ლევან მარუაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ლევან მარუაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის [[საქართველო]]ს [[კარსტი|კარსტული]] [[მღვიმე]]ების კვლევისა და [[კარსტოლოგია|ზოგადი კარტსმცოდნეობის]] განვითარების საკითხებში.<ref>{{cite book |author= Кикнадзе, Тамаз | editor= | title= Пропасти Арабики : Записки спелеолога |isbn= |publisher= „Мецниереба“ |location= Тбилиси |page= 89 | year= 1967}}</ref> მეცნიერებაში მან შემოიტანა [[კარსტოსფერო]]ს, როგორც წყვეტილი მრავალიარუსიანი ქერქის ცნება, რომელიც ვრცელდება როგორც [[კონტინენტი|კონტინენტურ]], ისე [[ლითოსფერო]]ს ოკეანურ ნაწილებში;<ref name="გლ" /> გამოყო სპელეომორფოციკლები, შეძლო მრავალსართულიანი მღვიმური სისტემებისა და მდინარეული ტერასული დონეების შედარებითი შესწავლა; ეს და სხვა მრავალი საკითხი ფართოდ გაშუქდა ნაშრომში — „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები: ზოგადი სპელეოლოგია“ (1973),<ref>{{cite book |author=[[კუკური წიქარიშვილი]], [[ნანა ბოლაშვილი]] | editor= [[კობა ხარაძე]] | title= საქართველოს კარსტული მღვიმეები [მოკლე ცნობარი] |isbn= 9789941132971 |publisher= თბილ. უნ-ტის გამ-ბა |location= თბილისი |page= 11 | year= 2013}}</ref> რომლის საფუძველია ავტორის მრავალწლიანი დაკვირვებები [[საქართველო]]ს [[კარსტი|კარსტულ]] [[მღვიმე]]ებში, ასევე უზარმაზარი სამეცნიერო [[ლიტერატურა|ლიტერატურის]] ანალიზი.<ref>{{cite journal |last= Харадзе |first= К. |authorlink= | last2= Гонгадзе | first2= М. |date= 19 ноября, 1982|title= Видный географ-исследователь : [К 70-летию со дня рождения Л. И. Маруашвили] |journal= газ. „Вечерний Тбилиси“ |volume= |issue= |pages= |id= |url= |accessdate= |quote= }}</ref>
1970 წლიდან ლევან მარუაშვილის ინიციატივით [[ცუცხვათის მღვიმოვანი|ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმოვანის]] შესწავლა დაიწყო. კომპლექსური კვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური ობიექტის ბუნებრივი გარემოს ევოლუციის რეალური სურათის დადგენა. ჩატარებული კვლევების შედეგად დეტალურად შეისწავლეს მღვიმოვანისა და მიმდებარე ტერიტორიის [[გეოლოგია]], ძირითადი [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] თავისებურებანი, [[მღვიმე|მღვიმური ნალექებისა]] და [[ნიადაგი|ნიადაგების]] ხასიათი, [[ფლორა|მცენარეული საფარი]], [[ფაუნა|მღვიმური ფაუნა]], [[კლიმატი]]ს ცვლილება და მისი თანამედროვე მდგომარეობა, ზედაპირული და მიწისქვეშა ჰიდროქსელი, დახასიათებულია მღვიმური კომპლექსის ცალკეული სართულები. ცუცხვათის მღვიმური სისტემის უნიკალურობის გათვალისწინებით, ასევე, ლევან მარუაშვილის აქტიური ძალისხმევით, ეს ობიექტი [[ნაკრძალი|სახელმწიფო ნაკრძალად]] გამოცხადდა. საველე სამუშაოების საფუძველზე შეიქმნა ფუნდამენტური ნაშრომი „Изучение пещер Колхиды“ (1978), რომელიც [[ცუცხვათის მღვიმემღვიმოვანი|ცუცხვათის მღვიმოვანს ეხება]].<ref>{{cite book |author= Авт. кол.: Л.И. Маруашвили, А.К. Векуа, Б.А. Гергедава и др. | editor= Ф.Ф. Давитая | title= Изучение пещер Колхиды : Цуцхватская многоярус. карстовая пещер. система |isbn= |publisher= „Мецниереба“ |location= Тбилиси |page= 295 | year= 1978}}</ref>
 
ლევან მარუაშვილის პირველი ნაშრომი [[ისტორიული გეოგრაფია|ისტორიულ გეოგრაფიაში]] „მარკო პოლო და სვენ ჰედინი“ 1935 წელს დასტამბა [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ]]. 1938 წელს დაიბეჭდა მისი ახალი ნაშრომი — „შოთა რუსთაველის გეოგრაფიული თვალსაწიერი“.<ref name="ლმბ" />