ლევან მარუაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
No edit summary
ხაზი 110:
1962–63 წლებში [[გომარეთის პლატო]]ზე შეისწავლა ბადალა-ველისწყაროს ლავისქვეშა განამარხებული [[ნიადაგი]]. შემდეგ წლებში აქვე, პაპუნაანთწყაროს ხევის განამარხებულ ნიადაგებში აღმოჩნდა [[ობსიდიანი|ობსიდიანის ანატკეცები]]. 30 წლიანი საველე კვლევებისა და არსებული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დაიბეჭდა „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“, რომელიც 1969 და 1970 წლებში [[თსუ]]-ის გამომცემლობის მიერ ორ წიგნად გამოვიდა გადამუშავებული და შესწორებული ვარიანტით.<ref name="ლმხ" />
 
1964 წლის საექსპედიციო სეზონი ლევან მარუაშვილმა [[სიონის წყალსაცავი|სიონის წყალსაცავს]], [[ტყიბულის წყალსაცავი|ტყიბულის წყალსაცავს]] და [[ყელის ზეგანი|ყელის ზეგანს]] დაუთმო. შეისწავლეს ყელის ძველი გამყინვარება, რომელიც ჯერ კიდევ 1936 წელს გამოიკვლია; ასევე [[თრუსოს ხეობა|თრუსოს ხეობის]] კარსტული ფორმები, მოიარა აგრეთვე [[არაგვის ხეობა|არაგვისა]] და [[ქსნის ხეობა|ქსნის ხეობები]]; იყო [[სამსრის ქედი|სამსრის ქედზე]] და [[მტკვარი|მტკვრის ხეობაში]] გამოიკვლია ბირთვისის მასივის ნაგებობანი, ბუჯის მიწისქვეშა მონაკვეთი და სხვა. 1965–80 წლებში ლევან მარუაშვილმა განმეორებით ან პირველად მოიარა [[საქართველო]]ს თითქმის ყველა რეგიონი. რიგი ობიექტები, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ შესწავლაში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: [[ცუცხვათის მღვიმემღვიმოვანი|ცუცხვათის მღვიმოვანის კომპლექსური შესწავლა]], სადაც ჯერ კიდევ 1966 წელს ეწვია და გააკეთა რიგი მეცნიერული დასკვნა.<ref name="ლმხ" />
 
საინტერესოა, რომ მარუაშვილმა ჯერ კიდევ 1943 წელს მოინახულა ბუნების უნიკალური ძეგლი — [[ოკაცეს კანიონი]] და იქვე მდებარე ტბიური ნალექები. 1970-იან წლებში დაწვრილებით შეისწავლა აღნიშნული ტერიტორია, გააკეთა საყურადღებო დასკვნები და გამოაქვეყნა შესაბამისი შრომები.<ref name="ლმხ" />