მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''მღვიმე''' — ვრცელი სიღრუე [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება [[წყალი|წყალში]] ხსნადი ნაპრალოვანი ქანების ([[კირქვა]], [[დოლომიტი]], [[თაბაშირი]] და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. მღვიმეთმცოდნეობის შემსწავლელ მეცნიერებას [[სპელეოლოგია]] ეწოდება, [[შვეიცარია|შვეიცარიელი]] მღვიმეთმცოდნის [[ალფრედ ბიოგლი]]ს თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და [[გეოგრაფია]]ს ენათესავება.
 
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: [[მამონტ-ფლინტ-რიჯი]] — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) ([[აშშ]]), [[ჰელოხი]] — 194 კმ ([[შვეიცარია]]), [[ოპტიმისტური მღვიმე]] — 230 კმ ([[უკრაინა]]), [[ახალი ათონის მღვიმე]] — 3,3 კმ ([[საქართველო]]). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: [[კრუბერის გამოქვაბული]] ([[საქართველო]]) - 2190 მ, [[თოვლიანი უფსკრული]] — 1753 მ ([[საქართველო]], [[ბზიფის ქედი]]), [[ლამპრეხტსოფენი]] - 1632 მ ([[ავსტრია]]), [[ჟან-ბერნარი]] — 1602 მ ([[საფრანგეთი]]), [[ტორკა-დელ-სიერა]] 1589 მ ([[ესპანეთი]]), [[პიერ-სენ-მარტენი]] — 1342 მ, ([[საფრანგეთი]]), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. [[ცუცხვათის მღვიმემღვიმოვანი]]).
 
დასავლეთ საქართველოს [[კარსტი]]ს სპელეოლოგიურ თავისებურებას განსაზღვრავს ცალკეული მასივების [[გეოლოგია|გეოლოგიური]] სტრუქტურა და [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] თავისებურება, ასევე ატმოსფერული ნალექების რაოდენობა და სხვ.
 
==ფლორა და ფაუნა==
კარსტული მღვიმეები ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის უფრო ნაკლებად ხელშემწყობი გარემოა, ვიდრე დადემიწის ზედაპირული ლანდშაფტური ზონები. სიცოცხლის განვითარების ხარისხის მიხედვით იგი შეიძლება შევადაროთ მშრალსა და ცივ უდაბნოებს, როგორც [[უდაბნო|უდაბნოთა]]თა მესამე ტიპი - ბნელი უდაბნო. მღვიმური ბიოცენოზები მიემსგავსება უდაბნოების სივრცეში წყვეტილი გავრცელებით და ვიწროდ სპეციალიზებული ორგანიზმების სიჭარბით.
 
მცენარეული ორგანიზმები მღვიმეებში უფრო ნაკლები მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი, ვიდრე ცხოველები. ეს აისახება ამ უკანასკნელთა აქტიური მოძრაობის უნარით, მეტი შემგუებლობით გარემო პირობების ცვალებადობასთნ. ეს დებულება ეხება მღვიმეთა ბნელ ნაწილებს. რაც შეეხება მზის შუქისათვის მისაწვდომ უბნებს, იქ მცენარეულობა შედარებით უხვადაა წარმოდგენილი.
 
==მღვიმური პირობების გავლენა ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე==
ბევრ მკვლევარს აინტერესებდა თუ რა გავლენას ახდენდა მღვიმური პირობები ადამიანის ორგანიზმზე. მღვიმეში ხანმოკლე ყოფა ზოგიერთ სნეულებას კურნავს. მღვიმურ პირობებში ადამიანის ხანგრძლივად ცხოვრების შედეგებზე დაკვირვებები ჩატარდა [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთსა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1964]] წლის ბოლოსა და [[1965]] წლის დასაწყისში, ზღვისპირა ალპების მასივ ოდიბეგრის მღვიმეში ორმა ადამიანმა - მამაკაცმა [[ანტუან სენი]]მ და ქალმა [[ჟოზი ლორეზი|ჟოზი ლორეზმა]] ორ ერთმანეთისგან იზოლირებულ მღვიმეში გაატარეს 100 დღე. ისინი მოამარაგეს 5 ტონა სურსათით, სასმელი წყლით, აუცილებელი ნივთებითა და წიგნებით, მაგრამ არ გააჩნდათ საათები და კალენდრები. მღვიმეთა მუდმივი ტემპერატურა 4°-ს აღწევდა, 100 % ტენიანობით. ზედაპირთან მათ აკავშირებდათ მხოლოდ ტელეფონის მავთული, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედაპირზე მყოფ დამკვირვებლებს აინტერესებდათ მათი მდგომარეობის შემოწმება. ცდის შედეგად გაირკვა, რომ მღვიმეებში ჩაშვებული ადამიანები თავს კარგად გრძნობდნენ, მაგრამ დაეკარგათ დროის შეგრძნება; ანტუან სენიმ შობის დღესასწაული აღნიშნა 7 იანვარს, ხოლო ჟოზი ლორეზმა 11 იანვარს. ხანდახან სადილს შუაღამისას იმზადებდნენ, დასაძინებლად კი შუადღისას წვებოდნენ. [[1966]] წელს ინგლისის საჰაერო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა დევიდ ლეფერტიმ სომერსეტის ერთ-ერთ მღიმეში გაატარა 127 დღე. მას თან ჰქონდა შეტანილი 200 წიგნი, 1200 სანთელი, შაშხი, ლობიო და ხილის კონსერვები. მღვიმეში ყოფნის პერიოდში მან წაიკითხა ორასივე წიგნი და ეუფლებოდა უცხო ენებს. ლეფერტის აერია დროის აღრიცხვა და როდესაც მას 1 აგვისტოს ჰკითხეს თარიღი, მან 7 ივლისი დაასახელა. ლეფერტის ჯანმრთელობის შემოწმებით გაირკვა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ძირითადად „ნორმალური“ დარჩა.
 
== ლიტერატურა ==