ფილიპე ლორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ფილიპე ლორია''' (დ.[[19 აგვისტო]], [[1878]], [[ნოღა (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)|ნოღა]], [[ქუთაისის მაზრა]] — გ.[[17 ნოემბერი]], [[1962]], [[პრაღა]], [[ჩეხეთი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი. [[საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები|საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი]].
 
==ბიოგრაფია==
ფილიპე ლორია დაიფადა სოფელ [[ნოღა (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)|ნოღაში]]ში. დაამთავრა ამავე სოფლის სამრეწველო სკოლა.
 
1903 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ტფილისის თვითმმართველობაში, სადაც იმასახურა რამდენიმე წლის განმავლობაში და გაეცნო ტფილისის ტრამვაის მუშა-მოსამსახურეთა ყოფას და პრობლემებს; აქვე ჩაერთო მუშათა მოძრაობაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1905 წელს, როცა ტრამვაის დაწესებულება ქალაქის მმართველობამ იჯარით გასცა, სამსახურიდან დაითხოვეს. 1913 წლის აგვისტოს ბოლოს, ტფილისის ტრამვაის სამსახურში ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნებით გაფიცვის ორგანიზებისათვის სხვა ამხანაგებთან ერთად დააპატიმრეს. მეორედ 1914 წლის 25 ივლისს დააპატიმრეს ისევ გაფიცვის ორგანიზებისათვის; ოქტომბრის ბოლომდე მეტეხის ციხეში იჯდა, შემდეგ გადაასახლეს [[რუსეთი|რუსეთში]], [[სარატოვის გუბერნია]]ში, ქალაქ ცარიცინში, ტფილისში "სამხედრო წესების" მოხსნამდე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასკომის წევრად, ტრამვაის საავადმყოფოს გამგეობის წევრად, პროფკავშირების გამგეობის წევრად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს მუშაობდა ტფილისის ტრამვაის სადგურის უფროსის თანაშემწედ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა და შრომის კომისიების წევრი. 1919 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ჩეხეთში.
 
გარდაიცვალაა [[17 ნოემბერი|17 ნოემბერს]], [[1962]] წელს, დაკრძალულია [[პრაღა]]ში.