რადოიე დომანოვიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 35:
==ბიოგრაფია==
 
რადოიე დომანოვიჩი დაიბადა ცენტრალური [[სერბეთი]]ს სოფელ ოვსიშტეში, ადგილობრივი მასწავლებლისა და მეწარმის მილოშ დომანოვიჩის ოჯახში. დედა – პერსიდა ცუკიჩი, იყო შთამომავალი პავლე ცუკიჩისა – [[სერბეთის პირველი აჯანყება|პორველიპირველი]] და [[სერბეთის მეორე აჯანყება|მეორე სერბული აჯანყების]] სამხედრო მეთაურისა. ბავშვობა გაატარა სოფელ იარუშიცეში, [[კრაგუევაცი]]ს მახლობლად, სადაც ის დაწყებით სკოლაში შევიდა. საშუალო სკოლა დაამთავრა კრაგუევაცში, რის შემდეგაც სწავლობდა [[ბელგრადი]]ს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
 
1895 წელს ის პირველად მიიწვიეს მასწავლებლის ადგილზე [[პიროტი|პიროტ]]ში, რეგიონში სამხრეთ სერბეთში, რომელიც ახალი განთავისუფლებული იყო [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიისგან]]. პიროტში ის შეხვდა [[იაშა პროდანოვიჩი|იაშა პროდანოვიჩს]] (1867–1948), მასწავლებელსა და აქტივისტს, რომელმაც გავლენა მოახდინა მისი პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. აქ შეხვდა ის თავის მომავალ მეუღლესაც – ნატალია რაკეტიჩს (1875–1939), ღარიბ სკოლის მასწავლებელს [[სრემსკი კარლოვცი]]დან. მეუღლე ყოველთვის მხარში ედგა ხანმოკლე და დაუდგრომელი ცხოვრების მანძილზე და სამი შვილი გაუჩინა.