ხსნის კავშირი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
(განსხვავება არ არის)

15:16, 22 მაისი 2021-ის ვერსია

ხსნის კავშრი (რუს. Союз спасения) ასევე ცნობილი, როგორც „სამშობლოს ჭეშმარიტი და ერთგული შვილების საზოგადოება“ (რუს. Общество истинных и верных сынов отечества) — დეკემბერისტების საიდუმლო პოლიტიკური საზოგადოება, ჩამოყალიბდა 1817 წელს.

დეკაბრისტები სენატის მოედანზე

1816 წელს, ალექსანდრე მურავიოვის ინიციატივით რუსეთის არმიის ახალგაზრდა ოფიცრებმა ჩამოაყალიბეს „ხსნის კავშირი“. პირველმა წევრებმა მონაწილეობა მიიღეს 1812 წლის პატრიოტულ ომში და 1813-1814 წლების უცხოეთის კამპანიებში. კავშირი ითვლიდა 30-მდე წევრს, მათ შორის იყო: ნიკიტა მურავიოვი, სერგეი მურავიოვ-აპოსტოლი, ივან იაკუშკინი, პავლე პესტელი, ევგენი ობოლენსკი, ივან პუშჩინი, მიხაილ ლუნინი და სხვა. 1817 წელს მათ მიიღეს კავშირის ქარტია და მას „სამშობლოს ჭეშმარიტი და ერთგული შვილების საზოგადოება“ უწოდეს. კავშირი მიზნად ისახავდა საიმპერატორო ტახტის გადაცემის პერიოდში სამხედრო აჯანყების გზით ბატონყმობის გაუქმებას და კონსტუტუციური მონარქიის შემოღებას. ძალაუფლების ხელში აღებამდე, კავშირის წევრები საზოგადოების გავლენის განვრცობას ხელისუფლების სტრუქტურებში, სამხედრო და სამოქალაქო პოსტების უზრუნველყოფის გზით და საზოგადოებრივი აზრის შექმნით ცდილობდნენ.

კავშირის წევრები სამ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ — ბოიარი (боляре), მუჟი (мужи), და ბრატია (братья). შეთქმულების წევრთა მხოლოდ პირველმა ორმა კატეგორიამ იცოდა საზოგადოების საბოლოო მიზნის შესახებ. დაბალი რანგის წევრები კი მაღალი რანგის წევრებს მორჩილებდნენ. ახალი წევრის მიღება, ისევე, როგორც საზოგადოების შიგნით დაწინაურება უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ხდებოდა. ინიციაციები და დაწინაურებები მასონებისმაგვარი რიტუალებისა და ფიცის რთულ სისტემას ეფუძვნებოდა.

კავშირში იკვეთებოდა ორი ტიპის დაჯგუფება — რადიკალები და ზომიერები. ისინი განიხილავდნენ საზოგადოების ტაქტიკებსა და სტრუქტურაზე, რომელსაც ზოგიერთი მათგანი უკიდურესად რთულად და განმარტოვებულად აღიქვამდა. კავშირის წევრებმა შეიმუშავეს რამდენიმე რეგიციდული პროექტი, თუმცა დაფინანსების არარსებობისა და საზოგადოების მხრიდან მოუმზადებლობის გამო მათზე უარი ითქვა. ამის შემხედვარე კავშირის წევრებმა გადაწყვიტეს კავშირის დაშლა და ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელიც ეყოლებოდა უფრო მეტი წევრი და უფრო კომპეტენტური იქნებოდა. თავდაპირველად მათ დაარსეს გარდამავალი ორგანიზაცია, რომელსაც „სამხედრო საზოგადოება“ ეწოდა, ხოლო 1818 წელს — „კეთილდღეობის კავშირი“.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში