დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
'''დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი''' — ქართველი მწერლისა და დრამატურგის [[დავით კლდიაშვილისაკლდიაშვილი]]სა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის [[სერგო კლდიაშვილისკლდიაშვილი]]ს (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში[[საქართველო]]ში, [[იმერეთი|იმერეთში]], [[თერჯოლის მუნიციპალიტეტისმუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ზედა სიმონეთი|ზედა სიმონეთში]]. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.<ref name="georgianmuseums.ge" />
 
დაფუძნდა 1945 წელს,<ref name="georgianmuseums.ge" /> გაიხსნა 1949 წელს.<ref name="დროშა" /> სახლ-მუზეუმის მთლიანი ფართობია 267 მ², მათ შორის მუდმივი ექსპოზიციისა — 180 მ².<ref name="georgianmuseums.ge" /> დიდი ცისფერი იმერული [[ოდა]] დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი.<ref name="დროშა" />
 
ოდა ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი, რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით.<ref name="დროშა" /> შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია ([[საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო|საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის]] 2007 წლის №3/181 ბრძანება).<ref name="georgianmuseums.ge" />
 
== სქოლიო ==