ტყიბულის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა საქართველოსადმინისტრაციული რაიონებიერთეული
|სახელი = ტყიბულის მუნიციპალიტეტი
|მხარის რუკასურათი = IM-tkibuli-ka.svg
|სახელი სხვა ენაზე =
|ქვეყანა = საქართველო
|გერბი = Tyibulis gerbi.jpg
|რეგიონის ტიპი = მხარე
|დროშა = Flag of Tkibuli Municipality.svg
|მხარის რუკა = IM-tkibuli-ka.svg
|ადმინისტრაციული ცენტრი = [[ტყიბული]]
|რეგიონი = იმერეთის მხარე
|მმართველის ტიპი = გამგებელი
|დეპუტატი პარლამენტში = [[ელისო ჩაფიძე]] {{Tooltip|{{ფერის დაფა|blue}}|ქართული ოცნება}}
|გამგებელიმმართველი = რობიზონ გვენეტაძე {{Tooltip|{{ფერის დაფა|blue}}|ქართული ოცნება}}
|მოსახლეობა წელი = {{კლება}} 20 839 (2014)
|ფართობი = 478,2 კმ²
|სიმჭიდროვე = 43,558
|მოსახლეობის რაოდენობა = {{კლება}} 20 839 კაცი
|ეროვნული შემადგენლობა = [[ქართველები]] 99.07 %<br />[[რუსები]] 0.43 %<br />[[უკრაინელები]] 0.19 %<ref name="აღწერა 2014">[http://pop-stat.mashke.org/georgia-ethnic-loc2014.htm georgia-ethnic-2014]</ref>
|მოსახლეობა წელი = 2014
|სარწმუნოებრივი შემადგენლობა = [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|მართლმადიდებლები]] 99,18 %<ref>[http://pop-stat.mashke.org/georgia-religion2014b.htm georgia-religion2014]</ref>
|სიმჭიდროვე = 43,5
|ეროვნება = [[ქართველები]] 99.1 %<br />[[რუსები]] 0.4 %<br />[[უკრაინელები]] 0.2 %<ref name="აღწერა 2014">{{cite web |url=http://www.geostat.ge/index.php?action=page&p_id=2152&lang=geo |title=მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 |date=ნოემბერი 2014 |publisher=საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |accessdate=7 ნოემბერი, 2016}}</ref>
}}
 
'''ტყიბულის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[საქართველო]]ში, [[იმერეთის მხარე]]ში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[ტყიბული]].
 
Line 24 ⟶ 20:
1071 წლის [[ნიკორწმინდა|ნიკორწმინდის]] „იადიგარში“ ჩნდება სახელწოდება [[ოკრიბა]]. ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] დასავლეთ მხარეს [[გურია]]მდე. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ იყო დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა [[მხეიძეები]]ს საგვარეულოს ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]] და [[მოწამეთა]]. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.
 
[[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მოექცა [[ქუთაისის მაზრა]]ში. ცალკე რაიონად გამოიყო [[საქართველოს სსრ|საბჭოთა საქართველოში]] 1930 წელს და ეწოდა ოკრიბის რაიონი. 1938-1963 წლებში ეწოდებოდა ტყიბულის რაიონი. 1963-1965 წლებში შედიოდა [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს რაიონში]]. 1966 წლიდან ცალკე გამოიყო ტყიბულის საქალაქო საბჭოს სახით.
 
==გეოგრაფია==
Line 47 ⟶ 43:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ნაირგვარი მცენარეულობა. ტყის შემქმნელი მთავარი ჯიშებია [[წიფელი]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[მუხა]], [[ნეკერჩხალი]], [[იფანი]] და სხვა არის წიწვიანებიც ([[ნაძვი]], [[სოჭი]]). ადამიანის ზემოქმედებით ბუნებრივი მცენარეულობა ძლიერ გარდაქმნილია. ბუჩქნარიდან ბევრია როგორც ფოთოლმცვივანი (ჯაგრცხილა, შინდი, კუნელი, იელი და სხვა) ასევე მარადმწვანეები (შქერი, ბაძგი, ბზა და სხვა). კირქვიან მაღლობებზე გვხვდება ქსეროფიტული მცენარეულობის ელემენტები. მდინარეთა ტენიან ნაპირებზე გავრცელებულია [[მურყანი]]. უხვადაა ლიანები (ეკალღიჭი, მაყვალი, კატაბარდა, სურო და სხვა).
 
ფაუნა გაღარიბებულია. ძუძუმწოვრებიდან შემორჩენილია [[მგელი]], [[მელა]], [[დათვი]], [[ტურა]], [[კურდღელი]] და სხვა. ბევრია ფრინველი.
 
===ნიადაგები და ლანდშაფტები===
Line 55 ⟶ 51:
 
===წიაღისეული===
ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით, როგორიცაა [[ქვანახშირი]] და [[ტეშენიტი]]. ქვანახშირი მოიპოვება [[ტყიბული|ტყიბულში]]. ტეშენიტი კი სოფლებში: [[კურსები]], [[ოხომირა]], [[კოკა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|კოკა]], [[ბუეთი]] და [[ცუცხვათი]].
 
ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები, [[ქალცედონი]], [[ბარიტი]], კვარცის ქვიშები, [[მარმარილო]], [[ბაზალტი]], [[გიშერი]], ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები.
Line 62 ⟶ 58:
 
==დემოგრაფია==
სულ მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 45 სოფელია. სოფლების უმრავლესობა მდინარე [[წყალწითელა]]ს ხეობასა და ნაქერალას ქედის სამხრეთ მთისწინეთშია თავმოყრილი. განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200-600 მეტრის ფარგლებში. მუნიციპალიტეტი განიცდის დეპოპულაციას და დეურბანიზაციას. 1987 წლის მონაცემებით, მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენდა 82 ადამიანს 1 კმ<sup>2</sup>²-ზე, ხოლო მოსახლეობის 55 %-ზე მეტი ცხოვრობდა ქალაქში. 2014 წლისათვის მოსახლეობა შეადგენს 20 839 ადამიანს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 46 %-ს, სიმჭიდროვეა 43,5 ადამიანი 1 კმ²-ზე. [[ქართველები]] მოსახლეობის 99,1 %-ია. გარდა ქართველებისა აქ ცხოვრობენ [[რუსები]] და [[უკრაინელები]].
 
{| class="wikitable"