ფილიპე II (ესპანეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 254:
 
აღსანიშნავია ისიც, რომ 1557 წელს ფილიპემ ფლანდრიაში ფრანგების დამარცხების აღსანიშნავად გადაწყვიტა აეშენებინა სასახლე-მონასტერი, სადაც ასევე განისვენებდა ესპანეთის ყველა მონარქი, რომელსაც შემდეგში [[ესკორიალი]] ეწოდა. მშენებლობა1563 წელს დაიწყო და იგი 21 წელს გაიწელა, მისი მთავარი არქიტექტორი კი თავად [[მიქელანჯელო ბუონაროტი|მიქელანჯელოს]] ნამოწაფარი ხუან ბაუტისტა დე ტოლედო იყო. მშენებლობა 1584 წელს დასრულდა და ფილიპემ მოახერხა განეხორციელებინა თავისი ოცნება: ესკორიალის ესპანეთის მონარქთა პანთეონად და სასახლედ ქცევა. დღეისათვის ესპანეთის გარდაცვლილი მეფეები, დედოფლები, ინფანტები და ტახტის მემკვიდრეები სწორედ აქ განისვენებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა საკუთრივ ესკორიალისა, რომელიც ესპანური მონარქიის სიმბოლოდ იქცა, ფილიპეს სახელს არაერთი სასახლის მშენებლობა და ეკლესია-მონასტრის რესტავრაცია მიეწება.
[[ფაილი:Cenotafio de Felipe II y su familia.jpg|მინი|321x321პქ|ფილიპეს აკლდამა ესკორიალში]]
 
== უკანასკნელი წლები და გარდაცვალება ==
სიცოცხლის უკანასკნელი წლების განმავლობაშიც კი, ფილიპე პოლიტიკურად აქტიური მონარქი იყო. იგი ბოლომდე იბრძოდა ინგლისის წინააღმდეგ და ცდილობდა ნიდერლანდებში დაკარგული ძალაუფლების აღდგენას. 1595 წელს ფილიპემ პორტუგალიიდან დააბრუნა თავისი ერთგული დისწული, [[ალბერტ VII ავსტრიელი|ალბერტ ავსტრიელი]], რომელიც რამდენიმე წელიწადში, თავის გარდაცვალებამდე სულ ოთხი თვით ადრე, 1598 წლის 6 მაისს თავის უფროს ქალიშვილ [[ისაბელ კლარა ეუხენია|ისაბელ კლარა ეუხენიაზე]] დააქორწინა. ფილიპეს ანდერძის თანახმად მთელი ნიდერლანდები მისი დაღუპვის შემდეგ სწორედ მათ უნდა დარჩენოდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფილიპე ხვდებოდა, ნიდერლანდელები არ შეეგუებოდნენ ესპანელების ბატონობას, ისაბელისა და ალბერტის სახით კი მათ თავიანთი მთავრობა ეყოლებოდათ, რომლის სათავეშიც მაინც [[ჰაბსბურგები]] იქნებოდნენ.
[[ფაილი:Luigi Mussini- Leonardo da Cutro e Ruy Lopez giocano a scacchi alla corte di Spagna.jpg|მინი|364x364პქ|ხანში შესული ფილიპე II ოჯახსა და მრჩევლებთან ერთად, შესრულებულია 1883 წელს, ჯოვანი ლეონარდო დი ბონა-მუსინის მიერ.]]
 
1597 წლიდან ფილიპეს ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა. მისთვის განსაკუთრებულად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა მისი საყვარელი ქალიშვილის, სავოიის ჰერცოგინია [[კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი|კატალინა მიკაელას]] გარდაცვალება, რომელიც 1597 წლის 6 ნოემბერს, 30 წლისა გადაჰყვა მშობიარობას. მალევე მსგავსად მისი მეორე ცოლისა, ფილიპესაც [[სიმსივნე|სიმსივნის]] დიაგნოზი დაუსვეს, რითაც იგი მალევე, 1598 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა, 71 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისსავე აგებულ ესკორიალის სასახლეში მისი სამი ცოლის: მარია პორტუგალიელის, ელიზაბეტ დე ვალუასა და ანა ავსტრიელის და ასევე უფროსი ძის, პრინცი დონ კარლოსის გვერდით. მის შემდეგ ტახტი მისმა ოცი წლის ძემ, [[ფილიპე III (ესპანეთი)|ფილიპე III]]-მ დაიკავა.
 
== მემკვიდრეობა ==
[[ფაილი:Felipe II de España 01.jpg|მარცხნივ|მინი|477x477პქ|ფილიპე II-ის ძეგლი საბატინის ბაღებში, მადრიდი, შესრულებულია 1750-53 წლებში ფილიპე დე კასტროს მიერ.]]
 
== ოჯახი და პირადი ცხოვრება ==
Line 447 ⟶ 451:
=== საყვარლები და უკანონო შვლები ===
 
* [[ფაილი:Luigi Mussini- Leonardo da Cutro e Ruy Lopez giocano a scacchi alla corte di Spagna.jpg|მინი|364x364პქ|ხანში შესული ფილიპე II ოჯახსა და მრჩევლებთან ერთად, შესრულებულია 1883 წელს, ჯოვანი ლეონარდო დი ბონა-მუსინის მიერ.]]ისაბელ ოსორიო (1522-1589), ფილიპეს სამეფო საყვარელი, იყო მისი დის სეფექალი. ფილიპეს მისგან ორი უკანონო ვაჟი ჰყავდა: ბერნარდინო და პედრო (1545-1610), თუმცა მას ისინი თავის შვილებად არასოდეს უცვნია, ამიტომაც დედის გვარს ატარებდნენ;
* ევფრასია დე გუსმანი (1540-1599), ფილიპეს სამეფო საყვარელი 1559-1564 წლებში. ამ დროს მეფე ელოდა, რომ მისი მესამე მეუღლე, დედოფალი ელიზაბეტ დე ვალუა, რომელიც ქორწინებისას 14 წლის იყო, ზრდასრული ასაკის მიღწევას, მანამდე კი ევფრასიასთან ჰქონდა ურთიერთობა. მისგან მეფეს ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა ფილიპეს არც ისინი უცვნია თავის შვილებად და მათი სახელებიც არაა ცნობილი;