რიხარდ ერნსტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 2:
'''რიხარდ რობერტ ერნსტი''' ({{lang-de|Richard Robert Ernst}}; დ. [[14 აგვისტო]], [[1933]], [[ვინტერთური]], [[შვეიცარია]], — გ. [[4 ივნისი]], [[2021]], იქვე) — [[შვეიცარიელები|შვეიცარიელი]] ქიმიკოსი, [[ნობელის პრემია ქიმიაში|ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში]] ([[1991]]). ერნსტმა შეიმუშავა ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მაღალი გარჩევადობის ტექნიკა, რომელიც საბაზისო და შეუცვლელ მეთოდად იქცა ქიმიაში და გამოყენება ჰპოვა მეცნიერების სხვა დარგებშიც.
 
ერნსტმა დაამთავრა [[ციურიხის ტექნოლოგიათა ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტი]] [[1957]] წელს და იქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი ქიმიის მიმართულებით [[1962]] წელს. [[1963]]-[[1968]] წლებში სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა პალო ალტოში ([[კალიფორნია]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]). [[1966]] წელს თავის ამერიკელ კოლეგასთან ერთად აღმოაჩინა, რომ ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მგრძნობელობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა ნელი, ფართო გავრცელების რადიოსიხშირული ტალღების ჩანაცვლებით უფრო მოკლე, ინტენსიური პულსური ტალღებით. ეს აღმოჩენა ბირთვების უფრო დიდი მრავალფეროვნების ანალიზის საშუალებას იძლეოდა. [[1968]] წელს ერნსტი შვეიცარიაში დაბრუნდა და პენსიაზე გასვლამდე თავის მშობლიურ ინსტიტუტში ასწავლიდა; [[1970]] წელს იქვე მიიღო ასისტენტ-პროფესორის, ხოლო [[1976]] წელს — სრული პროფესორის წოდება.
 
ერნსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის განვითარებაში იყო მეთოდი, რომელიც დიდი ზომის მოლეკულების მაღალი გარჩევადობის „ორ-განზომილებიანი“ კვლევის საშუალებას იძლეოდა. ერნსტის მიღწევებზე დაყრდნობით მეცნიერებმა შეძლეს ორგანული და არაორგანული ნაერთების, ასევე ბიოლოგიური მაკრომოლეკულების სამ-განზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრა, ბიოლოგიურ მოლეკულებსა და სხვა ნივთიერებებს (ლითონის იონები, წყალი, მედიკამენტები) შორის ურთიერთქმედების შესწავლა, თერმოდინამიკური სისტემების ქიმიური კომპონენტების დადგენა და ქიმიური რეაქციების სიჩქარის შესწავლა. 1991 წელს ერნსტი ქიმიაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. მიღებული ჰქონდა სხვა სამეცნიერო და სახელმწიფო ჯილდოები. ერნსტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ რეჟისორმა კარლო ბარტონმა [[2009]] წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „მეცნიერება + დჰარმა = საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიხარდ_ერნსტი“-დან