ლადაქი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 34:
'''ლადაქი''' მდებარეობს [[ქედი]] [[ჰიმალაი]]ს [[ჩრდილოეთი]]თ, მდინარე [[ინდი]]ს აუზის ზემოთში. [[სიგრძე]] 600 კილომეტრზე მეტი, სიმაღლე 7728 მეტრამდე (მთა [[გურლამანდჰატა (მთა)|გურლამანდჰატა]]). უმთავრესად აგებულია [[გნაისი|გნაისებით]], [[გრანიტი|გრანიტებით]], აგრეთვე [[დანალექი ქანები]]თ. ჭარბობს კლდოვანი დაკბილული [[მწვერვალი|მწვერვალები]], 5500-5700 მეტრ სიმაღლეზე მოსწორების ზედაპირებია. თხემურ ნაწილში მრავალი [[მყინვარი]]ა. [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[დასავლეთი|დასავლეთ]] კალთაზე გავრცელებულია მეჩხერი ბუჩქნარი, ტანდაბალი [[ტირიფი]] და [[კედარი]]; ჩრდილო-აღმოსავლეთით გაბატონებულია ცივი [[უდაბნო]]ს [[ლანდშაფტი]].
[[ფაილი:Ladakh Landscape During Summers.JPG|მინი|ლადაქის პეიზაჟი ზაფხულში]]
ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი რამ ლადაქის შესახებ არის ლადაქის მთების კასკადოვანი სისტემა,რომელიც ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული. ეს მთოვანი კასკადი გადაჭიმულია ლადაქის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მთების ეს ძირითადი მიმართულება მდინარეებს კალაპოტში აქცევს და ამავე დროს ქმნის ბუნებრივ საზღვარს ლადაქისა და [[ინდოეთი|ინდოეთს]] შორის. რამდენიმე რეგიონის გამოკლებით, ისეთების, როგორებიც არის ნუბრასა და ინდუს ველი, ლადაქი არის უკიდურესად უნაყოფო და მოუსავლიანი. ლადაქი წარმოადგენს ერთგვარ, დიდ სიმაღლეზე არსებულ უდაბნოს. ლადაქზე ზემოდან დაკვირვებისას გვიჩნდება შთაბეჭდილება ყვითელი დაბლობისა, რომელზეც ალაგ-ალაგ თოვლით დაფარული მთებია ამოშვერილი. პანგკონგისა და ტშომო რირის ტბები ამ უდაბურ, კლდოვან ტერიტორიაზე პირდაპირი მნიშნველობით ოაზისებად გვევლინება. მიუხედავად ამისა, მოგზაურობისას სხვადასხვა ბილიკებისა და გზების გავლით, რომლებიც ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შეიქმნა, ვხვდებით უამრავ ნაყოფიერ ნაკვეთს მდინარეების ნაპირებთან. ეს ნაკვეთები მოიცავს ფერტილურ მოსავალს, აქვე კი უამრავი დიადი ტაძარი თუ მონასტერია აღმართული.ინდის მდინარის დაბლობს მუქი ყვითელი ზოლი მიჰყვება,რომელიც ახლოდან თუ დავაკვირდებით პასმინას ცხვრების ფარებისგან შედგება.
ლადაქის მთლიანი პეიზაჟი ქმნის არაამქვეყნიური სამყაროს შთაბეჭდილებას. თოვლით მოფენილი მთების იზოლაცია და ელევაცია უქმნის კლიმატს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ და გასაოცარ იერსახეს. დღის განმავლობაში ცხელი მზე აჭერს, ხოლო ღამის საათებში გაუსაძლისი სიცივით ხასიათდება ლადაქის რეგიონი. ატმოსფეროს სიმშრალის გამო მცენარეულობა, ცხოველები და ადამიანის კანიც კი დასკდება ხოლმე, ტემპერატურა ყოველ ღამით გამონაკლისის გარეშე მინუსში გადადის.ამ გაუსაძლისი პირობების არსებობისასაც კი ვხვდებით უამრავ ცხოველს, მაგალითად: ვირებს, თხებს, გარეულ ცხენებსა და იაკებს.
ხაზი 62:
== დემოგრაფია ==
ლადაქის ადრეული მკვიდრი მოსახლეობა წარმოადგენდა მონების (Mons) და დარდების (Dards) შერეულ ინდო-არიულ პოპულაციას, რომლებსაც თანდათანობით იპყრობდნენ და შთანთქავდნენ იმიგრირებული [[
[[ფაილი:Woman of Ladakh.jpg|მინი|ლადაქელი ქალი]]
ლადაქის მკვიდრთა უმეტესობა ტიბეტური [[ბუდიზმი]]ს მიმდევარია. თანამედროვე ლადაქელებს კარგად აქვთ გააზრებული ტიბეტთან ისტორიული კავშირის მნიშვნელობა და ცდილობენ მათი რეგიონის კულტურის უნიკალურობისა და განსხვავებულობის მაქსიმალურად წარმოჩენას. პურიგის (Purig) რეგიონის უმრავლესობა [[ისლამი]]ს მიმდევარია და ინდის ხეობის, ნუბრას და ზანგსკარის შედარებით მცირე ისლამის მიმდევარ მოსახლეობასთან ერთად მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ.
|