თავისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
109.52.72.148-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Addbot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ხაზი 1:
'''თავისუფლება''' შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს:
თავისუფლება — არის შესაძლებლობა, გააკეთო ისე, როგორც გსურს.[1] გარკვეულწილად, იგი არის სიტყვის თავისუფლების სინონიმი. თანამედროვე პოლიტიკაში თავისუფლება მიჩნეულია, როგორც საზოგადოებაში კონტროლისა ან რეპრესიული შეზღუდვების გარეშე ცხოვრება - შეზღუდვების, რომლებიც ხელისუფლებამ დაადგინა ცხოვრების წესზე, ქცევასა და პოლიტიკურ შეხედულებებზე.[2][3][4] ფილოსოფიაში თავისუფლება მოიცავს თავისუფალ ნებას, რასაც ეწინააღმდეგება დეტერმინიზმი.[5] რელიგიური გაგებით, თავისუფალი ნება გათავისუფლებულია ცოდვისგან, სულიერი მონობისა და ამქვეყნიური კავშირებისგან.[6] ქართულ ენაში თავისუფლების ორი გაგება არსებობს, ერთი მათგანი პიროვნულ თავისუფლებას, თავისუფალ ნებას გამოხატავს, ხოლო მეორე უფრო ფართო გაგებისაა და ზოგადადამიანურ თავისუფლებას გულისხმობს. პიროვნული თავისუფლება გულისხმობს თვითნებური შეზღუდვების არარსებობას, საზოგადოების ყველა წევრის უფლებების გათვალისწინებით. ამ გაგებით, თავისუფლების ექვემდებარება შესაძლებლობებს და შეზღუდულია სხვისი უფლებებით.[7] ამრიგად, პიროვნული თავისუფლება გულისხმობს თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებას კანონის უზენაესობის შესაბამისად, სხვისი თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. თავისუფლების ზოგადი გაგება უფრო ფართოა იმით, რომ იგი საკუთარ თავში მოიცავს თავშეკავების არსებობას და სურვილების ასრულების შეუზღუდავ შესაძლებლობასაც. მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მკვლელობის შესაძლებლობა, მაგრამ არ ჰქონდეს მკვლელობის თავისუფლება, რადგან ეს უკანასკნელი მაგალითი ართმევს სხვებს უფლებას, იყვნენ დაცული და უსაფრთხოდ. თავისუფლების კანონის ფარგლებში გათვალისწინებული შეზღუდვა ხშირად გამოიყენება, როგორც სასჯელის ფორმა. ბევრ ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთა შეიძლება, თუ ისინი პირი სისხლის სამართლის დამნაშავე ან ნასამართლევია. სიტყვა „თავისუფლება“ ხშირად გამოიყენება ლოზუნგებში, როგორიცაა „სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“[8] ან „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.[9] თავისუფლების ინგლისურენოვანი ერთ-ერთი შესატყვისი „Liberty“ სათავეს იღებს ლათინური სიტყვისგან „Libertas“, რომელიც მომდინარეობს თავისუფლების არქაული რომაული ქალღმერთის ლიბერტასის სახელიდან.
 
* [[თავისუფლება (ფილოსოფია)|თავისუფლება]] — ფილოსოფიური კატეგორია
* [[თავისუფლება (პოლიტიკა)|თავისუფლება]] — პოლიტიკური ცნება
* [[თავისუფლება (ჰიმნი)|თავისუფლება]] — საქართველოს ჰიმნი
* [[თავისუფლება (სოხუმის მუნიციპალიტეტი)|თავისუფლება]] — სოფელი [[სოხუმის მუნიციპალიტეტი|სოხუმის მუნიციპალიტეტში]]
* [[თავისუფლება (პარტია)]] — პოლიტიკური პარტია [[საქართველო]]ში
* [[თავისუფლება (რადიო)|თავისუფლება]] — ქართულენოვანი რადიო
 
{{მრავალმნიშვნელოვანი}}
თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება) 1886 წელს საფრანგეთმა უბოძა აშშ-ს, როგორც თავისუფლების მხატვრული განსახიერება
საგულისხმოა ის პრინციპები, რომელზედაც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. აღნიშნულ პრინციპებს თავისუფლებებს უწოდებენ. ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ხშირად სახელმწიფოს როლით განასხვავებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უფლებებს ხშირად პოზიტიურ უფლებებს უწოდებენ, რაც გულისხმობს ხელისუფლების აქტიურ მოვალეობებს თითოეული ადამიანის მიმართ. მაგალითად, განათლების მიღების უფლება ხელისუფლებას აკისრებს იმ სკოლების შექმნის ვალდებულებას, რომლებშიც ყველა ბავშვს შეეძლება სწავლა. თავისუფლებებს კი ზოგჯერ ნეგატიურ უფლებებს უწოდებენ - რაც გულისხმობს ხელისუფლებისთვის ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩარევის შესაძლებლობის აკრძალვას. მაგალითად, სიტყვის, ან სინდისის თავისუფლება კრძალავს ხელისუფლების ჩარევას ადამიანისთვის ასეთ სასიცოცხლო საკითხებში ჩარევას. სხვა სიტყვებით, თუ კი ადამიანს აქვს რაიმეს უფლება, ხელისუფლება ვალდებულია, რაღაც გამიკეთოს, ხოლო თუ მე მეკუთვნის რომელიმე თავისუფლება, სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს რაიმე ქმედებისგან.[10]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავისუფლება“-დან