დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი''' — ქართველი მწე...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი''' — ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.<ref name="georgianmuseums.ge" />
 
დაფუძნდა 1945 წელს,<ref name="georgianmuseums.ge" /> გაიხსნა 1949 წელს.<ref name="დროშა" /> სახლ-მუზეუმის მთლიანი ფართობია 267 მ², მათ შორის მუდმივი ექსპოზიციისა — 180 მ².<ref name="georgianmuseums.ge" /> დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი.<ref name="დროშა" />