საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
 
== წინაპირობა ==
[[1921]] წლის 16 მარტს [[რსფსრ]]-სა და თურქეთს შორის დაიდო „მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულება“, ხოლო 1921 წლის 13 ოქტომბერს — ანალოგიური ხელშეკრულება თურქეთსა და ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც. 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებით საბჭოთა რესპუბლიკები, ომი რომ თავიდან აეცილებინათ, იძულებულნი იყვნენ დაეთმოთ თურქებისადმი, საკუთარი ტერიტორიის ნაწილი. ამრიგად, საბჭოთა ამიერკავკასიას ჩამოშორდა ყოფილი [[ბათუმის ოლქი|ბათუმის ოლქის]] სამხრეთი სექტორი და მთლიანად [[ართვინის ოკრუგი|ართვინის]], [[არტაანის ოკრუგი|არტაანისა]] და [[ყარსის ოლქი|ყარსის ოლქები]], აგრეთვე ყოფილი ერევნის გუბერნიის [[სურმალინის მაზრა]]. იმის გამო, რომ გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ დიდი სამამულო ომის დროს თურქეთმა ფაქტობრივად დაარღვია და ცალმხრივად შეწყვიტა მეგობრობის ხელშეკრულებების მოქმედება, შესაძლო გახდა ამ ხელშეკრულების დენონსაცია, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნება. 1878-1918 წლების საზღვრების აღდგენის საკითხში საქართველოს სსრ-ს შეეძლო დაესაბუთებინა ბათუმის ოლქის სამხრეთ სექტორის, ართვინის, არტაანის და ოლთისის ოლქების მიერთება, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 12.789 კვ.კმ-ს. გარდა, ამისა საქართველოს სსრ-ს შეეძლო დაესაბუთებინა თავისი უფლებები ისტორიული მესხეთის სხვა პროვინციებზეც — პარხალი, თორთუმი და ისპირი. ასევე შესაძლებელი ხდებოდა ლაზისტანის საკითხის წამოჭრა. [[ლაზები]], რომელთა [[თურქიზაცია|გათურქების]] პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა, ქართველურ ტომებს მიეკუთვნებოდნენ და ქართული ენის დიალექტზე საუბრობდნენ. ეს გარემოება ლაზისტანის შემოერთების საფუძველს ან ლაზისტანის ავტონომიის სახით შემოერთების საფუძველს ქმნიდა,
 
== თურქეთთან სამხედრო ოპერაციის გეგმა და პრეტენზიებზე უარის თქმა ==