სვანეთის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 107:
სვანეთის სამთავრო დაახლოებით 66 სოფელს, 1000-მდე კომლს ანუ 9500–10000 სულ მცხოვრებს ითვლიდა. სოციალურ-პოლიტიკური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის მსგავსი იყო. სასულიერო სფეროში სვანეთის სამთავრო ცაიშელი ეპისკოპოსის სამწესოში შედიოდა. აქ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ ეკლესიათაგან სილამაზითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია.
 
სვანეთის სამთავროს შექმნისათვის ბრძოლა დაიწყო [[დადიშქელიანები]]ს ფუთასა და [[ხოშა-ოთარ დადიშქელიანი|დიდი ოთარის]] დროს, რომელთა მემკვიდრეებმა სორთმანმა, როსტომმა, თენგიზმა და სხვებმა ბრძოლა გაუმართეს მეტოქე [[რიჩგვიანები|რიჩგვიანთა]] საგვარეულოს, რაც ამ უკანასკნელთა სრული გადაშენებით დასრულდა.

===სვანეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობში===
მთავრის — [[ბაბა-ციოყ დადიშქელიანი|ბაბა ციოყის]] — მემკვიდრეები: მოსოსტრი, ციოყი, თათარყანი და სხვები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისათვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში მათი გვარეულობა და სამთავრო ორად გაიყო: დადიშქელიანთა უფროსი შტო ჩუბეხევს (სამეგრელო მოსაზღვრე ტერიტორია) დაეუფლა, ხოლო უმცროსი — ეცერის, ცხუმარისა და ბეჩო-ლეჩყანის თემებს. ორივე შტოს მეთაურები ერთპიროვნულ ბატონობას, სამთავროსა და მთელი სვანეთს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. 1833 წელს დადიშქელიანებმა მეფის რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, მაგრამ პირველობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, რაც ზოგჯერ მოქიშპე თავადთა და მშრომელი მოსახლეობის აწიოკებით მთავრდებოდა. დაპირისპირებულ დადიშქელიანთა საქმეებში ხშირად [[დადიანები]] და მეფის მოხელეებიც ერეოდნენ. ყოველმხრივ შევიწროებული ჩუბეხევის დადიშქელიანები ბრძოლას განაგრძობდნენ. [[1857]] წელს კონსტანტინემ (მურზაყანი) მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი. კონსტანტინე საველე სასამართლოს გადაწყვეტილევით დახვრიტეს და მისი ოჯახის წევრები მალე რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლეს. ამის შემდეგ მცირე ხანში სვანეთის სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა, გადასახლებას გადარჩენილი [[დადეშქელიანები]] კი, როგორც კერძო პირები, სვანეთში მემამულეებად დარჩნენ.
 
==ლიტერატურა==