ილტოს აღკვეთილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
 
| long_s =
| long_EW =
| ფართობი = 6963 ჰა
| დაარსდა =
| visitation_num =
| visitation_year =
| მმართველი ორგანო = დაცული ტერიტორიების სააგენტო
}}
'''ილტოს აღკვეთილი''' – [[აღკვეთილი]] [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]], მდებარეობს [[მდინარე]] [[ილტო]]ს სათავეში. შედის [[ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები]]ს შემადგენლობაში.<ref>http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=1&id=25{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
ილტოს აღკვეთილი [[2003]] წლის 22 აპრილს შეიქმნა. მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: [[უთხოვარი|უთხოვრისურთხელი]], მაღალმთის ბოყვის, [[ცაცხვი]]ს, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. აღკვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. იგი მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს. აღმოსავლეთით მას [[ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი|ბაწარის ნაკრძალი]] ესაზღვრება, დასავლეთით კი [[თიანეთი]]ს ტყეები, სამხრეთით [[ახმეტა|ახმეტის]] სატყეო მეურნეობის ტყეები, ხოლო ჩრდილოეთით ალპური ზონა.
 
ილტოს აღკვეთილში შემორჩენილია მდიდარი და მრავალფეროვანი [[ფლორა]] და [[ფაუნა]]. აქ დომინირებს [[წიფელი]], შერეულია [[რცხილა]], [[ნეკერჩხალი]], [[იფანი]], [[თელა]], ბალამწარა და სხვა [[ფოთლოვანი ჯიშები]]. ტერიტორიაზე მცენარეთა მრავალფეროვნებაა. მსხვილი [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებიდან]] გვხვდება: [[შველი]], [[არჩვი]], [[დათვი]] და [[ღორი]]. მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან: [[მგელი]], [[ფოცხვერი]], [[ტყის კატა]], [[კვერნა]] და სხვა. ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი და [[ლეშიჭამიასებრნი|ლეშიჭამია]] ფრინველები: [[ორბი]], [[სვავი]], [[ბატკანძერი]], მთის არწივი და სხვა.
 
==ლიტერატურა==
 
* [http://www.batsara.ge/index.php?topid=1&id=3&lang=geo აღკვეთილის ოფიციალური საიტი]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}
* [http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=1&id=25 დაცული ტერიტორიების სააგენტო:ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები]{{Dead link|date=იანვარი 2021 |bot=InternetArchiveBot }}