ჩინეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 151:
ინგლის-ჩინეთის [[1840]]-[[1842]] წლების ომი და მისი შედეგები მეტამ მძიმე იყო ჩინეთის მშრომელებისათვის. გაიზარდა საგადასახადო ტვირთი, შრომითი ვალდებულებები და სხვა უცხოური საქონლის მოზღვავება ძირი გამოუთხარა ხელოსნობასა და შინამრეწველობას. ამის პასუხად გაძლიერდა მათი წინააღმდეგობა მჩაგვრელთა მიმართ. [[1841]]-[[1849]] წლებში ადგილი ჰქონდა 110 აჯანყებასა და მღელვარებას. [[1850]] წელს ტაიპინელთა რელიგიურმა სექტამ ხუნ სიუციუანის მეთაურობით გუანსის პროვინციაში მოაწყო აჯანყება მანჯურიელთა წინააღმდეგ. ტაიპინელთა რაზმებმა [[1853]] წელს აიღეს ნანკინი, რითიც ტაიპინელთა სახელმწიფო-სატახტო ქალაქი გახდა. [[1856]] წელს ტაიპინელთა თავკაცებს შორის მოხდა განხეთქილება, რამაც სერიოზულად დაასუსტა ტაიპინელთა სახელმწიფო. [[1856]] წელს ინგლისმა, შემდეგ საფრანგეთმა ახალი ომი გააჩაღეს ჩინეთის წინააღმდეგ (მეორე „ოპიუმის“ ომი), მათ დაამარცხეს მანჯურიელთა ჯარები და ტიანძინის ([[1858]]) და პეკინის (1860) ხელშეკრულებებით მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ჩინეთში. 60-იან წლებში დამდეგიდან ინგლისს-საფრანგეთმა და აშშ-მა გააძლიერეს დახმარება პეკინის მთავრობისადმი ტაიპინელთა წინააღმდეგ საბრძოლველედ. შინაგანი და გარეშე რეაქციის ერთობლივი ძალებით ტაიპინელთა აჯანყება ჩაახშვეს მანჯურიელებმა.
 
XIX საუკუნის ბოლოს ჩინეთში ჩამოყალიბდა კაპიტალისტური წყობილება, განვითარდა ეროვნული ბურჟუაზია, პროლეტალები და ბურჟუაზიული ინტელიგენცია. განვითარდნენ ახალი სამრეწველო-კულტურული ცენტრები (ტიანძინი, შანხაი, უხანი). ერთდროულად გაძლიერდა კაპიტალისტური სახელმწიფოების აგრესია, რომლებმაც მიიტანეს ჩინეთის ვასალური სახელმწიფოები (საფრანგეთმა — ვიეტნამი, ინგლისმა — ბირმა, [[1885]] წელს). [[1894]]-[[1895]] წლებში იაპონიას ომი ჰქონდა ჩინეთის წინააღმდეგ, რის შედეგად მიიტაცა კუნძულები ტაივანი, პენხულედაო და გააძლიერა თავისი გავლენა კორეაში. XIX საუკუნის დასასრულს იმპერიალისტურმა სახელმწიფოებმა მიიტაცეს ჩინეთის მთელი რიგი ნავსადგურები და ქვეყნის ცალკეული ნაწილები თავისი გავლენის სფეროდ გადააქციეს (გერმანიამ — შანდუნის პროვინცია, ინგლისმა — მდინარე იანძის აუზი, საფრანგეთმა — სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია, რუსეთმა — ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი, [[იაპონია]]მ — ფუძიანის პროვინცია). 1899 წელს აშშ-მა „ღია კარის“ დოქტრინით მთელ ჩინეთზე წამოაყენა პრეტენზია. ცინების მორიგმა კაპიტულაცია იმპერიალისტური მოძალადეების წინაშე აღაშფოთა ჩინელი ხალხი. იგი გამოვლინდა ტაივანისმოსახლეობის აჯანყებასა ([[1895]]) და სხვა სახალხო გამოსვლებში. [[1894]] წელს ჩაისახა რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობა [[სუნ იატსენსიიატსენი]]ს მეთაურობით. [[1894]] წელს მან დააარსა პირველი რევოლუციური ორგანიზაცია სინჯუხოი (ჩინეთის აღორძინების საზოგადოება). 