ვენცელი (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ვენცელი '''ვენცელი''' (გერმ. Wenzel, ჩეხ. Václav, ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Die deutschen Kaiser Wenzel.jpg|thumb|ვენცელი]]
'''ვენცელი''' ([[გერმ.]] Wenzel, [[ჩეხ.]] Václav, [[იტალ.]] Venceslao;) ([[26 თებერვალი]] [[1361]] - [[16 აგვისტო]] [[1419]]) [[ლუქსემბურგის დინასტია|ლუქსემბურგის დინასტიიდან]]. გერმანელთა მეფე და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის]] იმპერატორი. [[1378]] - [[1400]] წლებში, [[ჩეხეთი]]ს მეფე 1378 - 1419 წლებში, [[კარლ IV (სრი)|კარლ IV]]-სა და [[ანა შვეიდენელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[1370]] წელს იოანაზე, [[ბავარია|ბავარიის]] ჰერცოგის, ალბერტის ასულზე და [[1389]] წელს სოფიაზე, ბავარიის ჰერცოგის, იოანეს ასულზე.
 
ვენცელს სამეფო ძალაუფლება მემკვიდრეობით ერგო 18 წლის ასაკში. იგი უზრუნველი და თვითნება ახალგაზრდა იყო, ძალიან ადრე შეეგუა ფუფუნებას, მბრძანებლობას და წარუმატებლობის შემთხვევაში ტოვებდა საქმეს. იგი არ იყო სულელი, მაგრამ სუსტი ხასიათის იყო, კაპრიზებზე აყოლებული მოქმედებდა. იგი კვირების განმავლობაში ნადირობდა და ავიწყდებოდა საქმე. ნადირობას მან თავი იმის შემდეგაც არ მიანება, როდესაც მონადირე ძაღლებმა დაღრღნეს საძინებელში მისი პირველი ცოლი იოანა. ამის გარდა, დროთა განმავლობაში იგი სულ უფრო და უფრო ლოთდებოდა და სიმთვრალეში ბევრ ტირანულ საქციელს ჩადიოდა. თუმცა როდესაც ფხიზელი იყო და საღ გონებაზე, იგი თავს ავლენდა როგორც სამართლიანი და საერთო კეთილდღეობაზე მზრუნველი მმართველი, მაგრამ მისი ქვეშერდომებისთვის ეს არ იყო საკმარისი, თანამედროვეთა აზრით ვენცელი სრულიად უვარგისი მმართველი იყო. მას მმართველობა ძალიან მძიმე დროს მოუწია.
 
ჩეხეთი მან მემკვიდრეობით აყვავებული მიიღო, ხოლო [[გერმანია]]ში სრული არეულობა სუფევდა. მმართველობის პირველ წლებში ვენცელი ცდილობდა მოერიგებინა ერთმანეთში დაპირისპირებული პარტიები, მაგრამ ეს მის ძალებს აღემატებოდა. თან უსასრულო ქიშპობა მალე მას მობეზრდა და მან ხელი ჩაიქნია გერმანიის საქმეებზე. იგი უმეტეს დროს ჩეხეთში ატარებდა, სადაც ჯერ კიდევ სუფევდა მამამისის მიერ დამყარებული წესრიგი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვენცელი_(სრი)“-დან