რაჟდენ არსენიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[მედავითნე|მედავითნის]] ოჯახში. 6-7 წლისამ დაიწყო საშინაო განათლების მიღება. ორი წლის განმავლობაში სოფლის სამრევლო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი, მასწავლებლის რჩევით, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლიდან სტიპენდიით განაგრძო სწავლა [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. სემინარიაში სწავლის დროს დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატიულ წრეებს. სემინარიის დასრულების შემდეგ სწავლობდა [[ტარტუს უნივერსიტეტი|იურიევის უნივერსიტეტი]]ს იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წელს, სწავლის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და გარიცხეს სასწავლებლიდან. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაინტერესდა სოციალ-დემოკრატიული იდეებით.
 
1902 წელს გადასახლდა თბილისში და მუშაობდა [[რსდმპ]]-ის თბილისის ორგანიზაციასა და გაზეთ [[კვალი (გაზეთი)|„კვალის“]] რედაქციაში. ერთი წლის შემდეგ გამოუცხადეს ადმინისტრაციული გადასახლება ტაშკენტში. არსენიძე დაიმალა [[ბათუმი|ბათუმში]] და იატაკქვეშ ცხოვრობდა სხვადასხვა გვარით. 1904 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1905 წელს არსენიძე იყო რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე. 1906 და 1910 წლებში ორჯერ გაასამართლეს. გასამართლებებს შორის 1908-1912 წლებში მოახერხა იურიდიული ფაკულტეტის დასრულება. სწავლის დასრულების შემდეგ ჩაეწერა ქუთაისის ვექილთა სასამართლოს თანაშემწედ. 1913 წლის 29 აპრილს დააპატიმრეს. ჯერ სანქტ-პეტერბურგის ციხეში იჯდა, ხოლო შემდეგ 5 წლით გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში.