ვენცელი (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ვენცელი''' ([[გერმ.]] Wenzel, [[ჩეხ.]] Václav, [[იტალ.]] Venceslao;) ([[26 თებერვალი]] [[1361]] - [[16 აგვისტო]] [[1419]]) [[ლუქსემბურგის დინასტია|ლუქსემბურგის დინასტიიდან]]. გერმანელთა მეფე და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორი. [[1378]] - [[1400]] წლებში, [[ჩეხეთი]]ს მეფე 1378 - 1419 წლებში, [[კარლ IV (სრი)|კარლ IV]]-სა და [[ანა შვეიდენელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1370]] წელს იოანაზე, [[ბავარია|ბავარიის]] ჰერცოგის, ალბერტის ასულზე და [[1389]] წელს სოფიაზე, ბავარიის ჰერცოგის, იოანეს ასულზე.
 
== ბიოგრაფია ==
===მეფობა===
ვენცელს სამეფო ძალაუფლება მემკვიდრეობით ერგო 18 წლის ასაკში. იგი უზრუნველი და თვითნება ახალგაზრდა იყო, ძალიან ადრე შეეგუა ფუფუნებას, მბრძანებლობას და წარუმატებლობის შემთხვევაში ტოვებდა საქმეს. იგი არ იყო სულელი, მაგრამ სუსტი ხასიათის იყო, კაპრიზებზე აყოლებული მოქმედებდა. იგი კვირების განმავლობაში ნადირობდა და ავიწყდებოდა საქმე. ნადირობას მან თავი იმის შემდეგაც არ მიანება, როდესაც მონადირე ძაღლებმა დაღრღნეს საძინებელში მისი პირველი ცოლი იოანა. ამის გარდა, დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო და უფრო ლოთდებოდა და სიმთვრალეში ბევრ ტირანულ საქციელს ჩადიოდა. თუმცა როდესაც ფხიზელი იყო და საღ გონებაზე, იგი თავს ავლენდა როგორც სამართლიანი და საერთო კეთილდღეობაზე მზრუნველი მმართველი, მაგრამ მისი ქვეშერდომებისთვის ეს არ იყო საკმარისი, თანამედროვეთა აზრით ვენცელი სრულიად უვარგისი მმართველი იყო. მას მმართველობა ძალიან მძიმე დროს მოუწია.
 
Line 9 ⟶ 11:
 
მტრები ისევ გაერთიანდნენ მის წინააღმდეგ. ისინი ერთსულოვანნი იყვნენ და მეფეზე უკეთ მოქმედებდნენ, რომელსაც არც არმიასთან არც მარკგრაფ იობსტთან შეეძლო მორიგება. [[1396]] წლის დასაწყისში ვენცელი პრაღაში ჯალათთან ერთად დადიოდა და ვისაც მტრად მიიჩნევდა, ბრძანებდა მის მოკვლას საკუთარი სახლების წინ. აჯანყების საშიშროებამ მას აიძულა შერიგებაზე ეფიქრა.
===გადაყენების შემდეგ===
საფრთხე სხვა მხრიდან მოვიდა. გერმანიაში უკვე დიდი ხანია უკმაყოფილება სუფევდა მეფის გულგრილობის გამო. დიდებულები ბჭობდნენ უვარგისი მეფის გაგდებაზე. ბევრი თვლიდა, რომ უკეთესი იქნება თუ კი მეფე გერმანელი იქნება. [[1400]] წლის [[აგვისტო]]ში 4 [[კურფიურსტი]] შეიკრიბა [[ობერლანშტეინი|ობერლანშტეინში]], გადააყენეს ვენცელი და მის ნაცვლად პფალცგრაფი [[რუპრეხტ I (სრი)|რუპრეხტ I]] აირჩიეს.
 
