ანრი III ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შემოწმების მიზნით 2 წიგნის დამატება (20210118)) #IABot (v2.0.8) (GreenC bot
No edit summary
ხაზი 48:
== ელისაბედი და ანრი ==
 
[[1570]] წელს დაიწყო კამათი იმის შესახებ, რომ ანრი დაენიშნათ ინგლისის დედოფალ [[ელისაბედ I]]-ზე . 37 წელს მიტანებული ელისაბედი აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო, რათა მემკვიდრე დარჩენოდა. მაგრამ ამ კამათიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ისტორიკოსების მოსაზრებით ელისაბედს განეზრახა მხოლოდ ესპანეთთან ჰქონოდა კავშირი. ამ ქორწინებას აფერხებდა ისიც, გარდა იმისა რომ ელისაბედსა და ანრის ჰქონდათ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები - ანრი იყო კათოლიკე (ფორმალურად მაინ), ელისაბედი კი პროტესტანტი - ანრის ჰქონდა საკუთარი მოსაზრება ელისაბედის შესახებ. მართალია უტაქტოდ, მაგრამ ანრი ინგლისის დედოფალს "putain„putain publique"publique“ (სახალხო მეძავი უწოდებდა) და მწარე რეპლიკებით კენწლავდა მასსა და ელისაბედს შორის დიდ ასაკობრივ სხვაობას. ხოლო მას შემდეგ რაც გაიგო (დაუზუსტებლად), რომ ელისაბედი კოჭლობდა ვარიკოზული ვენების გამო, ანრი მას მოიხსენიებდა, "მოხუცი„მოხუცი დაწყლულებული ფეხით"ფეხით“.
 
== პოლონეთი ==
ხაზი 54:
[[ფაილი:Anna Jagiellonka król.jpg|thumb|left|upright|[[ანა იაგელონი]] 1576 წელს. ის [[თავისუფალი არჩევნები|აირჩიეს]] [[პოლონეთის მეფე]]დ, მას შემდეგ რაც ანრი გაიქცა პოლონეთიდან.]]
[[1572]] წელს გარდაიცვალა [[პოლონეთი]]ს მეფე [[სიგიზმუნდ II ავგუსტი]]. მეფის და [[ანა იაგელონი|ანა იაგელონმა]], რომელიც იყო ტახტის ერთადერთი მემკვიდრე დაარწმუნა პოლონეთის სეიმი პოლონეთის მეფედ აერჩიათ ანრი ვალუა.
[[1573]] წელს ანრი აირჩიეს [[რეჩ-პოსპოლიტა]]ს მეფედ ჰენრიკ ვალეზის სახელით. ანრი იმავდროულად ლიტვის დიდ მთავრის ტიტულის მფლობელი გახდა და ამ ტიტულს ატარებდა პოლონეთის მეფედ ყოფნის დროს. [[თავისუფალი არჩევნები]]ს პირობების მიხედვით ხელი უნდა მოეწერა [[პაქტა კონვენტა]]სა და [[მეფე ანრის წერილები]]სთვის, რომელიც ავალდებულებდა მას, დაეცვა რელიგიური ტოლერანტობა რეჩ-პოსპოლიტას საზღვრებში. ანრი შეეცადა შეწინააღმდეგებოდა მონარქის ძალაუფლების შეზღუდვას [["ოქროს თავიუფლება"|"ოქროს თავისუფლების"]] მიხედვით. [[მთავარი სეიმი|პოლონეთ-ლიტვის პარლამენტი]] ანრის შეეწინააღმდეგა. მას შეეძლო დაქორწინებულიყო ანა იაგელონზე მეტი ლეგიტიმურობისთვის, თუმცა პოლონეთის მეფედ არჩევიდან სამი თვის შემდეგ ანრის ძმა საფრანგეთის მეფე შარლ IX გარდაიცვალა. ანრიმ პოლონეთი მალულად დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა,სადაც ის მეფედ აკურთხეს [[1575]] წლის 13 თებერვალს რეიმსის ტაძარში.
 
=== პოლონური გავლენა ===
ხაზი 60:
ანრი III-ის ხანმოკლე მეფობა პოლონეთში ხასიათდება ორი ცივილიზაციის, პოლონურისა და ფრანგული კულტურების შეჯახებით. ახალგაზრდა მეფეს და მისი მხლებლებს აოცებდათ ზოგიერთი პოლონური ტრადიცია და იმედგაცრუებული იყვნენ ქვეყნის სოფლური სიღატაკითა და მკაცრი კლიმატით. პოლონელებს კი აინტერესებდათ ის, რომ ყველა ფრანგი ისეთივე დანაღვლიანებული გარეგნობის იყო როგორც მათი ახალი მეფე.
 
თუმცა, უნდა ითქვას, რომ პოლონურმა კულტურამ კეთილისმყოფელი გავლენა იქონია საფრანგეთზე. [[ვაველის სასახლე]]ში ფრანგები გაეცნენ სეფსისური საშუალებების ახალ მეთოდებს, რომელთა მიხედვით სიბინძურე (ექსკრემენტები) ხვდებოდა სასახლის კედლებს გარეთ. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ანრიმ გასცა ბრძანება ლუვრსა და სხვა სასახლეებში აეშენებინათ მსგავსი საშუალებები. სხვა მიღწევები, რომლებსაც გაეცვნენ ფრანგები პოლონეთში ყოფნის დროს იყო თუ როგორ ერეგულირებინათ ცხელი და ცივი წყალი აბაზანაში და ჩანგალი.
 
== საფრანგეთში დაბრუნება ==
=== ქორწინება ===
მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ანრი დაქორწინდა [[ლუიზა დე ლორენ-ვემონტი|ლუიზა დე ლორენ-ვემონტზე]] ( [[1575]], 14 თებერვალი) და ის ელოდა მემკვიდრეს, მათ ბავშვი არ შეეძინათ.
[[ფაილი:Henri III 1577.jpg|thumb|left|ანრი III-ის მონეტა, 1577.]]
[[1576]] წელს ანრიმ ხელი მოაწერა ბეაულიეუს ედიქტს, რომელმაც ჰუგენოტები უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა. მეფის ამ ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ კათოლიკე [[ანრი I გიზის ჰერცოგი]]ს ინიციატივით ჩამოყალიბდა [[კათოლიკეთა ლიგა]]. ამგვარი მდგომარეობისა და ქმედებების ფონზე ანრი იძულებული გახდა გაეუქმებინა დათმობათა უმეტესობა, რომელსაც ითვალისწინებდა აღნიშნული ედიქტი პროტესტანტების მიმართ.
ხაზი 81:
 
=== დაკრძალვა ===
ანრი III-ის სხეული დაკრძალეს კომპიენში, სენ-კორნილის სააბატოში. ომის დამთავრების შემდეგაც მისი საფლავი კვლავ კომპიენში დარჩა. საფრანგეთის ახალმა მეფემ ანრი IV-მ თავისი წინამორბედის ცხედარი გადაასვენა საფრანგეთის მეფეთა საძვალეში - სენ-დენის ბაზილიკაში.
 
== წინაპრები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანრი_III_ვალუა“-დან