შალვა ინალ-იფა: განსხვავება გადახედვებს შორის

აფხაზი ეთნოგრაფი და ისტორიკოსი
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
(განსხვავება არ არის)

17:14, 19 მაისი 2021-ის ვერსია

შალვა დენისის ძე ინალ-იფა (აფხ. Шьалуа Иналиҧа) (დ. 20 ოქტომბერი, 1916 — გ. 22 სექტემბერი, 1995) — აფხაზი ეთნოგრაფი, ისტორიკოსი და ლიტერატურთმცოდნე. ისტორიული მეცნიერებების დოქტორი.

შალვა ინალ-იფა
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1916(1916-10-20)
დაბ. ადგილი გუფი
გარდ. თარიღი 22 სექტემბერი, 1995(1995-09-22) (78 წლის)
გარდ. ადგილი სოხუმი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
 საქართველო
აფხაზეთის რესპუბლიკა
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

ინალ-იფას (ინალიშვილი) საგვარეულოს წარმომადგენელი. დაიბადა სოფელ გუფში, ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგი (ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი). 1941 წელს დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. ისტორიული მეცნიერების კანდიდატი (1948), სადისერტაციო თემა „Брачно-правовые нормы абхазов“. ისტორიული მეცნიერებების დოკტორი (1962), სადისერტაციო თემა — „Абхазы“. პროფესორი (1966).

1946 წლიდან მუშა­ობ­და აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში; 1958 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ­განყოფილების გამგე; 1968 წლიდან – დირექტორის მოადგილე. 1948 წლიდან მონაწილეობდა მრავალ საკავშირო და რეგიონალურ სესიებსა და კონფერენციებზე, ასევე მსოფლიო კონგრესებზე (მოსკოვი, 1964; ჩიკაგო, 1973).

გამოაქვეყნა 100 ნაშრომზე მეტი. მისი ძირითადი შრომები ეხება აფხაზთა ყოფისა და კულტურის პრობლემებს.

ოჯახი

  • მეუღლე — მირა კონსტანტინეს ასული ხოტელაშვილი — ისტორიკოსი, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომელი.

რესურსები ინტერნეტში