[[1401]] წელს ახალი იმპერატორის ლუდვიგი, არმიის სათავეში, ჩეხეთში ჩავიდა. ბევრმა ჩეხმა დიდებულმა მას მხარი დაუჭირა. ვენცელს პრაღაში ალყა შემოარტყეს და მალე მტრების ყველა მოთხოვნებზე დათანხმდა. მმართველობა სახელმწიფო საბჭოს გადაეცა, ხოლო მეფე ფაქტიურად უუფლებო გახდა. მის ნაცვლად, მისი ძმა, [[უნგრეთი]]ს მეფე, [[ზიგიზმუნდი (სრი)|ზიგიზმუნდი]] მმართველობდა. მან ბრძანა ვენცელის დაპატიმრება და [[ავსტრია]]ში გაგზავნა. ამჯერად იგი წელიწად ნახევარი იყო ტუსაღი. [[1403]] წელს სიგიზმუნდი უნგრეთში დაბრუნდა და იმავე წლის ნოემბერში ვენცელი გაიქცა ციხიდან.
===ჩეხეთში თავიდან გამეფება===
ვენცელი ჩეხეთში დაბრუნდა, სადაც კარგად შეხვდნენ, რადგან მისი ძმით უკმაყოფილონი იყვნენ. ამიერიდან ვენცელი უფრო გონივრულად იქცეოდა და შეძლო ტახტზე დამკვიდრება. მან მმართველობა საკმაოდ კარგად განაგრძო. მხოლოდ უკანასკნელ წლებში დაიწყო ახალი არეულობები. ვენცელი არაფერს ცუდს არ ხედავა [[იან ჰუსი]]ს შეხედულებებში და უფლება მისცა პრაღაში ექადაგა. იგი, როგორც ყველა ჩეხი შეშფოთებული იყო ჰუსის დაწვის გამო [[1415]] წელს. როდესაც [[1418]] წელს [[რომის პაპი|პაპმა]] [[მარტინ V]]-მ განაახლა პაპი ბონიფაციუსის [[ინკვიზიცია|საინკვიზიციო]] [[ბულა]] და მოითოვა, რომ საერო ხელისუფლებას ედევნა ეკლესიის მიერ ერეტიკობაში ბრალდებულნი, ვენცელი ამას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ პაპი მას სასამართლოთი დაემუქრა, ხოლო მისმა ძმამ კი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იმპერატორად იყო არჩეული, უარყო იგი, როგორც ერეტიკოსი. ვენცელს შეეშინდა და [[1419]] წელს ბრძანა, რომ საერო სასამართლოებს განეხილათ ერეტიკოსთა საქმეები. საპასუხოდ მთელმა პრაღამ იარაღი აიღო ხელში. მეფემ თავი [[ვენცელშტაინი|ვენცელშტაინს]] შეაფარა და მალე ინსულტით გარდაიცვალა.
 
==წყარო==
*Рыжов, K. (1999). Энциклопедия - ''Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва.
{{თარგი:საღვთო რომის იმპერიის მონარქები}}
[[კატეგორია:ჩეხეთის მეფეები]]
[[კატეგორია:გერმანიის მეფეები]]
[[კატეგორია:საღვთო რომის იმპერატორები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1361]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1419]]
 
[[cs:Václav IV.]]
[[de:Wenzel (HRR)]]
[[et:Wenzel (Saksa kuningas)]]
[[es:Wenceslao de Luxemburgo]]
[[eo:Venceslao la 1-a (Sankta Romia Imperio)]]
[[fr:Venceslas Ier du Saint-Empire]]
[[it:Venceslao del Sacro Romano Impero]]
[[la:Venceslaus a Luxemburgio]]
[[lb:Wenzel II. vu Lëtzebuerg]]
[[nl:Wenceslaus van het Heilige Roomse Rijk]]
[[ja:ヴェンツェル (神聖ローマ皇帝)]]
[[pl:Wacław IV Luksemburski]]
[[uk:Вацлав IV]]
[[zh:瓦茨拉夫四世]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვენცელი_(სრი)“-დან