მომხმარებელი:Georgiano/სავარჯიშო2: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
 
სამონასტრო რესპუბლიკის ტერიტორია ემიჯნება [[სტაგირა-აკანთოსის მუნიციპალიტეტი|სტაგირა-აკანთოსის მუნიციპალიტეტს]], რომლისგანაც ის სიგრძეში დაშორებულია 9 კილომეტრიანი ღობით. პატარა სოფელი [[კარიესი (ათონი)|კარიესი]] არის ათონის მთის ადმინისტრაციული ცენტრი და [[სინოდი|სინოდის]] ადგილსამყოფელი.
 
== სამონასტრო ცხოვრება ==
ათონის მთის მონასტრებს [[ეკუმენიზმი|ეკუმენიზმის]] წინააღმდეგობის მრავალწლიანი ისტორია გააჩნიათ, კერძოდ კი იმ მოძრაობისა, რომელიც [[კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია|კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიასა]] და [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკური ეკლესიას]] შორის შერიგებას მოითხოვს. თვალსაჩინოა [[ესთიგმენის მონასტერი]], რომელმაც 1972 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქ [[ათენაგორა (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ათენაგორა I]]-ის და პაპი [[პავლე VI]]-ის შეხვედრის გაპროტესტების მიზნით აღმართა შავი დროშები. ესთიგემენის წარმომადგენლები გააძევეს ათონის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან. კონფლიქტი გამწვავდა 2002 წელს, როდესაც პატრიარქმა [[ბართლომე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ბართლომე I-მა]] ესთიგმენის საძმო უკანონოდ გამოაცხადა და მათი განდევნა ბრძანა. ბერებმა გასახლება არ ისურვეს, რის შემდეგაც პატრიარქმა მათი ჩანაცვლების მიზნით ახალი საძმო ჩამოაყალიბა.
 
ათონის მთის მოსახლეობის რაოდენობის მინიმუმი 1971 წელი იყო; რა დროსაც აქ 1145 ხანში შესული ბერები მოღვაწეობდა. შემდეგში ამ მხრივ მდგომარეობა გამოსწორების გზას დაადგა. 2000 წლისთვის ბერების რაოდენობამ 1610-ს მიაღწია. 20 მონასტერმა და მათთან დაკავშირებულმა სკიტებმა ახალგაზრდა და განათლებული ბერები მიიღო. 2009 წლისთვის მოსახლეობამ თითქმის 2000 მიაღწია.<ref name="Draper">Robert Draper, [http://ngm.nationalgeographic.com/2009/12/athos/draper-text "Mount Athos"] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20110811023226/http://ngm.nationalgeographic.com/2009/12/athos/draper-text|date=11 August 2011}}, ''National Geographic'' magazine, December 2009</ref> ახალგაზრდა ბერებს უმაღლესი განათლება და განვითარებული უნარჩევები გააჩნდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა ათონის მთის უზარმაზარ საცავეებში ემუშავათ სხვადასხვა ხელნაწერებთან თუ საღვთისმეტყველო საგნებთან, რომლის უმრავლესობა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება. განახლების პროცესი რანდემიმე ათწლეულში უნდა დასრულდეს, საარქივო სამუშაობის წარმართვა ხორციელდება [[იუნესკო|იუნესკოსა]] და [[ევროკავშირი|ევროკავშირის]] დაფინანსებით და მრავალი აკადემიური ინსტიტუტების დახმარებით. ათონის მთის თანამედროვე სამონასტრო ცხოვრება ასახულია გრემ სპიკის წიგნში სახელწოდებით: ''Mount Athos. Renewal in Paradise.''<ref name="Speake2014">{{cite book|title=Mount Athos. Renewal in Paradise|author=Graham Speake|date=2014|publisher=Denise Harvey|isbn=978-960-7120-34-2}}.</ref>
 
2018 წელს ათონის მთაზე ადგილი ჰქონდა [[საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობა|საბერძნეთ-რუსეთის ურთიერთობების]] დაძაბულობას. საბერძნეთის მთავრობამ არ დაუშვა რუსი სასულიერო პირები ათონის მთის მონასტრებში, ხოლო მედიაში გავრცელებული იყო ბრალდება რუსეთის მთავრობის მიერ ათონის მთის სადაზვერვო ოპერაციების ბაზად გამოყენების თაობაზე.<ref>{{cite news|last1=Smith|first1=Helena|date=11 August 2018|title=Greece accuses Russia of bribery and meddling in its affairs|language=en|work=The Guardian|url=https://www.theguardian.com/world/2018/aug/11/greece-accuses-russia-bribery-meddling-macedonia-deal|accessdate=11 August 2018}}</ref> ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა ოქტომბერში მას შემდეგ, როცა [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის მართმადიდებლურმა ეკლესიამ]] საკუთარ მრევლს მოუწოდა, რომ არ მოენახულებინათ კონსტანტინოპოლის პატრიარქ [[ბართლომე I]]-ის კონტორლის ქვეშ არსებული ადგილები, მათ შორის ათონის მთაც.<ref>{{cite news|last1=MacFarquhar|first1=Neil|date=20 October 2018|title=Mount Athos, a Male-Only Holy Retreat, Is Ruffled by Tourists and Russia|language=en|work=The New York Times|url=https://www.nytimes.com/2018/10/20/world/europe/mount-athos-greece-russia-eastern-orthodox-church.html?rref=collection%2Fspotlightcollection%2Fdispatches-international|accessdate=26 October 2018}}</ref>
 
== პოლიტიკა ==