სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 133:
**ლატალის თემი (11 სოფელი).
 
მეფის მთავრობის ზოგიერთი მოხელე სვანეთს მთელი დასავლეთ კავკასიის სტრატეგიული პლაცდარმის მნიშვნელობას ანიჭებდა. სამხედრო შტაბის ოფიცრის შახოვსკის შეხედულებით, სვანეთის ხელში ჩაგდებით რუსეთს შეეძლო იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და სხვათა თავის კონტროლქვეშ მოქცევა<ref>[https://commons.wikimedia.org/wiki/File:%D0%90%D0%BA%D1%82%D1%8B_%D1%81%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B5_%D0%9A%D0%B0%D0%B2%D0%BA%D0%B0%D0%B7%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%B0%D1%80%D1%85%D0%B5%D0%BE%D0%B3%D1%80%D0%B0%D1%84%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B9_%D0%BA%D0%BE%D0%BC%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B5%D0%B9_%D0%A2%D0%BE%D0%BC_08.djvu Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. VIII, №352, Тифлис, 1881, ст. 465-467]</ref>. პოლკოვნიკ უსლარის განცხადებით, სვანეთი არამარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაის მნიშვნელოვან დასაყრდენსაც წარმოადგენდა.
 
მეფის მთავრობამ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოაგვარა ქვემო სვანეთის შეერთება. მისი საკითხი ფაქტიურად 1804 წელს სამეგრელოს სამთავროს შეერთებით გადაჭრა. გრიგოლ დადიანის მიერ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლაზე დადებულ „ხელშეკრულებაში“ არა მარტო სამეგრელოს, არამედ ქვემო სვანეთის შეერთებაზეც იყო საუბარი. უფრო მეტიც, დადიანის „სათხოვარ პუნქტებში“ ქვემო სვანეთის წიაღისეული სიმდიდრეც რუსეთის საკუთრებად იყო გამოცხადებული. რაკი ქვემო სვანეთის ნაწილი უშუალოდ დადიანის ხელში იყო, ჩოლურსა და ლაშხეთს დამოუკიდებელი არსებობის საშუალება ესპობოდათ და იძულებული იყვნენ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყვნენ.
 
==ლიტერატურა==