წერეთლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''წერეთლები''', არისტოკრატიული საგვარეულო დასავლეთ [[საქართველო]]ში. გადმოცემის მიხედვით, წერეთლების წინაპრები 1395 წ. [[ჩრდილოეთ კავკასია|ჩრდილოეთ კავკასიიდან]] [[იმერეთი|იმერეთში]] გადმოხვეწილან, რათა თავი დაეღწიათ [[თემურ-ლენგი]]ს მიერ ადგილობრივთა გამაჰმადიანებისთვის. ისტორიულ ასპარეზზე საგვარეულო შედარებით გვიან გამოვიდა. წერეთლები განსაკუთრებით მე-18XVIII საუკუნეში დაწინაურდნენ; ეკავათ [[იმერეთის სამეფო]]ს [[სახლთუხუცესი]]ს და [[სარდალი|სარდლის]] სახელოები, ასრულებდნენ მეფის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ დავალებებს. ნათესაური კავშირები ჰქონდათ [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] დინასტიის წარმომადგენლებთან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
 
ქართველებს შორის პირველი მხედრიონი წერეთლებს ჰყავდათ, რომელიც იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე შეინარჩუნეს. მხედრიონი აზნაურებისგან შედგებოდა. ისინი მუდმივად სამხედრო ვალდებული იყვნენ და უნდა ემსახურათ მანამ, სანამ ცხენზე ჯდომა შეეძლებოდათ.
 
წერეთლებმა პირველებმა შემოიღეს სამხედრო საქმეში წერილობითი შეტყობინება, რაც მათ ციხესიმაგრეში ხორციელდებოდა. "წერეთი" უკავშირდება სიტყვა "წერას" და ძველ ქართულში კვალის გაყვანას ნიშნავს. თიხის თხელ ფირფიტაზე წვეტიანი იარაღით გამოჰყავდათ ასო-ნიშნები, შემდეგ ფირფიტას აშრობდნენ, ფუთავდნენ და შიკრიკს ატანდნენ დანიშნულების ადგილას... წერეთლები სათავეში ედგნენ საწერეთლოში შემავალ სხვადასხვა აზნაურთაგან შემდგარ სამხედრო ნაწილებს. მათ მშვიდობიან პერიოდშიც კი არ ჰქონდათ უიარაღოდ და უცხენოდ ყოფნის უფლება. ისინი შესანიშნავი საბრძოლო უნარებით, ორგანიზებულობითა და სიქველით გამოირჩეოდნენ. მოწინააღმდეგეთა ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს არ ერჩოდნენ, არ უნგრევდნენ სალოცავებს.
 
წერეთელთა [[სათავადო]], საწერეთლო, [[ზემო იმერეთი|ზემო იმერეთში]] ([[ზემო ქვეყანა]], ისტორიული [[არგვეთი (პროვინციამხარე)|არგვეთის ტერიტორია]]) მდებარეობდა. საგვარეულო ორ ძირითად — [[საჩხერე|საჩხერისა]] და [[სხვიტორი]]ს — შტოდ იყოფოდა. ასევე ფლობდნენ [[მოდინახე]]სა და სხვა ციხეებს, ერთ-ერთ საძვალედ ჰქონდათ [[ჯრუჭის მონასტერი]]. საწერეთლოში XIX ს. დამდეგს 57 სოფელი შედიოდა, რომლებშიც 1000 კომლზე მეტი ყმა-გლეხი ცხოვრობდა. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მიერ იმერეთის დაპყრობის პერიოდში (1810) წერეთლების ნაწილი იმპერიას მიემხრო, ნაწილი კი [[სოლომონ II]]-ს ერთგულობდა.
 
წერეთლების ერთი შტო 1724 წ. ქართლის მეფე [[ვახტანგ VI]]-ს რუსეთში გაჰყვა და იქ დამკვიდრდა. ეს შტო ცნობილი იყო ცერტელევების გვარით.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
*[[წერეთელი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ფეოდალური საგვარეულოები]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წერეთლები“-დან