ოლიმპიური თამაშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
მომხმარებლის 193.176.214.29 ცვლილებების გაუქმება (№4208605)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 2:
'''ოლიმპიური თამაშები''' — უძველესი და ყველაზე პოპულარული [[სპორტი|სპორტული]] შეჯიბრი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]]. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო [[ძვ. წ. 776]] წელს ქალაქ [[ოლიმპია]]ში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.
 
[[1894]] წელს [[პარიზი|პარიზში]] საერთაშორისო კონგრესზე იქნა მიღებული და დამტკიცებული ოლიმპიური თამაშების ძირითადი წესები და დებულებები (ოლიმპიური ქარტია). ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოს შექმნის თაობაზე, რომელსაც ეწოდა [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი|საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ)]].
 
თანამედროვე ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგალითად ომის გამო, [[1916]] წლის VI თამაშები; [[1940]] წლის XII თამაშები; [[1944]] წლის XIII თამაშები).
 
[[1924]] წლიდან სისტემატურად ტარდება [[ზამთრის ოლიმპიური თამაშები]]ც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა [[1908]] წელს მიიღეს.
 
თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ჯ. კონოლი ([[სამხტომი]] 13.7 მ, [[აშშ]]). მანდილოსნებმა პირველად მონაწილეობა მიიღეს [[1900]] წელს ჩოგბურთელთა ტურნირში და პირველი ქალი ჩემპიონი იყო შ. კუპერი ([[დიდი ბრიტანეთი]]).
 
ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა [[1914]] წელს პარიზში თამაშების აღორძინების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.
 
ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). რგოლები სიმბოლიზირებენ ხუთ კონტინენტს: აფრიკას, აზიას, ამერიკას, ოკეანეთსა და ევროპას. დროშა შექმნილია [[პიერ დე კუბერტენი|პიერ დე კუბერტენის]] მიერ და მისი თქმით დროშის ექვსი ფერი (თეთრი ფონის ჩათვლით) ასახავს იმ დროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ყველა ქვეყნის დროშის ფერებს. ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ („უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ“).
 
== რესურსები ინტერნეტში ==