პორტალი:ახალი ამბები/2010 ნოემბერი 28: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{პორტალი:ახალი ამბები/დამთარიღებელი|2010|11|28}}
<!-- ყველანარი ტექსტი ახალი ამბებისა ამ ხაზს ქვემოთ -->
*წუხელ [[თბილისი|თბილისში]] მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. [[შინაგან საქმეთა სამინისტრო]]ს ცნობით, პირველი აფეთქება მოხდა 01:30 საათზე [[ჯავახიშვილი]]ს ქუჩის ნომერ 88 კორპუსთან, რის შედეგადაც 65 წლის ქალი დაიღუპა. ის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლში ცხოვრობდა. ამავე აფეთქების გამო ერთი ადამიანი დაშავდა. აფეთქებამ მიმდებარე შენობების ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. გარშემო მდებარე სხვა შენობებთან ერთად დაზიანდა ლეიბორისტული პარტიის ოფისი. პირველი აფეთქებიდან დაახლოებით საათნახევარში, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა [[მუხიანი (თბილისი)|მუხიანში]], სუპერმარკეტის წინ. შინაგან საქმეთა სამინსტროს ცნობით, აფეთქებების გამო მიმდინარეობს გამოძიება. ([http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/20101128/1001/1001.html?id=2232854 რადიო თავისუფლება])
*[[პაკისტანი]]ს ქალაქ [[კარაჩი]]ში მომხდარ ავიაკატასტროფას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკომპანია „'''Sunway'''“-ს სატვირთო თვითმფრინავმა „'''ილ-76'''“-მა წუხელ განიცადა ავარია, რომლის შედეგადაც ეკიპაჟის 8 წევრი და სამი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპნენ. თვითმფრინავი, რომელიც [[ხართუმი|ხართუმში]] მიემართებოდა, აფრენიდან ორი წუთის შემდეგ ჩამოვარდა საცხოვრებელ რაიონში. მძლავრი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მიმდებარე ოცამდე სახლი. ავიაკომპანიის შესახებ სხვადასხვა ცნობა ვრცელდება, ზოგი ცნობით, ის [[საქართველო]]შია რეგისტრირებული. ზოგი სააგენტოს თანახმად კი, „Sunway“ [[რუსეთი]]ს კომპანიაა. ([http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-news/20101128/1001/1001.html?id=2232941 რადიო თავისუფლება])
<!-- ყველანარი ტექსტი ახალი ამბებისა, ამ ხაზს ზემოთ! -->|}<noinclude></noinclude>