რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
== რუსეთ-ოსმალეთის ომი და საქართველო ==
 
ამ ომში რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოვიდნენ ქართ-კახეთის მეფე [[ერეკლე II]] და იმერეთის მეფე [[სოლომონ I]]. რუსეთის სამეფოს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით ერეკლეს 30 ათასი, სოლომონს კი 20 ათასი კაცის გამოყვანა შეეძლოთ, რაც ოსმალეთის დიდ ძალებს კავკასიაში დააბამდა, შესაბამისად, რუსეთი ცდილობდა, ქართველი მეფეები ომში ჩაერთო ისე, რო თავად დიდი მსხვერპლი არ გაეღო. 1769 წელს საქართველოში რუსეთის მთავრობამ საექსპედიციო რაზმი გამოგზავნა [[გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი|გრაფი ტოტლებენი]]ს მეთაურობით. ტოტლბენეს ჰყავდა 500 კაცი 4 ზარბაზნით. ამ მცირე რაზმით ქართველი მეფეები დიდ სამხედრო ოპერაციებს მოერიდნენ. 1770 წლის გაზაფხულისთვის რუსეთის 3767 ჯარისკაცი და 12 ზარბაზანი ჩავიდა საქართველოში. ამის შემდეგაც ტოტლებენის უტაქტო საქციელის და ქართველი მეფეების შეურაცხყოფის გამო ვერ საქმე წინ ვერ წავიდა, ტოტლებენის თვითნებურმა მოქმედებამ ქართველ მეფეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მას თან ერთვოდა უთანხმოება სოლომონ I-სა და ერეკლე II-ს შორის. სოლომონს, გარდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლისა, რუსეთის ჯარის გამოყენება სურდა [[ოდიშის სამთავრო|ოდიშისა]] და [[გურიის სამთავრო|გურიის]] სამთავროების დასამორჩილებლად. 1770 წლის აპრილში ერეკლე II და ტოტლებენი შეთანხმდნენ [[ახალციხის საფაშო]]სკენ გალაშქრებაზე და გაერთიანებული ჯარით ახალციხისკენ დაიძრნენ. ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე II [[აწყურის ციხე]]სთან და სურამში დაბრუნდა. მარტო დარჩენილმა ერეკლემ [[ასპინძის ბრძოლა]]ში, სასტიკად დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჯარის სიმცირის გამო იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ტოტლებენს და ერეკლე II-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ტოტლებენმა დაიკავა დუშეთი, ანანური, გორი და ცხინვალი და დაიწყო ხალხის დაფიცება რუსეთის მეფის ერთგულებაზე, ის აპირებდა ერეკლე II-ის ტახტიდან ჩამოგდებას და დაპატიმრებას. თავის მხრივ, ერეკლე II-ც დაიძრა მის დასაპატიმრებლად. ტოტლებენი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო.
 
იმერეთში ტოტლებენმა და სოლომონ I-მა ბაღდათის და ქუთაისის ციხეებიდან განდევნეს ოსმალები. 1770 წლის ოქტომბერში კი გაილაშქრეს [[ფოთი]]ს ციხეზე, სადაც მათ შეუერთდათ [[კაცია II დადიანი]]. ფოთზე შეტევა წარუმატებლად დასრულდა. 1771 წლის იანვარში ტოტლებენის ნაცვლად რუსეთის ჯარის უფროსად გენერალი სუხოტინი დაინიშნა. 1772 წელს რუსეთის ჯარი გაწვეულ იქნა საქართველოდან.