ეი-იჩი ნეგისი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეი-იჩი ნეგისი''' {{nihongo|根岸 英一|Negishi Eiichi}} (დ. 14 ივლისი, 1935, ჩანჩუნი, მ...
(განსხვავება არ არის)

18:18, 12 ივნისი 2021-ის ვერსია

ეი-იჩი ნეგისი 根岸 英一 (იაპონ. Negishi Eiichi?) (დ. 14 ივლისი, 1935, ჩანჩუნი, მანჯოუ-გო, ახლანდ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, — გ. 6 ივნისი, 2021, ინდიანაპოლისი, აშშ) — იაპონელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (აკირა სუძუკისთან და რიჩარდ ფ. ჰეკთან ერთად, 2010).

ეი-იჩი ნეგისი დაიბადა მანჯოუ-გოს ტერიტორიაზე. 1958 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, 1963 წელს კი — პენსილვანიის უნივერსიტეტი ფილადელფიაში (აშშ), სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი. 1958-1966 წლებში, ხანგამოშვებით, მუშაობდა იაპონური ქიმიური კომპანიის, „ტეიძინის“ ლაბორატორიაში, როგორც მეცნიერი-ქიმიკოსი. 1966 წლიდან მუშაობდა აშშ-ში, პურდუის უნივერსიტეტის (ვესტ-ლაფაიეტი, ინდიანა), 1972-1979 წლებში კი იყო სირაკუზის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, შემდეგ — ასოცირებული პროფესორი. 1979 წელს პროფესორად დაბრუნდა პურდუის უნივერსიტეტში.

1977 წელს ეი-იჩი ნეგისიმ განავითარა ამერიკელი ქიმიკოსის, რიჩარდ ჰეკის მიერ შექმნილი ორგანული რეაქციების კატალიზის მეთოდი პალადიუმით. მის მიერ მოდიფიცირებული მეთოდი პალადიუმის ატომზე ნახშირბადის ატომის გადატანას თუთიის ატომის მეშვეობით ახდენდა (ნეგისის რეაქცია). ამ რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარმაცევტულ მრეწველობაში. 2010 წელს რიჩარდ ჰეკთან და იაპონელ აკირა სუძუკისთან ერთად ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ნეგისი გარდაიცვალა 2021 წელს, 85 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Ei-ichi Negishi, one of 2 Nobel Prize winners from Purdue University, dies. Purdue University.