ჰერეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
 
== სახელმწიფოს სახელწოდება ==
IX-X საუკუნეებში [[კახეთის სამთავრო|კახეთის სამთავროს]] მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის აგრეთვე მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“, „ალბანეთი“. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ-ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც იწოდებოდნენ, ამიტომაც „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია. ქართულ წყაროებში ეს სახელმწიფო ხან „ჰერეთად“ იწოდება და ხანაც „რანად“, ამასთანავე ქართული „ჰერეთის სამეფო“ არაბული წყაროების „შაქის სამეფოსა“ და სომხური და ბიზანტიური წყაროების „ალვანთა სამეფოს“ იდენტურიცაა. ამ სამეფოს სახელწოდება ქართველებმა თავიანთი უახლოესი მეზობლის, ძველი ალბანეთის ერთ-ერთი ტომის, ჰერებისაგან აწარმოეს, არაბებმა სახელმწიფოს დედაქალაქის — შაქისაგან, სომხები და ბიზანტიელები მას ალბანეთს უწოდებდნენ, რადგან ის ყოფილი ალბანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ქართულში ტერმინი „ალბანეთი“ ვერ დამკვიდრდა. ის რამდენიმეჯერ გვხვდება სომხურიდან ნათარგმნ წერილობით წყაროებში, სადაც, როგორც ჩანს, ის სომხურიდან მექანიკურადაა გადმოღებული. ალვანეთის შესატყვისად IX-XI საუკუნეების ქართულ (როგორც ორიგინალურ, ისე სომხურიდან ნათარგმნ) წყაროებში გვხვდება „ჰერეთი“. [[IX საუკუნე|IX]]-[[X საუკუნე|X]] საუკუნეებში ჰერეთი და ალვანეთი რეალურადაც ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ალვანეთი, რომელიც [[I საუკუნე|I]]-[[V საუკუნე|V]] საუკუნეებში ვრცელდებოდა [[იბერიის სამეფო|იბერიიდან]] [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვამდე]]მდე, [[სასანიანები|სასანიანთა]] და არაბთა ბატონობის შედეგად, ტერიტორიულად შემცირდა და თავისი არსებობის ამ ბოლო ხანაში ჰერეთის ფარგლებში მოექცა. ამდენად ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, ფაქტობრივად, ალვანეთის აღსანიშნავად სხვა ტერმინი არ იციან გარდა ჰერეთისა, რაც გვაძლევს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ „ჰერეთს“ არა მარტო IX-X სს-ში, არამედ თავიდანვე ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: ვიწრო — საკუთრივ ჰერეთისა და ფართო — მთლიანად ალვანეთისა.
 
== შიდაპოლიტიკური ვითარება ==
ჰამამის გარდაცვალების შემდეგ ჰერეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი ადარნასე. ქართული წყაროების მიხედვით („[[მატიანე ქართლისაჲ]]“, [[ვახუშტი ბატონიშვილი]]) [[ადარნასე პატრიკი]]. მის დროს დაახლოებით 915, კახეთის [[ქორეპისკოპოსი|ქორეპისკოპოსმა]] [[კვირიკე I|კვირიკე I-მა]]-მა (892—918) აფხაზთა მეფე [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-თან]] ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: [[არიში]] (ახლანდელი მთისძირი), [[გავაზი]] (ახლანდელი ახალსოფელი), [[ორჭობი]]. რამდენიმე ხნის შემდეგ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული ტერიტორიათა დაიბრუნა. ადარნასე პატრიკის შემდეგ ჰერეთის მეფე იყო მისი ძე [[იშხანიკი]] (დაახლოებით 943—X საუკუნის 60-იანი წლები). მასთან ერთად ჰერეთს მართავდა დედამისი — [[დინარ დედოფალი]] ([[ტაო-კლარჯეთი]]ს ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი, [[ადარნასე II|ადარნასე II-ის]] ასული და ცნობილი [[გურგენ IV]] დიდის, ერისთავთერისთავის, მაგისტროსის და).
 