1895-1898 წლებში დიდი გაქანება მოიპოვა ჩინეთის ბურჟუაზიის და მემამულეების ლიბერალ-რეფორმატორულმა მოძრაობამ კან იუვეის ხელმძღვანელობით. [[1898]] წლის ივნისში იმპერატორმა გუანსიუიმ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში მიიწვია რეფორმატორები („რეფორმების ასი დღე“). მათ დაიწყეს ბურჟუაზიული რეფორმების გატარება. მაგრამ რეფორმებით ჩინეთის გარდაქმნის მათი ცდა ჩაიშალა. დედოფალ ცისის მომხრეებმა [[1898]] წლის [[21 სექტემბერი|21 სექტემბერს]] მოაწყვეს სახელწმიფო გადატრიალება. რეფორმატორების ნაწილი სიკვდილით დაისაჯა, სხვები რეპრესირებულ იქმნენ. იმპერიალისტების მზარდმა თვითნებობამ და ტელეგრაფის მშენებლობამ [[1899]] წელს წარმოშვა მძლავრი ანტიიმპერიალისტური იხეტუანთა აჯანყება. 1900 წლის ივნისში აჯანყებულმა პეკინიც კი დაიკავეს. ამის პასუხად მოეწყო რვა სახელმწიფოს ([[ინგლისი]], [[აშშ]], [[იაპონია]], [[რუსეთი]], [[გერმანია]], [[იტალია]], [[ავსტრია-უნგრეთი]] და [[საფრანგეთი]]) ინტერვენცია ჩინეთში. იხეტუანთა აჯანყების დიდი გაქანებით დაშინებულმა ცისის მთავრობამ ომი გამოუცხადა ინტერვენტებს და აჯანყებულებს მიემხრო. [[1900]] წლის [[აგვისტო]]ში ინტერვენტებმა აიღეს პეკინი, მთავრობა სიანში გაიქცა. იხეტუანთა აჯანყებას დამარცხების მიუხედავად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ჩაშალა ჩინეთის დანაწილების იმპერიული გეგმები. XX საუკუნის დამდეგისათვის ჩინეთი ტიპური ნახევრად კოლონია იყო. ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობაში მომხდარმა ცვლილებებმა და ქვეყნის ნახევრად კოლონიურმა მდგომარეობამ ბიძგი მიცა რევოლუციური მოძრაობის განვითარებას. ჩინეთში აღმოცენდა ახალი რევოლუციური ორგანიზაციები. რევოლუციური მოძრაობის განვითარებაზე ჩინეთში დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის 1905-07 წლების რევოლუციამ, რომელმაც, ვლადიმერ ლენინის თქმით, „გამოაღვიძა აზია“. 1905 წელს სუნ იატსენმა იაპონიაში დააარსა რევოლუციური პარტია ტუნმენხოი, რომლის პროგრამა ითვალისწინებდა სამი სახის პრინციპის განხორციელებას (მანჯურიელთა დამხობა, რესპუბლიკის დამყარება და „მიწაზე უფლებების გათანაბრება“). [[1911]] წლის 10 ოქტომბერს ტუნმენხოის ხელმძღვანელობით დაიწყო სინხაის რევოლუცია. სინხაის რევოლუციამ დაამხო ცინების მონარქია, დაამყარა რესპუბლიკა. მაგრამ ვერ გადაწყვიტა ანტიიმპერიალისტრური და ანტიფეოდალური ამოცანები. ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს მემამულეებმა და კომპრადორული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა.
 
== ბუნება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩინეთი“-დან