კოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

4 476 ბაიტი დაემატა ,  1 წლის წინ
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
[[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს „საქართველოს გეოგრაფიის აღწერის“ მიხედვით, კოლა, რომელიც მდებარეობდა მდინარე მტკვრის სათავეში ერთის მხრივ საზღვრავდა არსიანის ქედის ნაწილი ცნობილი ყალნუს მთის სახელით, მეორე მხრივ ყარსის ქედი, ხოლო ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე არტაანი. ვახუშტის რუკაზე ამ უკანასკნელთან საზღვარი იწყება ყალნუს ქედის იმ მონაკვეთზე რომელსაც ებჯინება ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე არტანუჯი. ასევე ვახუშტი დასძენს რომ საზღვარი არტაანსა და ოლას შორის მათ შორის არსებულ მთებზე გადის, რომელიც ჯინჭრობის ზემოთ მდებარეობდა.
 
{{ციტატა|ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით, მტკურის კიდის დასავლეთით, არს მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლას, და უწოდებენ კოლის ფაშას. ამ კოლას ზეით, მტკურის კიდეზედ, დადეშს, არს ეკლესიადიდ-შუენიერ გუმბათიან-შენი, და აწ უჴმობენ დორთქილისიას. იჯდა ეპისკოპოზი სრულიად კოლისა, და აწ უქმი არს. ხოლო მტკურის სათავეს ზეით, ყალნუს მთის ძირზე, არს ციხე შენი ქუმურლუსი, მაგარი და შეუალი (ვგონებ ბეჭის ციხედ). აწ ცალიერ არს. ამას ზედა გარდავალს გზა ბანას და ფანასკერტს. არამედ კოლის ადგილებთა შინა მოერთვიან მტკუარს მდინარენი ყარსისა და ყალნუს მთიდამ, და მათ ზედა შენ არიან დაბნები. და მზღვრის კოლას: აღმოსავლით მთა ყარსისა, რომელი მდებარებს ყალნუს მთიდამ ნიალის ყურის მთამდე, დასავლეთს-სამჴრეთს შუადამ აღმოსავლეთ-ჩდილოს შორის. და არს მთა ესე მცირეტყიანი, და არს ბალახ-შამბ-ყუავილოვანი, წყაროიანნადირიანი, გარდავლენან მას ზედა გზანი ყარსის ადგილებთა შინა; დასავლით მზღვრის კოლას არსიანის მთა, და აწ ყალნუდ წოდებული, რომელსა ზედა გარდავლენან გზანი ბანას, არტანუჯსა შინა; და არს მთა ესე მაღალი და მცირეტყიანი, წყაროიან-ბალახ-შამბშროშნიანი და ზაფხულის ფრიად შუენიერი; ჩდილოთ მზღვრის კოლას არტან-კოლას შორისი მცირე მთა. <br />და არს ადგილნი კოლისანი მოსავლით, პირუტყჳთ და ჰავით, ვ{ითარც}ა ჯავახეთი, და კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე, არამედ აწ უმეტესნი მოჰმადიანნი. ხოლო იყო პირველ ჯავახეთი, არტანი და კოლა ერთი საერისთო და შემდგომად იქმნა ორ საერისთოდ ბაგრატიონობასა შინა - წუნისად და არტანისად. და აწ ზის ჯავახეთს ნიჯგორს მჯდომი ფაშა და კოლას ფაშავე, გარნა მორჩილებასა შინა ახალციხის ფაშისასა, და ესენი არიან აღწერანი მტკურის შემდინარის მდინარეთა და ქუეყანათა, რომელთაცა ძუელად ეწოდებოდა ზემო ქართლად, ამისთჳს მტკუარი ვინაჲთგან ქართლს მიმდინარე არს, შესავალ-გამოსავალი ამ ორთა ქუეყანათა დაუბრკოლებელი აქუსთ.}}
 
==ისტორია==