ბენიამინ ჩხიკვიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: გაუქმებულია
იარლიყი: გაუქმებულია
ხაზი 31:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა ღარიბი აზნაურის ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ გიგო ბეჟანის ძე ჩხიკვიშვილი და ნატალია კაციას ასული. 22 იანვარს მონათლა სოფლის მღვდელმა იესე ცინცაძემ, [[ნათლისღება|ნათლობის]] რიტუალი აღასრულა მღვდელმა სოფრომ კეკელიძემ. ჰყავდა ხუთი და და ერთი ძმა. დაამთავრა [[ჩოხატაური]]ს ერთკლასიანი სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში. ქუთაისში სწავლისას გაეცნო [[სოციალ-დემოკრატია|სოციალ-დემოკრატიულ]] მოძღვრებას, მონაწილეობდა მოსწავლეთა არალეგალურ წრეებში და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ქუთაისელ [[მესამე დასი|მესამედასელებთან]]. ამის გამო 1900 წელს გარიცხეს დამამთავრებელი კლასიდან. გადმოცემის მიხედვით, ქუთაისში ჩხიკვიშვილი დროებით მუშაობდა პრინც [[კონსტანტინე ოლდენბურგელი|კონსტანტინე ოლდენბურგელთან]]. ოლდენბურგელმა ჩხიკვიშვილს სთხოვა მასთან ერთად წასულიყო გერმანიაში, თუმცა ბენიამ უარი უთხრა. მეგობრობის ნიშნად პრინცმა მას [[Ford Motor Company|ფორდის მარკის]] ავტომობილი და კაბინეტი აჩუქა. ავტომობილის ბედი უცნობია, ხოლო კაბინეტს ჩხიკვიშვილი ფლობდა 1924 წლამდე, დაპატიმრებამდე.{{sfn-2|მახარაძე|2020|გვ=1210}}
 
სკოლიდან დათხოვნის შემდეგ ჩხიკვიშვილმა მუშაობა დაიწყო ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში, ყუთების დამამზადებელი განყოფილების მუშად. 1901 წელს გახდა [[რსდმპ]]-ის წევრი. ოთხი თვის შემდეგ იძულებული გახდა, პოლიციის თვალთვალის გამო დაეტოვებინა ბათუმი. 1901-1902 წლებში მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს ერთ-ერთ სამრევლო სკოლაში. ითვლებოდა ერთ-ერთ კარგ მასწავლებლად. პარალელულად გლეხებს შორის ეწეოდა პარტიულ საქმიანობას. 1902 წელს ქუთაისში გაიმართა დასავლეთ საქართველოს სამრევლო სკოლების მასწავლებლების კურსები, სადაც ჩხიკვიშვილმა დაარიგა არალეგალური ფურცლები, რომლებშიც სოციალ-დემოკრატიული პარტია მასწავლებლებს მოუწოდებდა მხარი დაეჭირა [[გურიის რესპუბლიკა|გურიის გლეხების მოძრაობისთვის]] და ხელი შეეწყოთ მისი გავრცელებისთვის სხვა მაზრებში. ის დაასმინეს კურსების ხელმძღვანელ [[თედო ჟორდანია]]სთან და დაითხოვეს მასწავლებლობიდან. ჩხიკვიშვილს სურდა გურიაში დაბრუნება, მაგრამ მოსალოდნელი რეპრესიების გამო წავიდა [[ჭიათურა]]ში. იქ რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად დღიურად მუშაობდა [[ჭიათურის მანგანუმის საბადო|მანგანუმის მაღაროში]], პარალელურად კი პარტიულ საქმიანობას ეწეოდა.
ხაზი 43:
ციმბირიდან დაბრუნდა 1917 წელს. [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ მუშაობდა „მოგზაურ პროპაგანდისტად“. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] არსებობის დროს 1917-18 წლებში ეკავა [[სოხუმი]]ს ქალაქის თავის თანამდებობა. 1917 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს [[სოხუმის ოკრუგი]]ს საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში. 1917 წლის ნოემბეში გამართულ აფხაზეთის გლეხთა I ყრილობაზე აირჩიეს ყრილობის დელეგატად აკაკი ჩხენკელთა და ვალიკო ჯუღელთან ერთად და ასევე აირჩიეს სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარედ. ლეჩხუმსა და სამეგრელოში [[ბოლშევიკები]]ს აჯანყების შემდეგ დანიშნეს ქუთაისის საგუბერნიო კომისრად და დაევალა დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული წესრიგის აღდგენა. წესრიგის დამყარების შემდეგ გაგზავნილ იქნა აფხაზეთში.
 
