მთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მთა
212.58.103.207-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Damavand in winter.jpg|მინი|მთა [[დემავენდი]], [[ირანი]]]]
[[ფაილი:Aiguille du Dru 3.jpg|მინი|[[პტი-დრიუ]], [[საფრანგეთის ალპები|საფრანგეთის ალპებში]]]]
'''მთა''' — მნიშვნელოვანი სიდიდის იზოლირებული ბუნებრივი ამაღლება ხმელეთის მეტნაკლებად მოვაკებულ ზედაპირზე. მისი ელემენტებია: [[მწვერვალი]] — უმაღლესი წერტილის მიმდებარე ზედაპირი; ძირი — ფუძე ზედაპირის მკაფიოდ გამოსახული გარდატეხის ხაზი, რომელიც უწყვეტად შემოფარგლავს მთას; კალთები — მწვერვალიდან მთის ძირამდე დაშვებული ფერდობი.
== მთა- მთა არის ძალიან მაგარი რაღაც მანდ დასვენება ასწორებს და მანდ რამდენჯერმე ვიყავი წასული და ლობიანები ვჭამე. ==
 
განარჩევენ მაღალ (ალპურ), საშუალო სიმაღლისა და დაბალ მთებს რელიეფით, [[ფლორა|ფლორით]] და [[ფაუნა|ფაუნით]].
ასეთი დაყოფა პირობითია, რადგან სიმაღლითა ერთიანი, საყოველთაოდ მიღებული გრადიცია არ არსებობს, იგი იცვლება [[გეოგრაფიული განედი]]სა [[კლიმატი|კლიმატური პირობების]] (უმთავრესად [[თოვლის მიჯნა|თოვლის მიჯნის]] სიმაღლის) შესაბამისად. ასეთი დაყოფა მოსახერხებელია ერთნაირ გეოგრაფიულ პირობებში მდებარე მთების შესადარებლად და გამართლებულია იმით, რომ მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული მორფოლოგიური სახე აქვთ: მაღალ მთებს ახასიათებს ძველი და თანამედროვე გამყინვარებისა და ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვისაგან დაკბილული მწვერვალები, გაშიშვლებული ციცაბო კალთები (მის კალთებზე არ იზრდება არც მცენარეულობა და არც ცხოველები ბინადრობენ.), ხოლო საშუალო და დაბალ მთებს — მომრგვალებული მწვერვალები, გლუვი, დამრეცი კალთები, დაფარული გამოფიტვის ქერქით, ნიადაგითა და მცენარეულობით.
 
ერთმანეთზე გადაჯაჭვული ქედები და მთების მასივები ასეულ და ათასეულ კმ-ზე გაშლილ მთიან მხარეებს (მთებს) წარმოქმნიან (მაგ., [[კავკასიონი]], [[ურალის მთები]]). წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ტექტონიკურ, ეროზიულ და ვულკანურ მთებს. ტექტონიკური მთები ძირითადად წარმოიქმნება გეოსინკლინში შრეების ინტენსიური დანაოჭებისა და [[დედამიწის ქერქი]]ს აზევების შედეგად. ტექტონიკური სტრუქტურების შესაბამისად განარჩევენ [[ნაოჭა მთები|ნაოჭა]] და [[ლოდა მთები|ლოდა მთებს]]. ეროზიული მთები დედამიწის ქერქის მაღლა აზიდული ჰორიზონტული სტრუქტურების პლასტოსებრი ზედაპირის დანაწევრების შედეგია. ვულკანური მთები — [[ვულკანური კონუსი|ვულკანური კონუსების]], [[ლავური ნაკადი|ლავური ღვარების]], ტუფური საფრის ერთობლიობაა.
 
{{Commons|Gallery of mountains|Mountains}}
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|6|662|ტინტილოზოვი ზ.}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთა“-დან