ჰამამის გარდაცვალების შემდეგ ჰერეთის სამეფო ტახტზე ადის მისი შვილი ადარნასე. ქართული წყაროების მიხედვით („[[მატიანე ქართლისაჲ]]“, [[ვახუშტი ბატონიშვილი]]) [[ადარნასე პატრიკი]]. მის დროს დაახლოებით 915, კახეთის [[ქორეპისკოპოსი|ქორეპისკოპოსმა]] [[კვირიკე I|კვირიკე I-მა]] (892—918) აფხაზთა მეფე [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III-თან]] ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტები: [[არიში]] (ახლანდელი მთისძირი), [[გავაზი]] (ახლანდელი ახალსოფელი), [[ორჭობი]]. რამდენიმე ხნის შემდეგ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის გართულებით და დაკარგული ტერიტორიათა დაიბრუნა. ადარნასე პატრიკის შემდეგ ჰერეთის მეფე იყო მისი ძე [[იშხანიკი]] (დაახლოებით 943—X საუკუნის 60-იანი წლები). მასთან ერთად ჰერეთს მართავდა დედამისი — [[დინარ დედოფალი]] ([[ტაო-კლარჯეთი]]ს ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი, [[ადარნასე II|ადარნასე II-ის]] ასული და ცნობილი [[გურგენ IV]] დიდის, ერისთავთერისთავის, მაგისტროსის და).
 
[[იბნ ჰაუკალი]]ს თხზულების მიხედვით, იშხანიკის მეფობის დროს ჰერეთი დეილამის მთავრობის — სალარიდების სახელმწიფოს ვასალი იყო. X საუკუნის 50-იან წლებში იშხანიკმა ისარგებლა სალარიდების სახელმწიფოში შინაფეოდალური ომებით და ხარკის მიცემა შეწყვიტა. ქართული წყაროების მიხედვით, იშხანიკისა და დინარ დედოფლის მმართველოს ხანაში ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა და აღიარა ქალკედონული მრწამსი. ამ დიდმნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული აქტით განხორციელდა ჰერთა საბოლოო გაერთიანება ერთიან ქართულ (მცხეთის) ეკლესიასთან.
Line 58 ⟶ 57:
XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს მეფე [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]] და კახთა ქორეპისკოპოსი [[დავით (ქორეპისკოპოსი)|დავითი]] ([[976]]—[[1010]]) იბრძვიან ჰერეთის დასაპყრობად. XI საუკუნის ოციან წლებში კახეთის მეფე [[კვირიკე III]] (1010—1037) დიდმა დაიპყრო ჰერეთი სამეფო რითაც დასრულდა კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური შერწყმის პროცესი. ამიერიდან ჰერეთის სამეფომ შეწყვიტა დამოუკიდებელი არსებობა და მოექცა ახლად შექმნილი პოლიტიკური ერთეულის — „რანთა და კახთა“ სამეფოს შემადგენლობაში.
 
XII საუკუნის დასაწყისში ჰერეთი კახეთის სამეფოსთან ერთად გახდა გაერთიანებული საქართველოს ორგანული და განუყოფელი ნაწილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. IX-X საუკუნეებში ჰერეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიური ძლიერება და მაღალი კულტურა დასტურდება ისტორიულ [[ჰერეთი]]ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით. შემონახულია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლები: [[ყუმის ბაზილიკა]] (VIII ს.), [[ლექეთი]]ს ტეტრანკონქი (VIII-IX სს.), გურჯაანის ([[კახთუბანი|კახთუბნის]]) „ყველაწმინდა“ (VIII-IX სს.), [[ხირსა|ხირსის]] „სტეფანწმინდა“ (IX ს.), [[ოზაანი|ოზანიანის]] „ამაღლება“ (IX ს.) და მრავალი სხვა.
IX-X საუკუნეებში ჰერეთის სამეფოს პოლიტიკურ-ეკონომიური ძლიერება და მაღალი კულტურა დასტურდება ისტორიულ [[ჰერეთი]]ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების სიმრავლით. შემონახულია შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლები: [[ყუმი]]ს ბაზილიკა (VIII ს.), [[ლექეთი]]ს ტეტრანკონქი (VIII-IX სს.), გურჯაანის ([[კახთუბანი|კახთუბნის]]) „ყველაწმინდა“ (VIII-IX სს.), [[ხირსა|ხირსის]] „სტეფანწმინდა“ (IX ს.), [[ოზაანი|ოზანიანის]] „ამაღლება“ (IX ს.) და მრავალი სხვა.
 
