას შეადგენდნენ „კადეტები“.
 
რევოლუცია დასრულდა [[1907]] წლის [[16 ივნისი|3 (16) ივნისს]] ე. წ. [[ივნისის გადატრიალება (1907)|ტრეტეიუნის გადატრიალებით]]. შეიცვალა სახელმწიფო დუმის არჩევის წესი, რათა გაზრდილიყო მონარქიისადმი ლოიალურად განწყობილ დეპუტატთა რიცხვი. ხელისუფლება ადგილებზე ვერ ასრულებდა [[1905]] წლის რევოლუციის ძირითად თეზისებს. არ მოგვარებულა მოსახლეობის უმრავლესობისათვის საინტერესო აგრარული საკითხი.