1919 წლის თებერვალში ჩატარებულ [[თბილისის თვითმმართველობა|თბილისის თვითმმართველობის]] არჩევნებზე არჩეულ იქნა [[თბილისის მერი|თბილისის ქალაქის თავად]]. ამით ის გახდა თბილისის პირველი მერი, რომელიც დემოკრატიული წესით, საყოველთაო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. ამავე წლის მარტში არჩეულ იქნა [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრად. თბილისის ქალაქის თავად ყოფნის პერიოდში ებრძოდა სპეკულაციას, [[ქოლერა]]ს. დამფუძნებელჩხიკვიშვილს კრებაშიფიცხი მუშაობისდა პერიოდშიფეთქებადი მოუვიდახასიათის გამო კონფლიქტი დეპუტატმოუვიდა დამფუძნებელი კრების წევრ, ოპოზიციონერ [[შალვათევდორე ნუცუბიძეღლონტი|თედო ღლონტთან]]სთან, რასაცრომელსაც სტუდენტებისრესტორანში პროტექსტიქეიფის დადროს ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნა მოჰყვასცემა.{{sfn-2|მახარაძე|2020|გვ=11}} 1920 წელს საქართველოს მიერ [[ბათუმის ოლქი]]ს შემოერთების შემდეგ დანიშნეს ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად. ჩხიკვიშვილი გეგმავდა ოლქში აგრარული რეფორმის განხორციელებას, მაგრამ მისი გეგმა არ განხორციელდა და 1920 წლის 7 ნოემბერს გადადგა.<ref>{{წიგნი| ავტორი= ირემაძე ი., [[დიმიტრი სილაქაძე|სილაქაძე დ.]], ჭანტურიძე ს.| series=| სათაური=„ნოე ჟორდანია — 150“ | გამომცემლობა=უნივერსიტეტის გამომცემლობა |ადგილი=თბილისი |წელი=2018| origyear=1954| isbn=978-9941-13-712-9| edition=|ref=ნოე ჟორდანია — 150|გვერდები=88}}</ref>1921 წლის 1 თებერვალს კონფლიქტი მოუვიდა ოპოზიციონერ დეპუტატ [[შალვა ნუცუბიძე]]სთან, რა დროსაც ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. ინციდენტს მოჰყვა სტუდენტების პროტესტი და ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნით.

1921 წლის თებერვალში [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|რუსეთ-საქართველოს ომის]] დროს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ-გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილზე უკანდახევის შემდეგ, 1921 წლის მარტში, დაინიშნა [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა მინისტრის]] მოადგილედ. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩხიკვიშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად წავიდა ემიგრაციაში სტამბოლში, შემდეგ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], მცირე ხნით იყო გერმანიაშიც. საფრანგეთში იყო [[ლევილ-სიურ-ორჟი]]ს, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე.<ref>[http://www.caucaz.com/home_eng/breve_contenu.php?id=97 ''Leuville-sur-Orge: a little Georgia 25 kilometers away southward from Paris''], by Eva Csergo. CAUCAZ.COM - Article published in 27 December 2004 Issue.</ref>
 
1924 წლის მაისში ჩხიკვიშვილი, მიუხედავად ფილტვების ავადმყოფობისა, დაბრუნდა საქართველოში ვალიკო ჯუღელთან, გრიგოლ ცინცაბაძესთან, ვასილ ნოდიასთან, ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად, რათა მონაწილეობა მიეღო [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება]]ში. ის 25 ივნისს დააპატიმრეს ალექსანდრე ლანდიას ბინაზე. პირველად დაკითხეს 11 ივლისს. დაკითხვაზე განაცხადა, რომ აპირებდა ჩეხოსლოვაკიაში გადასახლებას სასოფლო-სამეურნეო ფირმაში და საქართველოში ჩამოვიდა ოჯახის წევრების წასაყვანად. 30 ივლისს [[ჩეკა]]ს რწმუნებულმა ჯალაღანიამ განიხილა ჩხიკვიშვილის საქმე და მოითხოვა მისი მოთავსება [[რსფსრ]]-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლის ვადით, შემდგომში კი საქჩეკას კოლეგიისთვის შეტყობინება შემდეგი გადაწყვეტილების მისაღებად. 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყების გამო, 30 აგვისტოს [[ფელიქს ძერჟინსკი]]მ გასცა [[გოგიტა ფაღავა]]ს, [[ნოე ხომერიკი]]ს, [[ვასილ ნოდია]], [[გიორგი წინამძღვრიშვილი]]ს და ბენია ჩხიკვიშვილის დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთის ტერიტორიაზე, სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე. დასაფლავების ადგილი უცნობია.