ლიაო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:KhitanAD1000.png|250პქ|მინი|მარჯვნივ|ლიაო დაახლ. [[1000]] წელს.]]
'''ლიაო''' ({{ჩინური|遼朝|辽朝|Liao chao}}) — [[კიდანები]]ს სახელმწიფო [[აღმოსავლეთი აზია|აღმოსავლეთ]] და [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]] [[X საუკუნე|X]]–[[XIII საუკუნე]]ებში. ახლანდელი [[შიდა მონღოლეთი]]ს ტერიტორიაზე მომთაბარე კიდანთა ერთ-ერთმა ბელადმა, [[აბაოძი]]მ (აბუგი; [[872]]–[[926]]) [[907]] წელს შეიჭრა ჩინელთა მიწებზე და [[916]] წელს თავი თავის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ([[947]] წლამდე ეწოდებოდა კიდანი) იმპერატორად (ტაი-ძუ) გამოაცხადა. არმიის რეორგანიზების შედეგად თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა კიდანთა 8 ტომი, დაიმორჩილა მეზობელი [[ჯურჯენები|ჯურჯენთა]] და [[შივეი]]ს ტომები, დაიპყრო ჩრდილოეთ ჩინეთის ნაწილი (დღევანდელი [[ხებეი]]ს პროვინციის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები) და [[926]] წელს — [[ბოხაი]]ს სახელმწიფო. ჩინეთის მორიგი პოლიტიკური კრიზისის გამოყენებით ხარკი დაადო [[ხუთი დინასტიის ეპოქა|ხუთი დინასტიის ეპოქის]] სამეფოებს. ლიაოს აყვავების ხანაა [[X საუკუნე|X]]–[[XI საუკუნე]]ები. ამ პერიოდში ლიაო გადაიჭიმა [[იაპონიის ზღვა|იაპონიის ზღვიდან]] აღმოსავლეთ [[თურქესტანი (რეგიონი)|თურქესტანამდე]] და წარმოადგენდა აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს. ლიაოში აშენდა ქალაქები, გზები, განვითარდა სოფლის მეურნეობა (უპირატესად [[მესაქონლეობა]]), ხელოსნობა და ვაჭრობა. შემუშავდა ორი იეროგლიფური ანბანი [ე. წ. დიდი ([[920]]) და პატარა ([[925]]) დამწერლობა], დაიწყო სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება, შემოიღეს ახალი კალენდარი ([[947]]), შეიქმნა განათლების სისტემა, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლები, გაიშალა [[ჩინეთიზაცია|ჩინეთიზაციის]] პროცესი ცხოვრების ყველა სფეროში. [[947]] წელს სახელმწიფოს დიდი ლიაო ეწოდა, [[983]] — წელს კიდანების დიდი სახელმწიფო, [[1066]] წელს — ისევ დიდი ლიაო. [[1005]] წელს ლიაო თავს დაესხა ჩინეთის [[სუნის დინასტია|სუნის იმპერიას]], წაართვა მას 16 ჩრდილოური ოლქი და ხარკი დააკისრა. ამის მიუხედავად, ლიაოს შიდა ვითარება არასტაბილური იყო, [[1110]] და [[1118]] წელს სხვადასხვა ტომებისა და ქალაქების აჯანყებებმა მისი ძლიერება შეარყია. [[1113]] წელს [[აგუდა]]მ, ჯურჯენების ბელადმა ვანიანის გვარიდან, აჯანყება მოაწყო და [[1115]] წელს თავი ახალი სახელმწიფოს, [[ძინის დინასტია (1115-1234)|ძინის]] იმპერატორად გამოაცხადა, რომელმაც [[1125]] წელს ლიაო გაანადგურა.
 
კიდანთა ნაწილი, რომლებმაც მოგვიანებით [[ყარახატაელები]]ს სახელი მიიღეს, მხედართმთავარ [[ელიუი დაში]]ს ([[1087]]–[[1143]]) მეთაურობით წავიდა [[შუა აზია]]ში. მათ დაიმორჩილეს [[ყარახანიდები]]ს სახელმწიფო, [[1141]] წელს [[კატვანის ბრძოლა]]ში გაანადგურეს [[სელჩუკთა სახელმწიფო|სელჩუკთა]] სულთან [[აჰმედ სანჯარი|სანჯარის]] ([[1118]]–[[1157]]) მებრძოლები, რის შემდეგაც თავიანთი ძალაუფლება თითქმის მთელ თურქესტანზე გაავრცელეს. მათ მიერ მდინარე [[ჩუ (მდინარე)|ჩუზე]] ჩამოყალიბებული სახელმწიფო დედაქალაქით ხუსიორდო ([[ბალასაგუნი]]), რომელსაც ჩინურ წყაროებში დასავლეთი ლიაო ეწოდება, არსებობდა [[1218]] წლამდე, სანამ [[ჩინგიზ-ყაენი]] არ გაანადგურებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიაო“-დან