ქართული ნაციონალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 10:
ქართული ნაციონალიზმის გაღვივებას ხელი შეუწყო [[პერესტროიკა]]მ. 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან ძალა მიეცა [[საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა|საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას]] და პოპულარული ლიდერი გახდა [[ზვიად გამსახურდია]]. 1980-იანი წლების ბოლოს უკვე ყველა პარტია საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა. 1989 წელს ქართველები ორჯერ დახოცეს საბჭოთა ჯარებმა [[9 აპრილის ტრაგედია|9 აპრილს]] თბილისში და [[უწესრიგობა სოხუმში (1989)|ივლისში სოხუმში]]. ამ მოვლენებმა გაამძაფრა ქართველების აღქმა, რომ ისინი შევიწროებულნი იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ ხმების 87%-ით საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.
 
1992 წლის მარტში [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოფიციალური ლექსიკიდან ამოღებულ იქნა ნაციონალისტური რიტორიკა. მიუხედავად ამისა, დაბალი რჩებოდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკაში და წარმომადგენლობა პარლამენტში. 1990-იან წლებში ეთნიკურ უმცირესობათა ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა საქართველო. საქართველოს მოსახლეობაში შემცირდა სომხების, ბერძნების, რუსების წილი. შევარდნაძის დროს მიღებული იქნა მოქალაქების შესახებ დემოკრატიული კანონმდებლობა, 1997 წელს საპასპორტო რეკვიზიტებიდან ამოღებულ იქნა ეროვნების გრაფა. შემდეგი პრეზიდენტი [[მიხეილ სააკაშვილი]] მხარს უჭერდა როგორც [[პარტიკულარიზმი|პარტიკულარისტულ]], ასევე [[სამოქალაქო ნაციონალიზმი|სამოქალაქო ნაციონალიზმს]]. [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას]] აქვს ნაციონალიზმის საკუთარი პროექტი, რომელიც კონსერვატიული, ანტიდასავლური და ანტილიბერალურია.
 
==ლიტერატურა==