პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
|შენიშვნა=
}}
'''პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომი''' ([[1919]] წლის თებერვალი – [[1921]] წლის მარტი) — შეიარაღებული კონფლიქტი ოთხ სახელმწიფოს შორის, [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდგომ [[ევროპა]]ში, სადაც ერთ მხარეს იბრძოდნენ [[რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა|საბჭოთა რუსეთი]] და [[უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|უკრაინა]], ხოლო მეორე მხარეს [[პოლონეთის მეორე რესპუბლიკა]] და [[უკრაინის სახალხო რესპუბლიკა]]. ომის მიზეზი იყო მოწინაღმდეგე მხარეების სურვილი, გაეზარდათ ტერიტორიები და გავლენის სფეროები. პოლონეთი, რომლის სახელმწიფოებრიობაც XVIII საუკუნის [[პოლონეთის დაყოფა|პოლონეთის დაყოფის]] შემდეგ [[ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)|ვერსალის შეთანხმებით]] ახალი აღდგენილი იყო, მოითხოვდა იმ ტერიტორიების დაკანონებას რომლებიც დაყოფის დროს დაკარგა; საბჭოთა რუსეთის მიზანს წარმოადგენდა იმავე ტერიტორიების კონტროლი, რომლებიც ამ დაყოფის შემდეგ პირველ მსოფლიო ომამდე [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ნაწილს წარმოადგენდა. ამ კონფლიქტში გამარჯვებული მხარის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. <ref group="შ" name="result">[[რუსები|რუსი]] და [[პოლონელები|პოლონელი]] ისტორიკოსები ორივე თავის ქვეყანას მიაწერენ გამარჯვებას. სხვა ისტორიკოსების უმეტესობა კი თვლის, რომ ეს იყო პოლონეთის მცირე გამარჯვება. [[ლენინი]], [[1920]] წლის 20 სექტემბრის, ბოლშევიკური პარტიის IX ყრილობის საიდუმლო შეტყობინებაში ომის შედეგს მოიხსენიებს როგორც "გაუგონარ დამარცხებას". (იხილეთ {{harvnb|ლენინი|1996|გ=106}})</ref> პოლონელებმა მოახერხეს თავიანთი ქვეყნის დაცვა, მაშინ როდესაც რუსებმა შეძლეს თავიდან აეცილებინათ პოლონელების [[უკრაინა]]სა და [[ბელორუსია]]ში [[ოპერაცია კიევი|შეჭრა]], რასაც ისინი აღიქვამდნენ როგორც რუსეთის სამოქალაქო ომში საერთაშორისო ძალების ჩარევას.
 
ვერსალის ხელშეკრულების მიხედვით ზუსტად არ იქნა დადგენილი რუსეთსა და პოლონეთს შორის საზღვარი. გარდა ამისა I მსოფლიო ომის შემდეგ [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპაში]] ბევრი მოუგვარებელი საკითხი დარჩა,რამაც ნაწილობრივ შემდეგი პროცესების განვითარება გამოიწვია: [[რუსეთი]]ს [[რუსეთის რევოლუცია (1917)|1917 წლის რევოლუცია]]; [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]], [[გერმანიის იმპერია|გერმანიის]], [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია|ავსტრია-უნგრეთის]] იმპერიების დაშლა; [[რუსეთის სამოქალაქო ომი]]; [[ცენტრალური ბლოკის სახელმწიფოები]]ს გამოსვლა [[აღმოსავლეთი ფრონტი (I მსოფლიო ომი)|აღმოსავლეთ ფრონტიდან]], [[უკრაინის სახალხო რესპუბლიკა|უკრაინის]] და [[ბელარუსიის სახალხო რესპუბლიკა|ბელარუსის]] დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობა. პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურმა, [[იუზეფ პილსუდსკი]]მ მიიჩნია, რომ ეს ხელსაყრელი პერიოდი იყო პოლონეთს აღმოსავლეთი საზღვრების აღმოსავლეთისკენ მაქსიმალურად გაფართოვებისათვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან [[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] [[ბალტიის ზღვა]]მდე პოლონეთის ფედერაციის შესაქმნელად, რომელიც პოლონეთს დაეხმარებოდა გერმანიის და საბჭოთა რუსეთის მზარდი [[იმპერიალიზმი|იმპერიალისტური]] ზრახვებისგან თავის დაცვაში. [[ლენინი]] კი თვლიდა რომ პოლონეთი იყო ხიდი, რომელიც უნდა გადაეკვეთა [[წითელი არმია|წითელ არმიას]] და დახმარებოდა [[კომუნიზმი|კომუნისტურ]] მოძრაობებს სხვა ევროპულ ქვეყნებში.