სანჩია მაიორკელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{SUBST:მუშავდება}}{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=სანჩია მაიორკელი|...)
 
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]].|4|05|2021}}
{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=სანჩია მაიორკელი|სურათი=Sanchamallorka.jpg|ქვეყანა=[[ნეაპოლის კონსორტების სია|ნეაპოლის დედოფალი]]|მმართველობის დასაწყისი=[[5 მაისი]], [[1309]]|მმართველობის დასასრული=[[20 იანვარი]], [[1343]]|წინამორბედი=[[მარია უნგრელი (1257-1323)|მარია უნგრელი]]|მემკვიდრე=[[მარგერიტა დურაცოელი]]|დაბადების თარიღი=[[1281]]|გარდაცვალების თარიღი=[[28 ივლისი]], [[1345]], (64 წლის)|ქორწინება=[[რობერტო ანჟუელი|რობერტო, ნეაპოლის მეფე]]<br/>(ქ. 1304 - გარდ. 1343)|დინასტია=[[ბარსელონის დინასტია|ბარსელონელები]]|მამა=[[ხაიმე II (მაიორკა)|ხაიმე II, მაიორკის მეფე]]|დედა=[[ესკლარამუნდა დე ფუა]]|რელიგია=[[კათოლიციზმი]]}}
 
 
== ბიოგრაფია ==
სანჩია დაიბადა 1281 წელს. იგი იყო მაიორკის მეფე [[ხაიმე II (მაიორკა)|ხაიმე II]]-ისა და მისი ფრანგი მეუღლის, დედოფალ ესკლარამუნდა დე ფუას ქალიშვილი და მაიორკის მომდევნო მეფის, [[სანჩო I]]-ის და. მამის ხაზით იგი არაგონის მეფე [[ხაიმე I დამპყრობელი|ხაიმე I დამპყრობლისა]] და დედოფალ ვიოლანტე უნგრელის, ხოლო დედის მხრიდან გრაფ როჟერ IV დე ფუასა და ბრუნისენდა დე კარდონას შვილიშვილი იყო.
 
გარდა მაიორკის მეფე სანჩო I-ისა, იგი იყო პრინც ხაიმე მაიორკელისა და პრინცესა ისაბელ მაიორკელის და.
 
1304 წლის 5 მაისს საფრანგეთის ქალაქ კოლიურში სანჩია დააქორწინეს საფრანგეთის მეფის ბიძაშვილზე, ნეაპოლის მომავალ მეფე [[რობერტო ანჟუელი|რობერტო ანჟუელზე]], რომელიც თავის მხრივ მეფე [[კარლო II (ნეაპოლი)|კარლო II]]-ისა და დედოფალ [[მარია უნგრელი (1257-1323)|მარია უნგრელის]] ძე იყო. სანჩია მისთვის მეორე ცოლი იყო, რამეთუ რობერტოს პირველი მეუღლე, პრინცესა [[ვიოლანტე არაგონელი (1273-1302)|ვიოლანტე არაგონელი]] მშობიარობას გადაჰყვა ამ ქორწინებამდე ორი წლით ადრე.
 
1309 წლის 5 მაისს, მათი ქორწინებიდან ხუთი წლის თავზე, რობერტო მამის გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის მეფე გახდა, სანჩია კი დედოფალი. მართალია რობერტოს პირველი ცოლისაგან დარჩა ტახტის მემკვიდრეები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეფის ვაჟები ადრე გარდაიცვალნენ და შვილი მხოლოდ ერთ მათგანს დარჩა, თანაც გოგონა, მემკვიდრეობა მაინც საფრთხეში იყო, დედოფალ სანჩიას კი ბავშვი არ უჩნდებოდა. შესაბამისად, იგი სამეფო კარზე გავლენით ვერ სარგებლობდა, თუმცა გერებზე ყოველთვის ზრუნავდა.
 
მას შემდეგ, რაც 1343 წლის 20 იანვარს მეფე რობერტო გარდაიცვალა, ტახტი მისმა ერთადერთმა შვილიშვილმა, დედოფალმა [[ჯოვანა I ნეაპოლელი|ჯოვანა I]]-მა დაიკავა, რომლის არასრულწლოვანობის გამოც სამეფოს რეგენტად დედოფალი სანჩია დაინიშნა. ამ ძალაუფლებით იგი ზუსტად ერთ წელს სარგებლობდა, 1344 წლის 20 იანვრამდე, რის შემდეგაც ჯოვანამ დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა. ამ ამბიდან წელიწადნახევარში, 1345 წლის 28 ივლისს დედოფალი სანჩია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნეაპოლში.
 
== ლიტერატურა ==