== ეკონომიკური მდგომარეობა ==
ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, არაბთა და ბიზანტიელთა ბატონობის პირობებში, ჰერეთის ეკონომიკა შეფერხებით, მაგრამ მაინც წინსვლის გზით ვითარდებოდა. დამპყრობლებმა, განსაკუთრებით არაბებმა, მართალია შეაფერხეს, მაგრამ ვერ შეაჩერეს ქვეყნის სამეურნეო განვითარება. შუა საუკუნეებში ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებას, რასაც თან ახლდა მიწის ახალი ფართობების ათვისება, ხელს უწობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების, ბარში — მებაღეობა-მევენახეობის, სახნავი მიწათმოქმედების, მთის ზოლში — ძირითადად, მესაქონლეობის განვითარებას. იორ-ალაზნის აუზის ბარი საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთი რაიონი იყო. მეურნეობის ინტენსიური დარგების, განსაკუთრებით მევენახეობა-მებაღეობის განვითარებისათვის, საქალაქო ცხოვრების აღმავლობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სარწყავი სისტემის არსებობას, რომელთა ნაშთებიც მრავლადაა შემორჩენილი ჰერეთში. მთის ზონა მდიდარი იყო ალპური საძოვრებით, რაც ხელს უწყობდა მეცხვარეობის, მეცხენეობის, მსხვილფეხა რქოსანი მესაქონლეობის განვითარებას. ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, ერთ-ერთი რეგიონის, [[კამბეჩოვანი|კამბეჩოვანის]] (ქიზიყის) სახელწოდება, კამეჩიდან წარმოდგა. თუ ეს ვარაუდი სწორია, ის მიუთითებს ამ რეგიონში კამეჩის გავრცელებაზე უძველესი დროიდან, რადგან უკვე [[სტრაბონი]] (ძვ. და ახალი წელთაღრიცხვათა მიჯნა) ამ მხარეს კამბისენეს უწოდებს. სოფლის მეურნეობის დარგების აღმავლობა ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხელოსნობის დარგების განვითარებას. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ადასტურებს კერამიკული და მინის საწარმოების არსებობას, მექვევრეობას, სახნავ-სათიბი, სამკალი იარაღის მჭედლობის არსებობას, მოპოვებულია ვაზის სასხლავი დანა და რკინის სხვა იარაღები.
 
ჰერეთზე გადიოდა საქართველოს ამიერკავკასიაში უზენაესი არაბი მოხელის რეზიდენციასთან დამაკავშირებელი გზა, რაც ხელს უწყობდა ამ მხარის განვითარებას. ჰერეთის სამეფოს საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სახალიფოსთან, რასაც ჰერეთში აღმოჩენილი იმდროინდელი მრავალრიცხოვანი არაბული მონეტები მოწმობენ. ჰერეთის სამეფო არაბთა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში მონაწილეობდა და საკუთარი სახელოსნო თუ სასოფლო-სამეურნეო საქონელიც გაჰქონდა.
Line 81 ⟶ 79:
|-----
| [[საჰლი (ჰერეთის მთავარი)|საჰლ იბნ სუნბატ ალ-არმანი]]|| align="center" |815–854; 822-დან.
| შაქი-ჰერეთის მთავარი;
„''რანის ერისმთავარი''“
|-----
Line 115 ⟶ 113:
{{ქსე|11|629|პაპუაშვილი თ.}}
* პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970;
* მისივე, რანთა და კახთა სამეფო (VII-XI სს.), თბ., 1982;
* მ. ლორთქიფანიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი., საქართველოს ისტორია, ტ. 2 — საქართველო IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე, 2012 წელი.
 
Line 125 ⟶ 123:
 
{{ისტორიული ქართული სახელმწიფოები}}
 
[[კატეგორია:ჰერეთის სამეფო|*]]
[[კატეგორია:საქართველოს სამეფო-სამთავროები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერეთის_სამეფო“-დან