სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 113:
 
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Surprizi|Surprizi]].|22|05|2021}}
 
საქართველოს მთიანეთის ზოგიერთი კუთხის მოსახლეობამ ქართლ-კახეთის რუსეთტან შეერთება არ სცნო და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ესწრაფვოდა. ამ დროს მეფის მთავრობის წინაშე სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები წამოიჭრა და იგი საქართველოს მთაინეთის მშვიდობიანად შეერთებას ცდილობდა. შემდეგში ცარიზმს საქართველოს მთიანეთის შეერთებისათვის აქტიურად ზრუნვის საშუალეა მიეცა და მოქმედებას შეუდგა, მაგრამ ზოგან, მათ შორის სვანეთში, მოსახლეობის მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. რუსეთთან შეერთების დროისათვის სვანეთი დაყოფილი იყო შემდეგ ნაწილებად:
*ქვემო ანუ „ცხენისწყალის ხეობის“ სვანეთი:
**ლენტეხის თემი (12 სოფელი) დადიანებს ეკუთვნის;
**ჩოლურის თემი (9 სოფელი) გარდაფხაძეებისაა;
**ლაშხეთის თემი (15 სოფელი) გელოვანთა და აზნაურთა ხელშია.
*ბალსქვემო სვანეთი:
**„ჩუბეს ჴევი“ (20 სოფელი) — დადიშქელიანთა უფროსი შტო;
**ბეჩო-ეცერ-ცხუმარის თემი (12 სოფელი) — დადიშქელიანთა უმცროსი შტო.
*ბალსზემო სვანეთი:
**უშგულის თემი (4 სოფელი);
**კალას თემი (7 სოფელი);
**იფარის თემი (3 სოფელი);
**წვირმის თემი (6 სოფელი);
**ჰადიშის თემი (1 სოფელი);
**მულახის თემი (7 სოფელი);
**მესტიის თემი (4 სოფელი);
**ლენჯერის თემი (5 სოფელი);
**ლატალის თემი (11 სოფელი).
 
მეფის მთავრობის ზოგიერთი მოხელე სვანეთს მთელი დასავლეთ კავკასიის სტრატეგიული პლაცდარმის მნიშვნელობას ანიჭებდა. სამხედრო შტაბის ოფიცრის შახოვსკის შეხედულებით, სვანეთის ხელში ჩაგდებით რუსეთს შეეძლო იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სხვათა თავის კონტროლქვეშ მოქცევა<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_08.djvu Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VIII, №352, Тифлис, 1881, ст. 465-467]</ref>. პოლკოვნიკ უსლარის განცხადებით, სვანეთი არამარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაის მნიშვნელოვან დასაყრდენსაც წარმოადგენდა.
 
მეფის მთავრობამ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოაგვარა ქვემო სვანეთის შეერთება. მისი საკითხი ფაქტიურად 1804 წელს სამეგრელოს სამთავროს შეერთებით გადაჭრა. გრიგოლ დადიანის მიერ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლაზე დადებულ „ხელშეკრულებაში“ არა მარტო სამეგრელოს, არამედ ქვემო სვანეთის შეერთებაზეც იყო საუბარი. უფრო მეტიც, დადიანის „სათხოვარ პუნქტებში“ ქვემო სვანეთის წიაღისეული სიმდიდრეც რუსეთის საკუთრებად იყო გამოცხადებული. რაკი ქვემო სვანეთის ნაწილი უშუალოდ დადიანის ხელში იყო, ჩოლურსა და ლაშხეთს დამოუკიდებელი არსებობის საშუალება ესპობოდათ და იძულებული იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყვნენ.